23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:  კარგი იქნება, თუ სისხლძარღვებში ცირკულაციის გასაუმჯობესებლად, გარკვეულ ზომებს მიიღებთ. ძალიან დაგეხმარებათ ისეთი წყლის პროცედურები, როგორიც შარკოს შხაპია.
კარიერა: ეცადეთ ყველა საქმიანი წინადადებით ისარგებლოთ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ. თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ამ მოცულობით დოკუმენტების შეგროვებას და ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუმკლავდებით, ნუ შეშინდებით. გახსოვდეთ, თვალს ეშინია და ხელი აკეთებს.
სიყვარული: ამ დღეს სრულიად მოულოდნელად შეხვდებით თქვენი ოცნების ქალს ან მამაკაცს, მაგრამ ხალხის მასაში მისი ამოცნობა ძალიან გაგიჭირდებათ. შესაძლოა, თქვენმა ბედნიერებამ გვერდით ჩაგიაროთ, მაგრამ არ იდარდოთ. ეს თქვენი უკანასკნელი შეხვედრა არაა.




კურო
ჯანმრთელობა:
ვალდებული ხართ, რომ ეს დღე მავნე ჩვევების გარეშე დაიწყოთ. აუცილებლად გამოგივათ, რადგან თავადაც გსურთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. თუნდაც, ერთი დღით..
კარიერა: დაიწყეთ ან გააგრძელეს სამსახურის ძიება, განსაკუთრებით, თუ ეს თემა თქვენთვის აქტუალურია. თუ არა, სპორტული ინტერესის გამო მაინც სცადეთ. რა იცით, იქნებ საინტერესო და პერსპექტიული შეთავაზება მიიღოთ? სცადეთ, მაგრამ ძირითად სამსახურზეც არ დაივიწყოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საკუთარ რჩეულს ამაღლებულ ნოტაზე, მოწიწებით ესაუბროთ. შეგიძლიათ „შენობითი“ ფორმა „თქვენობითით“ ჩაანაცვლოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, თქვენი ორგანიზმი შეთქმულებას გიწყობთ და კატეგორიულ უარს აცხადებს იმაზე, რასაც მისგან მოითხოვთ. ეცადეთ, მოთხოვნებში ზომიერება შეინარჩუნოთ. იქნებ, რაღაც საშუალოზე დაგთანხმდეთ კიდეც.
კარიერა:
მშვენიერი დღეა თქვენი ორგანიზაციის ახალ სარეკლამო კამპანიაზე მუშაობისთვის. იდეებს, რომლებსაც განახორციელებთ, პოტენციურ მყიდველებში აუცილებლად გამოხმაურება მოჰყვება და კარგ შედეგებს და შეძლებთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ მდგომარეობა.
სიყვარული:  რატომღაც ძალიან ცდილობთ, დარწმუნდეთ, რომ საყვარელ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ და თავაზიანობის გამო არ გიტანთ. გაითვალისინეთ, ამ თემაზე დაწყებული გამოკითხვებით ძალიან თუ შეაწუხებთ, შეიძლება არც ისე სასიამოვნო პასუხი მიიღოთ.   


      

