2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:  ყურადღება მიაქციეთ, რა და რატომ გტკივათ. ეცადეთ, დაუმტკიცოთ საკუთარ ორგანიზმს, რომ ახლა ავადმყოფობის დრო არ გაქვთ.
კარიერა: ფინანსური საკითხების მიმართ უყურადღებობამ შეიძლება არასასიამოვნო შედეგები გამოიღოს. ასე რომ, დროა, მნიშვნელოვან საკითხებს მეტი სერიოზულობით შეხედოთ. ამჟამად თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და საერთო ემოციური განწყობა შესანიშნავია. შეგიძლიათ, ეს შანსი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.
სიყვარული:  ნუ შეგრცხვებათ, რომ  ყველა წვრილმანი ათჯერ გადაამოწმოთ, რადგან შეცდომის დაშვების შანსი მაღალია. სანამ იტყოდეთ, კარგად გაიაზრეთ ყოველი სიტყვა, რადგან წარუმატებელი ხუმრობის შედეგი შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. გაითვალისწინეთ და ფრთხილად იყავით.


 



კურო
ჯანმრთელობა:  
ყურადღება მიაქციეთ გულის მდგომარეობას, განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს გულის არეში ჩხვლეტას გრძნობთ ან გულისცემა გახშირებული გაქვთ. თუ შეყვარებული არ ხართ, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.
კარიერა:  
ყური დაუგდეთ მეგობრების რჩევას. სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ არაკომპეტენტურები არიან და არაფერი გაეგებათ. ბოლო დროს მეტისმეტად ამპარტავანი გახდით და ვერ ამჩნევთ, რომ თქვენ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმაც ბევრი იციან და ესმით. ყურადღებით იყავით და მოუსმინეთ, რასაც გეუბნებიან.
სიყვარული: ისევ გაბუტულები ხართ? მაშინ დროა, რამე სასაცილო საჩუქრის ყიდვაზე იზრუნოთ. აჩუქეთ მოხითხითე პლუშის ნიანგი ან უზარმაზარი ვარდისფერი სპილო. პატარა სასაცილო სუვენირებიც გამოდგება. მთავარია, რომ საჩუქარი ბოროტი და გამაღიზიანებელი არ იყოს და მთელი გულით მიართვათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:  
ტყუპებო, ეცადეთ, ერთი საათი მაინც დაუთმოთ სახლის დალაგებას. მტვერი გადაწმინდეთ, კუთხეები გამოხვეტეთ და ხალიჩა დაბერტყეთ. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ, სუნთქვას კი გაცილებით ადვილად და თავისუფლად შეძლებთ.
კარიერა:
ნუ იჩქარებთ, კოლეგას, საქმიან პარტნიორს ან უფროსს სახეში მიახალოთ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, რადგან ერთად კიდევ დიდხანს უნდა იმუშაოთ. იქნებ, ცოტა უფრო მომთმენი და ტოლერანტი გახდეთ?
სიყვარული: საყვარელი ადამიანის არსებობა არ ნიშნავს, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლისკენ გახედვის უფლება არ გაქვთ.  ვერავინ და ვერასდროს აგიკრძალავთ მეგობრის მეუღლესთან ურთიერთობას და საუბარს და არავინ გთხოვთ ,ჩადრი ჩამოიფაროთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
იზრუნეთ სასუნთქი სისტემის მოწესრიგებაზე, რადგან ამით სერიოზულ დაავადებას აიცილებთ თავიდან. სამომავლოდ გაითვალისწინეთ, რომ სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან დაგეხმარებათ.
კარიერა:
გამორიცხული არ არის, უფროსმა მივლინებაში წასვლა შემოგთავაზოთ. უარი არ უნდა თქვათ, რადგან ეს მივლინება შეიძლება, გარდამტეხი აღმოჩნდეს თქვენს კარიერაში. საუბარი იქნება საზღვარგარეთ მუშაობაზე, ასე რომ, თამამად დათანხმდით.
სიყვარული:  
ადამიანი, რომლის არსებობის შესახებ გუშინ არაფერი იცოდით, დღეს შეიძლება, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი და ახლობელი გახდეს. შესაძლოა, თქვენი გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდეს, მაგრამ ნამდვილად ღირს იმად, რომ გამოსცადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ძვირფასი ცხოვრებისეული გამოცდილება გარანტირებული გაქვთ.




ლომი
ჯანმრთელობა:  
ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ადამიანებმა, რომლებსაც შარდსასქესო დაავადებები აწუხებთ. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს და ეცადეთ, რაც შეიძლება ოპერატიულად იმოქმედოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სურს, რომ თქვენთან ბოლომდე მართალი და გულახდილი იყოს. შესაძლოა, მისმა ნაამბობმა სულაც არ დაგაინტერესოთ, მაგრამ ასეთი ადამიანია და ვერაფერს გააწყობთ. უბრალოდ, უნდა შეეგუოთ.


