10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დღეს საოცრად ადვილად ითვისებთ ახალ ინფორმაციას, ამიტომ თუ რაღაც ახალი საქმიანობის დაწყება გსურთ, ეს დღე ცოდნის ასპარეზის გაფართოებისთვის შესაფერისია. თქვენი ტვინი შესანიშნავად მუშაობს.
კარიერა: მხოლოდ საკუთარი თავისა და შესრულებული სამუშაოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება დაგეხმარებათ თქვენი შრომითი ვალდებულებების შესრულებაში. ხვალ ეცადეთ, ცოტა უფრო კრიტიკული იყოთ საკუთარი თავის მიმართ.
სიყვარული: ვერძებო, სახლის საქმეებში მეუღლისა და შვილების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. სავარაუდოდ, ისინი ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაგტოვებენ. საქმეს დამოუკიდებლად თუ ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის მეზობელს უხმეთ.




კურო
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ საკუთარი კანის მდგომარეობას. კანზე წითელი გამონაყარის არსებობის შემთხვევაში, თვითმკურნალობამ მდგომარეობა შეიძლება უფრო დაამძიმოს. გირჩევთ, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართოთ.
კარიერა:
ყველა საქმეში მეთოდურად, მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ და ნუ ცდილობთ, ყველაფერს ერთდროულად გაართვათ თავი. იგივე შეიძლება ფულის ხარჯვაზეც ითქვას: ამჟამად კრედიტის აღებას არ გირჩევთ. უკეთესი იქნება, თუ ყულაბას შეიძენთ.
სიყვარული: დღეს ხვდებით, რომ არავინ გყავთ ისეთი, ვისთანაც შეიძლება ბედის უკუღმართობაზე დაიჩივლოთ. საყვარელ ადამიანს თქვენი პრობლემები და მათი მოგვარების გზები არ აინტერესებს. ასე რომ, ყველა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, თვალების ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. განსაკუთრებით, თუ სამუშაოს გამო მათი ზედმეტად დატვირთვა გიწევთ. გირჩევთ, საღამოს რაიმე თვალის დამაწყნარებელი კომპრესი გაიკეთოთ.
კარიერა:
ისედაც უგუნებოდ ხართ და კიდევ ახლობელი ადამიანის კაპრიზების ატანა გიწევთ. სწორედ ახლა, რატომღაც, დამოუკიდებელი ხასიათის დემონსტრირება მოუნდა. სრული უფლება გაქვთ, მისი სიტყვით გამოსვლის დროს, თქვენც დემონსტრაციულად ჩაუღრმავდეთ სამუშაოს.
სიყვარული: საყვარელმა ადამიანმა ძალიან მარტივად დაგანახათ ჭეშმარიტება, რომელსაც აქამდე ვერ ხედავდით. თავს ძალიან ბედნიერად გრძნობთ და ახალი სიმაღლეების დაპყრობისთვის მზად ხართ, მაგრამ მანამდე თქვენი რჩეულისთვის მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ.    


                               


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ხასხასა, ნათელი ფერის სამოსი დაგეხმარებათ, მხიარული და მხნე განწყობა შეინარჩუნოთ. ეცადეთ, თქვენი ყოველდღიური ყოფა მდიდარი და მხიარული ფერებით იყოს სავსე.
კარიერა:
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ თქვენი კოლეგების სიტყვებს. განსაკუთრებით, თუ არაკორექტულად ცდილობენ, საკუთარ შეცდომებზე მიგანიშნონ. ობიექტურად შეაფასეთ სიტუაცია. სავარაუდოდ, მათი შენიშვნების უმეტესობა სრული სისულელეა.
სიყვარული: 
საყვარელ ადამიანს ვერაფრით გაუგია, რატომაა თქვენი ქცევა აუხსნელი და ალოგიკური. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ამის ახსნა ძალიან მარტივად შეიძლება, რადგან თქვენი ქცევის ყველა მიზეზი ძალიან ნათელია.




ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, უხარისხო ან უბრალოდ, ვადაგასული საკვებით ინტოქსიკაცია დაგემართოთ. ეცადეთ, საკუთარი ორგანიზმი ასეთი სახის „მენიუსგან“ მაქსიმალურად დაიცვათ.
კარიერა: ხვალ განძრევისა და ფიქრის არავითარი სურვილი არ გაქვთ. განსაკუთრებით სამსახურებრივ საკითხებზე. ამიტომ, თუ ასეთი აუცილებლობა შეიქმნა, საქმეს ძალიან უხალისოდ გააკეთებთ. უხარისხოდ და არაეფექტურად შესრულებულ სამუშაოს ისევ უსაქმურობა ჯობია, ამიტომ არც ეცადოთ.
სიყვარული: ხვალ ეჭვიანობის შემოტევა გექნებათ, რაც არც თქვენთვის და არც თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო არაა, მაგრამ ზოგჯერ, გრძნობებს განახლება, ადამიანებს კი შეჯანჯღარება სჭირდებათ. იმედია, ამაზე შორს საქმე არ წავა.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ამჯერად, ნამდვილად გაქვთ მიზეზი, რომ საკუთარი თავით იამაყოთ, რადგან სისტემატურად ჩატარებული პროფილაქტიკის წყალობით, მშვენიერ ფორმაში ხართ. შესანიშნავი ჯანმრთელობა, ზღვა ენერგია და ხალისიანი განწყობა - თქვენი მონდომებისთვის მიღებული საჩუქარია.
კარიერა:
ბოლოს და ბოლოს, გაარკვიეთ, რა გსურთ: იმის განცდა, რომ ფეხზე მყარად დგახართ თუ საკუთარი იდეალების ძიება? სანამ თქვენ ზიხართ და ფიქრობთ, სხვებმა მოქმედება დაიწყეს. ასე რომ, შეიძლება საერთოდ ხელცარიელი დარჩეთ.
სიყვარული:
დღეს თავს რაღაც ისეთი გადაგხდებათ, რაც გაიძულებთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის მიზანშეწონილობასა და საჭიროებაზე დაფიქრდეთ. მომხდარიდან სწორი დასკვნების გამოტანა თქვენს მომავალ ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. ასე რომ, იფიქრეთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოგექმნათ, თუმცა, თუკი საკვები პროდუქტების შერჩევის დროს სიფრთხილეს გამოიჩენთ, უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ.
კარიერა: ხვალ ბედი გაგიღიმებთ, ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშე შეგიძლიათ, სარისკო გადაწყვეტილებები მიიღოთ. ასევე, შეგიძლიათ, თქვენი იღბალი გამოსცადოთ და მაგალითად, აზარტული თამაშები სცადოთ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი თავისა და სიტუაციის კონტროლი აუცილებელია.
სიყვარული: თქვენ აშკარად დაიღალეთ, თან იმდენად, რომ პირადი ცხოვრებისთვის ძალები არ გყოფნით. თუკი თქვენი მეორე ნახევარი თანახმაა, დაუვიწყარი საღამო გაატაროთ, ზურგი დაგიზილოთ ან ყავა მოგიდუღოთ, მაშინ ის ნამდვილი განძია, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ამგვარ წინადადებას ბევრი არ დასთანხმდება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებით სწორად შეარჩიოთ საკვები, ხოლო მავნე პროდუქტები დაივიწყოთ. თუკი არჩევანის სისწორეში დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია, საკვების მიღებაზე უარი თქვათ. 
კარიერა:
სანამ იკამათებთ, ვინ აიღებს საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი სტუმრების დახვედრას, წვეულებისთვის მოსამზადებელ დროს ტყუილად დაკარგავთ. ასე რომ, სანამ გვიანი არ არის, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღეთ. შესაძლოა, ეს თქვენს უფლებამოსილებას აღემატება, მაგრამ მადლობას აუცილებლად გადაგიხდიან.
