8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მადის ნაკლებობას არ უჩივით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ საათში სუფრას უნდა მიუჯდეთ. მეტი წყალი და ნაკლები ცომეული მიირთვით, რადგან ზედმეტი წონის „აკრეფის“ დიდი შანსი გაქვთ.
კარიერა: კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეიძლება ბედმა დაგასაჩუქროთ. ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს, მაგრამ ცოტა თუ შეაგვიანდა, უბრალოდ, გზაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, სიხარულის მიზეზი მაინც გექნებათ.
სიყვარული: ხვალ შეიძლება პირველივე შემხვედრმა უკეთ გაგიგოთ, ვიდრე ახლობელმა ადამიანებმა. იქნებ, ასეც სჯობდეს. სათქმელის გულში დატოვებას, ვინმესთვის განდობა ჯობია.




კურო
ჯანმრთელობა:
გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის დასვენება მუშაობაზე მეტად სასარგებლოა. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, პირველივე შესაძლებლობისას, დასვენების დღე მოიწყოთ.
კარიერა:
კარგი დღეა ძველ მეგობრებთან შესახვედრად და იმ სახალისო ისტორიების გასახსენებლად, რაც თავს გადაგხდენიათ. განსაკუთრებით მხიარული ნადირობის ისტორიების გახსენება იქნება, თუ ასეთი რამ თქვენს პრაქტიკაში ყოფილა.
სიყვარული: ხვალ კუროების პირადი და ოჯახური ცხოვრება შეიძლება ცოტა დაიძაბოს. დღის პირველ ნახევარში სანდო წყაროებიდან შეიტყობთ, რომ თქვენი მეუღლე იმაზე გაცილებით დიდ ხელფასს იღებს, ვიდრე სახლში მოაქვს. იქნებ, დანარჩენი ფული ბანკში შეაქვს და მოგების პროცენტებს იღებს? სასწრაფოდ ანგარიში უნდა მოითხოვოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
თავს შეუძლოდ გრძნობთ, რაც, სავარაუდოდ,  ცუდი ამინდის ბრალია, თუმცა შეიძლება მიზეზი გაცილებით სერიოზული იყოს. ეცადეთ, ყველაფერში კარგად გაერკვეთ. დამოუკიდებლად ან ექიმის დახმარებით.
კარიერა: კარგი იქნებოდა, რომ ეს დღე განსაკუთრებულად გექციათ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ მშვენიერ იდეას ასრულება არ უწერია. იქნებ, დღეს, უბრალოდ, დაისვენოთ? მიუხედავად იმისა, რომ ხვალ სამუშაო დღეა, სურვილის შემთხვევაში, იდეის განხორციელებას მაინც მოახერხებთ.
სიყვარული: რაც უფრო დიდხანს არიან ადამიანები ერთად, მით მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ ერთმანეთს რაღაცები შეახსენონ. გირჩევთ, ხვალ თავი ახლად გაცნობილ წყვილად წარმოიდგინოთ, რადგან ტყუპებს მეხსიერება მეტისმეტად გამახვილებული აქვთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კარგი დღეა ნებისმიერი ძალოვანი ვარჯიშებისთვის. ეცადეთ, საკუთარ ორგანიზმს გამოცდა მოუწყოთ და კარგად „შეაჯანჯღაროთ“. მხოლოდ ასე შეძლებთ, დაინახოთ, რა მიმართულებით გჭირდებათ მუშაობა.
კარიერა: 
ხვალ რამდენიმე საჩქარო საქმე, საქმიანი შეხვედრა და მორიგი თათბირი გაქვთ? ამას გაუძლებთ, მაგრამ ღამის ბოულინგი აჯობებს, ხვალისთვის გადაიტანოთ.