 



ქალწული
ჯანმრთელობა:  
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მკურნალობის კურსის შეცვლა არ იჩქაროთ. ჯერჯერობით ასე უნდა გააგრძელოთ. სერიოზული კორექტივების შეტანას მომავალ კვირაშიც მოასწრებთ.
კარიერა:
გირჩევთ, დღეს გაარკვიოთ, რას ფიქრობს თქვენი უფროსი თქვენზე, როგორც თანამშრომელზე. შესაძლოა, ეს დაგეხმაროთ, გაერკვეთ, რა ხდება თქვენს სამუშაო ადგილზე და რამდენადმე გააუმჯობესოთ მდგომარეობა.
სიყვარული:
თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ადამიანი, რომელიც მოგწონთ, თქვენზე გაცილებით უმცროსი ან ბევრად უფროსია, მაინც სცადეთ, რომ მიხვიდეთ და მიესალმოთ. ჯერ ერთი გარეგნობა მატყუარაც არსებობს და მეორე, ბიოლოგიური ასაკი ყოველთვის არ შეესაბამება სულიერს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება. ხოლო თუკი ბოლო დროს რაიმე სახის დაავადება გაწუხებდათ, ხვალ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
კარიერა: ამ დღეს ახალ წინადადებას შემოგთავაზებენ. დაფიქრდით მასზე და თან ძალიან სერიოზულად: შესაძლოა, ეს თქვენი მუდმივი სამუშაო გახდეს. თუკი, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევთ, რომ თქვენი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი აბსოლუტურად გაკმაყოფილებთ.
სიყვარული: ხვალ ისეთი შესანიშნავი გრძნობა დაგეხმარებათ, როგორიცაა - სიყვარული, რწმენა და იმედი. მათი დახმარებით შეძლებთ, მოითმინოთ ყველაფერი ის, რასაც ბედისწერა გიმზადებთ და რასაც მომდევნო 24-საათის განმავლობაში კონკრეტული ადამიანის მიმართ განიცდით. თქვენი ძალისხმევა დაფასდება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: იქნებ დაფიქრდეთ ნივთიერებათა სწორ ცვლაზე? დააბალანსეთ კვება და მიიღეთ საჭირო რაოდენობის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. მოკლედ, მოერიდეთ ზედმეტ ჭამას.
კარიერა: დიდხანს არ მოგიწევთ კოლეგის დარწმუნება იმაში, რომ შეგცვალოთ სამსახურში რამდენიმე საათით. თქვენს თხოვნას ის სიხარულით შეასრულებს. დაფიქრდით: იქნებ რამე მომგებიან შანსს უშვებთ ხელიდან, იქნებ თქვენი კოლეგა იმას ხედავს, რასაც თქვენ ვერ ამჩნევთ?
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანის მშობლებთან და სხვა ნათესავებთან ურთიერთობები დაალაგოთ. დავალება არცთუ ისე მარტივია, თუმცა მის მოგვარებას მარტივად შეძლებთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს მოერიდეთ ცხოველებთან ურთიერთობას, განსაკუთრებით, თუკი თქვენი შინაური ცხოველი ბასრი კბილებით ან დიდი ბრჭყალებით გამოირჩევა. უპირატესობა მიანიჭეთ უსულო სათამაშოებს.
კარიერა: ხვალინდელი დღე წარმატებულია საქმიანი მოგზაურობებისთვის და მოლაპარაკებებისთვის. რაც უფრო კარგად წარმოაჩენთ საკუთარ თავს, მით უფრო კარგ ანაზღაურებას მიიღებთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი გარკვეულწილად შეძლებს თქვენი შეხედულების შეცვლას და მიხვდებით, რომ იმას, რაც აქამდე ხდებოდა გარშემო, არასწორად აღიქვამდით. შეეცადეთ, სწრაფად შეაფასოთ სიტუაცია და სწორი გადაწყვტილება მიიღოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, ფეხები თბილად გქონდეთ, ხოლო თავი - გრილად. ამ რჩევას ვარკსვლავები გაძლევენ. არ დალიოთ ცივი სასმელები, უპირატესობა მიანიჭეთ ჩაის ან, სულაც, მიირთვით გლინტვეინი.
კარიერა: თუკი თავს მძიმე ტვირთი და უმარავი პრობლემა დაგაცხრათ, ნუ ინერვიულებთ. ხვალ შვებით ამოსუნქავთ. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა ვერა, მაგრამ სირთულეების უმეტესობა ყველზე მოულოდნელი და მშვიდობიანი გზით მოგვარდება. სწორედ ამიტომ, დღის განმავლობაში შესანიშნავი განწყობა გექნებათ.
სიყვარული: ამ დღეს იმ გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, რომელიც თქვენ ბედს, განწყობას და შესაძლოა, საყვარელი ადამიანის ბედნიერებას პირდაპრ უკავშირდება. თუმცა, კარგად იცით ამგვარი გადაწყვეტილების მნიშვნელობა - ვერაფერს შეცვლით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებო, გამორიცხეთ რაციონიდან შებოლილი და მარინადი პროდუქტები, რადგან ისინი მნიშვნელოვნად გაგიუარესებთ საჭმლის მონელების პროცესს და კუჭსაც დაგიზიანებთ.
კარიერა: თუკი დაღლილობის მიზეზით სამსახურში საკმარის აქტიურობას არ გამოიჩენთ, საკმაოდ დიდ შანს გაუშვებთ ხელიდან. ამიტომ იყავით უფრო მობილიზებული, რადგან ბედისწერა ხშირად არ გვიგზავნის სასიამოვნო საჩუქრებს.
სიყვარული: გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში თქვენთვის ძვირფას ადამიანთან მიმართებაში. ნამდვილად გიყვართ ის, მეგობარია თუ, უბრალოდ, მიეჩვიეთ მას? გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თქვენი ურთიერთობები ახლებურად წარიმართება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილება  მკურნალობის მეთოდის შესახებ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს აუცილებელია. გადადეთ ეს იდეა ზეგისთვის - ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ. კარიერა: ვარკსვლავები გირჩევენ, არ გამოეყოთ საზოგადოებას - ამ გამოხტომას აუცილებლად ინანებთ. ამიტომ, დაფიქრდით, მზად ხართ ამგვარი რისკისთვის ან რისთვის რისკავთ?
სიყვარული: ვარსკვლავები თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს გირჩევენ, გაიხსენოთ ბავშვობა, მხიარულება და უზრუნველი დღეები. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ამ დღის ყოველი წუთი სიცილით, ღიმილით და მზის სხივებით აავსოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?