21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ, რომელ საათზე წვებით დასაძინებლად. ეცადეთ, შუაღამეს ლოგინში შეხვდეთ, რადგან ძილი ყველაზე სასარგებლო ამ დროსაა.
კარიერა: ხვალ ახლობელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან  მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებთ. საუბარი შედეგიანი იქნება, მათ შორის კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
სიყვარული: მეტისმეტი პრინციპულობა დასახულ მიზნამდე მისვლაში ხელს გიშლით. მიზანი კი საყვარელი ადამიანის დაყოლიებაა, რომ ისე მოიქცეს, როგორც თქვენ საჭიროდ თვლით. ეცადეთ, უფრო ტაქტიანად, მოხერხებულად და დიპლომატიურად იმოქმედოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ.  


 



კურო
ჯანმრთელობა:
თუ ვარჯიშის დაწყება სერიოზულად გადაწყვიტეთ, განსაკუთრებული ყურადღება სუნთქვას მიაქციეთ.
კარიერა:
თავადაც გიკვირთ, იმდენი და ისეთი იდეები მოგდით. დიდი ხანია, ასეთი შემოქმედებითი აღმაფრენა და ახალი იდეები არ გქონიათ, ამიტომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ერთი მაინც განახორციელეთ. შესაძლოა, ასეთი საშუალება მომავალში აღარ გქონდეთ.
სიყვარული: პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, საპასუხისმგებლო დღეა. ეცადეთ, სერიოზულად განეწყოთ იმის მიმართ, რაც თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის ხდება და მოვლენებს თქვენთვის სასურველი მიმართულება მისცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, პროცესები უმართავი გახდეს.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
დიდი ალბათობით, ინფექციას აიკიდებთ, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზებით გადადის. ეცადეთ, თავი დაიზღვიოთ. სახლიდან გასვლის წინ ნიორი მიირთვით.
კარიერა:
ტვინის დაძაბვისა და გონებრივი მუშაობისთვის შეუფერებელი დღეა. თუ საშუალება გაქვთ, ფიზიკური შრომით დაკავდით. თუ არა, ხვალ საერთოდ უარი თქვით მუშაობაზე.
სიყვარული: ვიღაც ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ბედნიერება მითია, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა არანორმალურია და საერთოდ, ადამიანურად არ იქცევით. ნუ უსმენთ და ეცადეთ, განდევნოთ ეს ადამიანი თქვენგან.    


     
 
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
უკუაგდეთ ბნელი ფიქრები და მხოლოდ სასიამოვნოზე იფიქრეთ. მხოლოდ პოზიტიური განწყობა და ზომიერი ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებაში.
კარიერა: ხვალ წუთითაც ვერ მოახერხებთ დასვენებას, რადგან თავისუფალი დრო იმაზე ნაკლები გაქვთ, ვიდრე კანონმდებლობით გეკუთვნით. სამწუხაროა, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ. თუ გაგიმართლათ, შრომაში დახარჯულ დროს ორმაგად აინაზღაურებთ.
სიყვარული: ხვდებით, ერთად ყოფნის პერიოდში რამდენად შეიცვალა თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თქვენი გრძნობა უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდა, თუმცა ვერ გაგიგიათ, ამის უნდა გიხაროდეთ თუ გეშინოდეთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, თქვენს ღვიძლს დახმარება სჭირდება. დაიცავით სწორად კვების წესები და მიირთვით მანდარინი. ეს ციტრუსი მსგავს პრობლემებს მშვენივრად უმკლავდება.
კარიერა:
ტყუილად იმედოვნებთ, რომ დასვენება ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება, რადგან შესაძლოა, ის საერთოდ არ იყოს. დასვენების დღეებშიც ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები და სავარაუდოდ, ეს დღეც ასეთი უნდა იყოს. გირჩევთ, ამისთვის წინასწარ განეწყოთ.
სიყვარული:
თუ საყვარელი ადამიანისგან რაღაცის მიღება გსურთ, ამის შესახებ გაფუჭებული ფირფიტასავით გამუდმებით უნდა უმეოროთ. მისგან რაღაც ისეთის მიღება გსურთ, რისი დათმობაც არაფრის ფასად არ სურს. ეს კი მორიგი კამათის მიზეზი ხდება.