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია ძველი მოგონებების „გასაცოცხლებლად“. ის მორიელები, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები არიან იმისთვის, რომ მოგონებები ჰქონდეთ, ვარსკვლავები რეტრო საღამოს ორგანიზებას ურჩევენ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ საგულდაგულოდ გაეცნოთ ამა თუ იმ სამედიცინო პრეპარატის ინსტრუქციას, სანამ მათ მიღებას გადაწყვეტთ. თუკი რაიმე გამუხრუჭებთ, უმჯობესია, სპეციალისტს დაეკითხოთ, თანაც, რამდენიმეს.
კარიერა: გაუფრთხილდით ფულს, განსაკუთრებით იმ თანხას, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ამოიღებთ. ხვალ საკმაოდ არასერიოზული ქმედებისკენ იქნებით მიდრეკილი, რაც შეიძლება საშიში იყოს.
სიყვარული: შეეცადეთ, ხვალ არავინ მოგწყვიტოთ მნიშვნელოვან და საყვარელ საქმიანობას. საყვარელი ადამიანის მიმართაც კი უყურადღებობას გამოიჩენთ, რაც თქვენთვის საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, თუკი ის ადეკვატური ადამიანია - აუცილებლად გაგიგებთ და გაპატიებთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი რეალურად საპატიებელი არაფერი გექნებათ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების ვადებს. ამგვარად აღარ გაგიკვირდებათ, რატომ არ არის მათი ეფექტი ძველებურად ხარისხიანი.
კარიერა: შესანიშნავი დღეა ტექნიკური „პარკის“ გასაახლებლად. თუკი ახალი კომპიუტერი ან თუნდაც, მისი რომელიმე დეტალის შეძენის შესაძლებლობა არ გაქვთ, განაახლეთ პროგრამა ან სურათი სამუშაო მაგიდაზე. ეს ახალი სამუშაოს შესრულებაში უდავოდ დაგეხმარებათ.
სიყვარული: თქვენი ხვალინდელი დღე მოწყენილი და უხალისო იქნება, ამიტომ ამისთვის თქვენც და თქვენი საყვარელი ადამიანიც წინასწარ მოემზადეთ, რათა არ გაუკვირდეთ თქვენი ხასიათის მკვეთრი ცვლილება და პერიოდული ყვირილი. თქვენ მაინც შეეცადეთ, თავი შეიკავოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, თქვენს ორგანიზმს ზუსტად ის მიაწოდოთ, რაც მისთვის აუცილებელია - სიმშვიდე და სიწყნარე. მხოლოდ ასე შეძლებთ ძალების აღდგენას.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, არ თქვათ უარი თანამშრომლობაზე. შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისთვის და დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად. მაგრამ ყურადღებით იყავით, სანამ კონკრეტულ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, იქნებ გადაიკითხოთ მაინც.
სიყვარული: პირად ცხოვრებაში არეულობის შემთხვევაში ვარსკვლავები გირჩევენ, რჩევისთვის იმ ადამიანს მიმართოთ, რომელიც პირადად არ იცნობს თქვენს საყვარელ ადამიანს და პირველად ისმენს თქვენგან ამ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციას. ამ შემთხვევაში მისი რჩევები უტყუარი, ორიგინალური და, სრულიად შესაძლებელია, ღირებულიც აღმოჩნდეს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ყურადღებით იყავით საჭის მართვის დროს, რადგან თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კონცენტრირებისა და ყინულოვანი სიმშვიდის საშუალებას ნაკლებად მოგცემთ. იქნებ საკუთარ ნერვებს მიხედოთ?!
კარიერა: თქვენი გეგმები შესაძლოა, მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაირღვეს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. როგორც კი სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვას იგრძნობთ, შეანელეთ ტემპი, რათა პულსზე ხელის დაჭერა შეძლოთ. იყავით ყურადღებით!
სიყვარული: როგორც ჩანს, იმ პერიოდს, რომელიც თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანმა ცალ-ცალკე გაატარეთ, უშედეგოდ არ ჩაუვლია არც თქვენთვის და არც მისთვის. ხვალ გაკვირვებით აღმოაჩენთ, რომ ორივე საკმაოდ შეიცვალეთ და თქვენი ურთიერთობა ძველებური აღარ არის. უკეთესია თუ უარესი?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?