სიყვარული:
გირჩევთ, საყოფაცხოვრებო საკითხების განხილვისას, ნაკლები კატეგორიულობა გამოიჩინოთ. როგორც ურთიერთობის ლიდერმა, ჯობია, საყოველთაო კომფორტზე იზრუნოთ და მართვა პარტნიორს გადააბაროთ. გახსოვდეთ, ეს დროებითი ღონისძიებაა. ღამით ლიდერობას ისევ თქვენ დაიბრუნებთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი რამდენადმე შემცირებულია, მაგრამ კალორიული საკვებით მის შევსებას არ გირჩევთ. ძალების ნაკლებობას თუ გრძნობთ, უმჯობესია, ცოტა ხნით დაიძინოთ.
კარიერა: გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი წარმატებული ბიზნესმენი  შესანიშნავი მოსაუბრე უნდა იყოს. დღეს, ახალ საქმიან პარტნიორებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებისას, ამის ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ. იყავით გახსნილი, გულახდილი, ყურადღებით უსმინეთ თანამოსაუბრეს და ყველაფერი კარგად იქნება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან აკლია თქვენთან ურთიერთობა, რადგან სხვა საქმეებით ხართ დაკავებული და მასთან საუბრის საშუალება არ გაქვთ. შესაბამისად, მზად უნდა იყოთ, მისი მხრიდან უკმაყოფილების სხვადასხვა ფორმით გამოხატვისა და გაუგებრობისთვის.




ქალწული
ჯანმრთელობა:
არ ღირს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, თუნდაც მიზანი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება იყოს. ასე არ ხდება. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას.
კარიერა: ხვალ უარის თქმა არაფერზე შეიძლება. სწორედ ის შეთავაზება, რომლის მიღებაც არ გსურთ, ყველაზე საუკეთესოა. რაოდენ დამღლელიც არ უნდა იყოს, ეცადეთ, ყველა შანსი გამოიყენოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად, რაღაც საკუთარი ხელით შექმნათ. ჯერჯერობით აქტუალური საახალწლო სათამაშოდან დაწყებული, ყოველთვის აქტუალურ საოჯახო აქსესუარებამდე. მნიშვნელოვანი არაა, რას გააკეთებთ. მთავარია, ეს ერთად შექმნათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, აკონტროლოთ საკუთარი თავი და რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ უმაღლესი განწყობა შეინარჩუნოთ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას: სასურველ შედეგს, სავარაუდოდ, ვერ მიიღებთ. დიდი ალბათობით, პირიქით, რაც უფრო მეტად ეცდებით, მიზანს მიაღწიოთ, მით უფრო შორს აღმოჩნდება ეს მიზანი თქვენგან. შეეცადეთ, ყველაფერს წვალებისა და ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს რაღაც გაუგებრობა წარმოიქმნება. ეს არც თქვენ მოგეწონებათ და არც მას, ამიტომ რჩევის ძიებას ბრძნულ წიგნებში შეუდგებით ან ნათესავებსა და ახლობლებს მიმართავთ. ნუ იჩქარებთ პირველივე რჩევის გათვალისწინებას. ყველაზე მარტივი და აშკარა გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი არ არის.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ძლიერმოქმედი პრეპარატების მიღებას, განსაკუთრებით ექიმის კონსულტაციის გარეშე. შესაძლოა, ეს ღვიძლს არ მოეწონოს.
კარიერა: ხვალ, პირველ რიგში, არა სამაგალითო თანამშრომელი, არამედ კარგი ადამიანი იქნებით, რომელიც ყოველთვის მზად არის სხვების დასახმარებლად. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ მადლობის გადახდას ნუ დაელოდებით. სიკეთის გაკეთება უანგაროდ მოგიწევთ. 
სიყვარული:
ნუ შეგაშინებთ შორი მანძილი და რიცხვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასიყვარულო გეგმა გვერდს აგივლით, ვერაფრით გამდიდრდებით და არც არაფერი დაგაკლდებათ. რა თქმა უნდა, ჩაბნელებულ და მოხერხებულ კუთხეში თქვენთვის მშვიდად ჯდომა კარგია, მაგრამ გული არ გწყდებათ, უყუროთ, როგორ ჩაგივლით ცხოვრება?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებს ვარსკვლავები ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ შხაპის ქვეშ. თქვენთვის სასარგებლო იქნება არა მხოლოდ დიდი რაოდენობით თბილი წყალი, არამედ მსუბუქი მასაჟი, რომელსაც წყლის შხეფები უზრუნველყოფს.