ქალწული
ჯანმრთელობა: ეცადეთ, სწორად მოდუნდეთ. ამაში არომათერაპიის სეანსები დაგეხმარებათ. სახლის პირობებში საუკეთესო ვარიანტი შეიძლება იყოს არომატული ზეთებით შეზავებული თბილი აბაზანა. 
კარიერა: ეს დღე საკუთარი რეზიუმეს შედგენას ან კორექტირებას დაუთმეთ. თუნდაც საიმედო და სტაბილური სამსახური გქონდეთ და არაფრის შეცვლას აპირებდეთ, მაინც დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შრომის ბაზარზე არასოდეს დაიკარგებით.
სიყვარული: გონებადაფანტულობისა და უყურადღებობის წყალობით, უხეშ შეცდომებს დაუშვებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამის დიდი ალბათობა არსებობს, თუმცა თქვენი ნახევარი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოასწოროს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ზოგჯერ გენიალური ადამიანებიც ცდებიან.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ფეხების პრობლემის მკურნალობა წარმატებით ჩაივლის. შესაძლოა, ბოლომდე განკურნება ვერ შეძლოთ, თუმცა, მდგომარეობა გაცილებით შეგიმსუბუქდებათ.
კარიერა: ნუ შეცვლით დასახულ სამოქმედო გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში გზიდან სრულიად გადაუხვევთ და იმ მიზნამდე ვერ მიხვალთ, რომელიც თავდაპირველად დაისახეთ. ნუ მოუსმენთ მათ, ვინც შეეცდება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გადაგაფიქრებინოთ. ხვალ მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ იმოქმედებთ.
სიყვარული: თქვენი პირადი ცხოვრების მთავარი მტერი ტექნოლოგიური საშუალებები გახდება. ინტერნეტი არ იმუშავებს, მოკლე ტექსტური შეტყობინება ადრესატამდე არ მივა და საერთოდ, ადამიანების ფიქრებს სწორად ვერ გაიგებთ. მოგიწევთ, დაუბრუნდეთ ძველ დროს: დაწერეთ წერილები და შეხვდით პირადად. ურთიერთობის ეს ფორმა კი უდავოდ თქვენს მხარეზე იქნება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მოგიწევთ, იზრუნოთ სახის კანის დაცვაზე გარემოს უარყოფითი მოქმედებისგან. მით უმეტეს, რომ ამგვარი პროცედურები გასართობი და სასიამოვნოა - რატომ უნდა დააიგნოროთ ის?
კარიერა: სანამ გადაუდებელ საქმეში თავით ჩაეფლობით, გაიხარეთ იმით, რომ ხვალ დაჯილდოვდებით. კარგად მუშაობის შემდეგ წინსვლა გელოდებათ და კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ. მთავარია, ხვალ არავინ წააქეზოთ და არავინ გამოიწვიოთ საკამათოდ.
სიყვარული: ხვალ თქვენს სახლში გადატვირთული სიტუაცია შეიქმნება. სტუმრები გეწვევიან და თანაც არა რამდენიმე საათით, არამედ რამდენიმე დღით. იქნებ უმჯობესი იყოს თქვენი საცხოვრებელი ადგილი ნათესავებს დაუთმოთ და თავად უფრო მშვიდი, წყნარი ადგილი მოძებნოთ დასასვენებლად?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თუკი ამ დღეს სერიოზული და მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გელოდებათ, აუცილებლად ჩაიტარეთ განტვირთვის დღე, შესაძლოა, მხოლოდ წყალზეც. თუმცა, თვალი ადევნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას: თუკი იგრძნობთ, რომ ცუდად ხართ, ნუ დატანჯავთ საკუთარ თავს.
კარიერა: გახსოვთ, რომელი გზა მიდის გულისკენ? სულ ერთია, ამ გზის გამოყენება თქვენი მიზნებისთვისაც შეგიძლიათ, თანაც ეს საერთოდ არ უკავშირდება რომანტიკას. ფინჯანი ყავა გაცილებით გაგიმარტივებთ მოლაპარაკებებს.
სიყვარული: იყავით ხვალ მართალი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. მაშინ საყვარელი ადამიანის მიმართაც სრულიად გულწრფელი იქნებით და მის წინაშე არაფრის შეგრცხვებათ. ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, დამნაშავედ თავი არავის წინაშე არ იგრძნოთ და კრისტალურად სუფთა სინდისი შეინარჩუნოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის დაავადებები წარმოგექმნათ, თანაც, განსაკუთრებით უფრთხილდით ნერვულ სისტემას. სანამ სერიოზული წამლის მიღებას გადაწყვეტთ, დალიეთ დამამშვიდებელი - იქნებ გიშველოთ?
კარიერა: ხვალ ვიღაცის იდეა, შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით, თუკი ამ იდეით სწორად ისარგებლებთ და მისი დახმარებით თქვენს კომპანიას წარმატებას მოუტანთ. თუმცა, შეეცადეთ, პლაგიატით არ ისარგებლოთ: წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავი დამატებითი პრობლემა შეგექმნებათ.
სიყვარული: ხვალ ცრუ რწმენებს უნდა დაუჯეროთ და ზუსტად გაითვალისწინოთ ისინი. შავი კატა თქვენი მტერია. ბედნიერი ბილეთი - თქვენი მეგობარი. გარშემო სამყარო მინიშნებებს გიგზავნით, რომლებიც აუცილებლად უნდა გაშიფროთ საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. და თუკი შეხვედრაზე მიმავალი შეხვდებით ქალს ცარიელი სათლებით - უმჯობესია, შეხვედრა გადადოთ. ყოველი შემთხვევისთვის.


