11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, რაც შეიძლება დიდხანს იყოთ სუფთა ჰაერზე, თუმცა მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით. კარგი იქნება, თუ ქალაქგარეთ გასვლას მოახერხებთ.
კარიერა: დიდხანს ფიქრი არ გიწევთ იმაზე, რით დაკავდეთ სამსახურში. იმდენი საქმე გაქვთ, რომ ვერ ხვდებით, ძველი საქმეები დაასრულოთ თუ ახალი დაიწყოთ. ეცადეთ, ყველაფერი თავაზიანად და კორექტულად გააკეთოთ, რომ სამუშაო საერთოდ არ დაკარგოთ.
სიყვარული: ეცადეთ, ყველაფერი, რასაც საყვარელი ადამიანი გეტყვით, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ხვალ, წუთიერი აფეთქების დროს, უამრავ რამეს იტყვის, რასაც ხანგრძლივი მოქმედების ვადა არ გააჩნია. ყველაფერი დაივიწყეთ და მშვენიერი მომავლის იმედით გააგრძელეთ ცხოვრება.




კურო
ჯანმრთელობა: 
ხვალ მხოლოდ ნამდვილი ჩაი უნდა სვათ. დაივიწყეთ ყველანაირი სასმელი, რომელიც ახალგაზრდობას, ჯანმრთელობასა და ცხოვრების უამრავ სიხარულს გპირდებათ: ისინი თქვენს ორგანიზმს მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე სარგებელს.
კარიერა: ხვალ უნდა დაივიწყოთ საკუთარი პრინციპების შესახებ და უბრალოდ, გაჩუმდეთ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მაგრამ უფროსთან დაპირისპირებისას, ენაზე კბილის დაჭერა ჯობია. გაითვალისწინეთ, რომ უფროსი ყოველთვის მართალია და ეცადეთ, არ დაივიწყოთ.
სიყვარული: რატომღაც, ხვალ საყვარელი ადამიანი თქვენ გვერდით თავს არაკომფორტულად იგრძნობს, ამიტომ დროებით, თქვენ შორის დისტანციის გაზრდას შეეცდება. ეცადეთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. ხვალ ყველაფერი ძველებურად იქნება.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. ის, რაც დღეს ადვილად შეიძლება გამოასწოროთ, ხვალ უამრავი პრობლემის მომტანი გახდება. თუნდაც ეს, უბრალოდ, ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭი იყოს.
კარიერა: ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. დაე, ეს ამ საკითხში თქვენზე გაცილებით კომპეტენტურმა ადამიანებმა გააკეთონ. თანაც, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. თქვენ კი დროსაც დაზოგავთ და ნერვებსაც.
სიყვარული: ზოგჯერ ყველაზე ჭკვიანურ, ფსიქოლოგიურ წიგნებშიც კი ვერ ამოიკითხავთ ზუსტ რეცეპტს, როგორ დაალაგოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ასე რომ, ყველა წიგნი გვერდით გადადეთ და საკუთარი ინიციატივით იმოქმედეთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ორგანიზმი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაიცვათ. გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ფსიქოემოციური დაძაბულობის გამო, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა: 
სანამ ყველას და თითოეულს ეხმარებით, შეიძლება თქვენი უშუალო მოვალეობები შეუსრულებელი დაგრჩეთ. დაფიქრდით, რას მოგიტანთ მოვლენების ამგვარი განვითარება. იქნებ, „არას“ თქმა ისწავლოთ? ეს მომავალში ძალიან გამოგადგებათ.
სიყვარული: 
საყვარელ ადამიანთან ბოლომდე და მაქსიმალურად გულახდილი უნდა იყოთ, რადგან სიყალბეს მომენტალურად იგრძნობს და ან დემონსტრაციულად გაბრაზდება ან რაღაც დასკვნებს ჩუმად გამოიტანს. გაითვალისწინეთ, რომ მეორე ვარიანტი თქვენთვის გაცილებით უარესი იქნება.




ლომი
ჯანმრთელობა: 
თუ ჰიპერტონია არ გაწუხებთ, მაგრამ ზრუნავთ, რომ არტერიული წნევა ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყოს, ჯანსაღი კვების შესახებ არ დაივიწყოთ. გირჩევთ, უარი თქვათ ცხიმიან საკვებზე და უპირატესობა ხილ-ბოსტნეულს მიანიჭოთ.
კარიერა: გირჩევთ, ნაკლები იფიქროთ იმაზე, რა გელით უახლოეს მომავალში, რადგან ფიქრით ვერაფერს შეცვლით, დილისა და შესაბამისად, მთელი დღის განწყობა კი შეიძლება გაიფუჭოთ.