კარიერა: ხვალ შესაძლოა, გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ, რომლის გამო სადღაც დაგაგვიანდეთ. მისგან თავის დაზღვევა შეუძლებელია - ან იქნებ ხვალინდელი დღე მთლიანად გაითავისუფლოთ? ყოველ შემთხვევაში, ნუ დანიშნავთ  ბიზნესშეხვედრას.
სიყვარული: ხვალ შეეცადეთ, გულმოდგინედ გათვალოთ თქვენი თავისუფალი დრო, სასურველია, წუთებიც და წამებიც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში პირად ცხოვრებაში პრობლემები გარდაუვალი იქნება. მართალია, ისინი შესაძლოა, არც ისე საშიში აღმოჩნდეს, როგორც ფიქრობთ, მაგრამ სასიამოვნო მათში არაფერი იქნება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ მზეზე. ეს განწყობის ამაღლებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი თავს ცოტა შეუძლოდ იგრძნობთ.
კარიერა: რაც არ უნდა მოხდეს, შეეცადეთ, გაარკვიოთ, რა გეგმები აქვს თქვენთვის ძვირფას ადამიანს მომდევნო დღისთვის და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მისი განუყოფელი ნაწილი გახდეთ. მხოლოდ მისი კომპანია დაგეხმარებათ, დროებით მოსწყდეთ სამუშაოს და გაიხსენოთ, რომ არა მხოლოდ შრომის, არამედ დასვენების უფლებაც გაქვთ.
სიყვარული: სხვებისთვის ცხოვრება - შესანიშნავია, მაგრამ საკუთარი თავის დავიწყება არ ღირს. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუკი საყვარელი ადამიანის გასახარებლად 125 გმირული საქციელი გაქვთ დაგეგმილი, იქნებ ერთი-ორი საკუთარი თავისთვისაც შეასრულოთ. თანაც, ისე, რომ ამისგან სიამოვნება მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსამართლობა გამოვა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მივიწყებული დაავადებები კვლავ შეახსენებს თავს. რა გაეწყობა, დროა, მკურნალობა ბოლომდე მიიყვანოთ.
კარიერა: ხვალ, თქვენი მოვალეობების პარალელურად, მოგიწევთ თქვენი  ვეტერანი საქმიანობის ცვლილებებით დაკავდეთ. დავალება რთულია, მაგრამ საინტერესო, ამიტომ შეეცადეთ, ის მაქსიმალური ძალისხმევითა და სიამოვნებით შეასრულოთ - სამომავლოდ გამოგადგებათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი არგუმენტების გაგება, რაც არ უნდა დამაჯერებელი და გასაგები იყოს ისინი. მოგიწევთ, თქვენი არგუმენტები კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადოთ ან საეჭვო საკითხები საქმით დაამტკიცოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ იმ დაავადების მკურნალობა, რომელიც ბოლო დროს შეგეყარათ. ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველაფერი თავისთავად, მითიური გზით ჩაივლის და დახმარების გარეშე განიკურნებით. თქვენს გონივრულ ქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
კარიერა: ხვალ იმ თემაზე სასაუბროდ განეწყობით, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაწუხებთ. იყავით გულწრფელი და საუბრის შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. ხოლო როდესაც ყველა სანერვიულო პრობლემა გადაწყდება, უბრალოდ, დატკბით შესანიშნავი დღით. შეგიძლიათ, ისარგებლოთ თქვენი დამოუკიდებლობით და წახვიდეთ, სადაც გინდათ.
სიყვარული: თქვენთვის და თქვენი მეორე ნახევრისთვის სასურველია სკოლამდელი ან დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა. შეგიძლიათ, მეგობრები მოინახულოთ, რომლებიც უკვე მშობლები არიან ან რომელიმე საბავშვო დაწესებულებაში შეიხედოთ. ეს თქვენს ურთიერთობაში სიწმინდეს შემოიტანს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?