 



მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენს კუჭს აშკარად არ ესიამოვნება საკვები, რომელსაც მიაწოდებთ. ამიტომ შეეცადეთ, მას არ აწყენინოთ. თუკი ამას ვერ შეძლებთ, მაშინ მოთმინება გამოიჩინეთ.
კარიერა: დიდხანს და ნაყოფიერად დასვენებას ვერ შეძლებთ, რადგან მოულოდნელად გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს საქმეები დროულად მოიშოროთ და დასასვენებლად ცოტაოდენი დრო მაინც დაიტოვოთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია ერთობლივი ფილოსოფიური საუბრებისთვის. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანს ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ხეების რყევის მიზეზზე ან დაფიქრდით, თუ როგორ შეძლებთ საცხოვრებლად მარსზე გადასვლას. მთავარია, არ განიხილოთ ისეთი საკითხები, რომლებიც ახალი დივანის ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას ეხება: მნიშვნელოვანს მაინც ვერაფერს მოიფიქრებთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თუკი ფიქრობთ, რომ კარგად იცით, რა გაწუხებთ და როგორ შეგიძლიათ მისი გამოსწორება, ჩაიწერეთ მოქმედების გეგმა ფურცელზე და დაიცადეთ ზეგამდე. ზეგ დილას, სავარაუდოდ, ეს იდეა ცუდად მოგეჩვენებათ და მის განხორციელებას გადაიფიქრებთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს დაგეხმარებათ ახალი და ნათელი შთაბეჭდილებების მიღებაში, რომლებიც, შესაძლოა, უკვე ზეგ დადებითად აისახოს თქვენს საქმიანობაზე. შეეცადეთ, არაფერი დაივიწყოთ.
სიყვარული: რაც არ უნდა არ გესიამოვნოთ ამის მოსმენა, საყვარელ ადამიანს თქვენ გარდა, უამრავი ინტერესი და გატაცება აქვს. ხვალ მოგიწევთ, კიდევ ერთხელ ან პირველად დარწმუნდეთ ამ წინადადებაში. ეჭვიანობა არ ღირს, რადგან ვერაფერს გახდებით. როგორც მეორე ნახევარს ფასი დაგეკარგებათ, თუკი მის ცხოვრებაში ჩარევას დაიწყებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?