სიყვარული:
გირჩევთ, მეტისმეტად დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ საყვარელი ადამიანის გარეგან იერს, თუნდაც ის თქვენს წარმოდგენას იდეალურობაზე სრულებით არ შეესაბამებოდეს. ბოლოს და ბოლოს, თავისი ხასიათით იდეალურის გაგებას მთლიანად შეესაბამება, ხოლო გარეგნობა ცვალებადი რამაა.




ქალწული
ჯანმრთელობა:
დიდი ალბათობით, მკურნალობის კურსი ეფექტური იქნება და უახლოეს ხანებში დადებით შედეგებს იგრძნობთ, ამიტომ თქვენი გეგმების განხორციელება არ უნდა გადადოთ. თუ ასეთი გეგმები არ გაქვთ, სასწრაფოდ უნდა მოიფიქროთ.
კარიერა:
იმისთვის, რომ კონკურენტებს აჯობოთ, აუცილებლად უნდა გარისკოთ. მზად ხართ ასეთი ნაბიჯისთვის? თუ არა, გირჩევთ, ამაზე იფიქროთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საქმის დიდხანს გაჭიანურება არ შეიძლება.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს, რომ თავისი რომელიღაც იდეის რეალიზაციის აუცილებლობაში დაგარწმუნოთ, მაგრამ მოსმენას თუ ისურვებთ, მისი გაგება არც ისე რთული იქნება.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, მეხსიერებამ გიღალატოთ - მოგეჩვენებათ, რომ მსგავს სიტუაციაში უკვე იყავით და იცით, როგორ იმოქმედოთ. თუკი საქმე ჯანმრთელობას ან თავის ფორმაში მოყვანას ეხება, ცრუ თავდაჯერებულობა განსაკუთრებით უადგილო იქნება.
კარიერა: ხვალ საფრთხის წინაშე იქნებით, რადგან დიდი ალბათობით, თქვენი მიღწევები კონკურენტების სასარგებლოდ აღმოჩნდება. ამიტომ მხოლოდ გამოცდილ ადამიანებს ენდეთ. შეეცადეთ, იყოთ უფრო კონცენტრირებული და ინფორმაციის ყველა წყარო შეამოწმოთ. ახალ პროექტზე საკმაოდ ბევრი იმუშავეთ, ამიტომ შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ პრობლემები.
სიყვარული: ხვალინდელი დღე მდიდარი იქნება სასიამოვნო სასიყვარულო შეგრძნებებით: მოთმინება, სიხარული, ვნება, ბედნიერება და სურვილი, ჩაეხუტოთ მთელ სამყაროს, ეჭვიანობა, წყენა, დარდი... თქვენ წინაშე გრძნობების მთელი პალიტრა გაიხსნება და თქვენ, ნიჭიერი მხატვრის მსგავსად, თქვენი სიყვარულისთვის ყველაზე შესაფერის ნახატს შეარჩევთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: არავის მისცეთ უფლება, სასოწარკვეთაში ჩაგაგდოთ. ეს ყველაზე უსიამოვნო გზით აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. კარგი განწყობის შენარჩუნებით ყველანაირ ტკივილს აიცილებთ თავიდან.
კარიერა: საქმიან ურთიერთობებში სირთულეები გელოდებათ. გაგიჩნდებათ სურვილი, საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ, თუმცა ამის გაკეთება არ ღირს. არ დაიბნეთ და არ მოექცეთ ერთ კუთხეში. თქვენ შემდგარი ადამიანი ხართ და თქვენს სიტყვებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუკი საყვარელი ადამიანი თქვენს ყველა ნათქვამ სიტყვას გულთან ახლოს არ მიიტანს. თქვენც კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ მას რამეს ეტყვით: რაც არ უნდა აიყვანოს თავი ხელში თქვენმა რჩეულმა და რაც არ უნდა ეცადოს, ყველაფერს მშვიდად მიუდგეს, შესაძლოა, მოთმინების ძაფი ერთ მშვენიერ დღეს გაწყდეს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები მშვილდოსნებს არ ურჩევენ ენერგეტიკული სასმელების, მაგარი ყავისა და შავი ჩაის დიდი რაოდენობით დალევას. შეეცადეთ, ადრე დაწვეთ დასაძინებლად და დილას გვიან გაიღვიძოთ: ბუნებრივი სიფხიზლე ყოველთვის სჯობს ხელოვნურს.
კარიერა: თქვენს ხელმძღვანელს გაუჭირდება თქვენთვის იმის ახსნა, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ თქვენი ფირმის სასიკეთოდ ან მისი პირადი კეთილდღეობისთვის. ან გაუგებარი იქნებით, ან თქვენი ხელმძღვანელი იქნება ენამახვილი. შეეცადეთ, მისი თხოვნა მაინც გაითვალისწინოთ - ეს თქვენს კომპეტენტურობას გაუსვამს ხაზს.
სიყვარული: ნუ დაარქმევთ რაიმე სახელს თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობას. და საერთოდ, არ ღირს ამ ადამიანს საყვარელი უწოდოთ. ბოლოს და ბოლოს, მთავარია, თქვენ იყოთ კარგად, მსუბუქად და მხიარულად - დანარჩენი მოგვარდება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ დამოუკიდებლად შეძლებთ შექმნილი პრობლემების მოგვარებას. შეეცადეთ, კარგად იფიქროთ და უფრო ყურადღებით მოეკიდოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
კარიერა: ხვალ ცვლილებები გელოდებათ. თქვენ კი დიდად არ გსურთ, თქვენს ცხოვრებაში რამე შეიცვალოს. გაერკვიეთ, რატომ უყურებთ ასე უარყოფითად ნებისმიერ სიახლეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნუ შეეწინააღმდეგებით იმ ახალს, რაც გელოდებათ: ნახავთ, როგორ შესამჩნევ პერსპექტივებს გიმზადებთ ცხოვრება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ყველა თქვენს ქმედებას სიხარულით მიიღებს. დარწმუნებული იქნება, რასაც აკეთებთ - მხოლოდ უკეთესობისთვის. სხვათა შორის, მის თავდაჯერებულობას სრულად არ გაიზიარებთ და პერიოდულად ეჭვები შეგაწუხებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ დიეტის დაწყებას, რადგან საკვების ნებისმიერი შეზღუდვა თქვენს ორგანიზმზე ავადმყოფურად აისახება. თუმცა, თუკი პროცესი უკვე დაიწყო, მისი შეწყვეტა არ ღირს - უბრალოდ, საჭმლის რაოდენობა და რაციონის შემადგენლობა კარდინალურად არ უნდა განსხვავდებოდეს წინა დღეებისგან.
კარიერა: ნუ იჩქარებთ ხელმძღვანელის მაგიდაზე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დატოვებას: შესაძლოა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვათ. ოდნავ დამშვიდდით და შექმნილ სიტუაციას სხვა კუთხით შეხედეთ - დაინახავთ, რომ, თუკი დარჩებით, დიდი შანსი გაქვთ, აღიარება მიიღოთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანისთვის უფროსი მეგობარი, ბრძენი მშობელი ან მენტორი უნდა გახდეთ. ის ძალიან დაიბნა საკუთარ პრობლემებში და შესაძლოა, თავადაც ვერ ხვდება ამას. ჩუმად და ძალდაუტანებლად, ისე, რომ მისი გაღიზიანება არ გამოიწვითო, დააყენეთ საყვარელი ადამიანი სწორ გზაზე. თქვენ კი ნამდვილად იცით, სადაც არის ეს გზა.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ნუ ეტყვით თქვენს ორგანიზმს უარს დამსახურებულ რელაქსაციაზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ის მიგანიშნებთ უყურადღებობისა და დაღლილობის გამოხატვით. მოუსმინეთ საკუთარ თავს და გაიგებთ, რა არის თქვენთვის აუცილებელი.
კარიერა: თავს უშველეთ გაქცევთ და რაც შეიძლება სწრაფად. თქვენი ყველაზე საშიში მტერი ხვალ - თქვენივე ზრახვები იქნება, რომლებიც უამრავ სულელურ საქციელს ჩაგადენინებთ, თუკი სამყაროს ყრუ ტყეში არ დაემალებით. თქვენს აქტიურ ბუნებასთან ბრძოლა რთულია, თუმცა, ცდა ღირს.
სიყვარული: თუკი ბოლო დროს ამჩნევთ, რომ საყვარელ ადამიანთან ხშირად კამათობთ, ხვალ შეეცადეთ, კამათის მიზეზები გაარკვიოთ. სასურველია არა მარტომ, არამედ თქვენს რჩეულთან ერთად. ამასთანავე, შეეცადეთ, საუბარი  მშვიდად და კონსტრუქციულად წარიმართოს, რათა მორიგი ჩხუბის წინაშე არ აღმოჩნდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?