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
დროა, გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყოთ. კარგი იქნება, თუ სისხლში ქოლესტერინის დონეს გაიზომავთ, რადგან ამის გარეშე მისი დაწევა შეიძლება სახიფათო იყოს.
კარიერა: შესაძლოა, ამ დღეს საქმიან მივლინებაში გამგზავრება შემოგთავაზონ. დათანხმდით, რადგან ამით სარგებელს ნახავთ. უფროსობასთან, რომლის გამო, ბოლო დროს სახიფათო სიტუაციებში ვარდებით, ფრთხილად უნდა იყოთ. გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენი გამოცდილების და სიტუაციის სწორად გაანალიზების უნარის იმედად უნდა იყოთ.
სიყვარული: ბედნიერება უბრალოებაშია. ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, პატარ-პატარა სასწაულებია, რომლებსაც ისე მიეჩვიეთ, რომ ვეღარც ამჩნევთ. სულ ტყუილად, რადგან ხვალიდან შეიძლება ყველაფერი ისე შეიცვალოს, რომ დღევანდელი დღე სევდიანი მონატრებით გაგახსენდეთ. დააფასეთ საყვარელი ადამიანი და პატარა სასწაულები, რომლებსაც ის გჩუქნით. დააფასეთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ძალების მოკრება გიჭირთ, რადგან ძალიან გადაიღალეთ. გამოსაფხიზლებლად ბევრი ყავის სმა აუცილებელი არაა. ეს მხოლოდ გულზე დატვირთვას გაზრის. უკეთესი იქნება, თუ სამსახურიდან ადრე წამოხვალთ და ჩვეულზე ადრე დაიძინებთ.
კარიერა: ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ ზღვარზე ხართ, ტემპს დაუკელით, თორემ შეიძლება წყობიდან გამოხვიდეთ, რაც თქვენთვის და თქვენი ფირმისთვის კარგს არაფერს მოიტანს. ყურადღება მიაქციეთ, ინტუიცია რას გკარნახობთ.
სიყვარული:
ამ დღეს გემრიელი ვახშამი გელით. თუ მას ერთად მოამზადებთ, ორმაგად გემრიელი გამოვა. შესაძლოა, სამმაგადაც კი. ეს თქვენი ოჯახის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ გემრიელი ვახშმის შემდეგ, ყველა ერთად გაისეირნებთ. მოკლედ, ამ დღეს ყველაფერი ერთმანეთთან შეთანხმებით უნდა აკეთოთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხართ მომავლის მიმართ განწყობილი. ეცადეთ, ცუდზე არ იფიქროთ და გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, თავად „დაიპროგრამოთ“ თავი როგორც ავადმყოფობაზე, ასევე შესანიშნავ ჯანმრთელობაზე.
კარიერა: უარყოფითი შედეგიც შედეგია, ასე, რომ თუ რაღაც არ გამოვიდა, ნუ მოიწყენთ. უმჯობესია, შეცდომის მიზეზი იპოვოთ და ეცადოთ, რომ მომავალში აღარასოდეს განმეორდეს.
სიყვარული:
შესაძლოა, თქვენმა მეგობარმა მნიშვნელოვნად შეცვალოს საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა. შესაძლოა, ასეთი ცვლილება მხოლოდ ერთმა ფრაზამ „არ მომწონს ეს ადამიანი“გამოიწვიოს. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს. ასეა თუ ისე, ეცადეთ პირადი ცხოვრების ყველა დეტალი მეგობრებთან არ განიხილოთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის სასწორებს არ აწყენდათ განტვირთვის დღის მოწყობა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ბოლო პერიოდში საკუთარ თავს ზედმეტი ჭამის უფლებას არ აძლევდით და თქვენი ფიგურა იდეალურთან ახლოსაა.
კარიერა: ამ დღეს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მოგიწევთ თქვენი ფირმის ისტორიაში. შესაძოლოა, თქვენი ესა თუ ის სიტყვა ან საქმე იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, რომ მთელი ბიზნეს-გეგმა თავდაყირა დააყენოს და აიძულოს თქვენი ხელმძღვანელობა სხვა მიმართულებით იმოქმედოს.
სიყვარული: პრიციპში, სულაც არ არის აუცილებელი ხვალ თქვენს მეორე ნახევარს შეხვდეთ. წინასწარ მაინც გეცოდინებათ ყველაფერი, რასაც ის გიამბობთ და გეცოდინებათ ის რეაქციები, რომლებიც მას თქვენს ქმედებებზე ექნება. სხვათა შორის, თუკი საკუთარი პრინციპულობის შემოწმება გსურთ და ზოგადად, ამგვარი ურთიერთობები სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ რატომაც არა.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ამ დღეს კარგად დავიწყებული ქრონიკული დაავადებები კვლავ შეგახსენებთ თავს. ამიტომ, იმისთვის, რომ ცუდად ყოფნამ განწყობა არ გაგიფუჭოთ, შეეცადეთ, მზად იყოთ უსიამოვნებასთან შესახვედრად.
კარიერა:
ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან გრძელი გამოსვლები, რაც არ უნდა საქმიანი იყოს, ზიანის მომტანია. განსაკუთრებით, თუკი მათ წინაშე იწონებთ თავს, ვისაც თქვენი მოსმენა დიდად არ სიამოვნებს. იყავით შედარებით კონკრეტული, ეს უფრო ჩაგეთვლებათ.
სიყვარული: ხვალ მოგეჩვენებათ, რომ ის საქმიანობა, რომლითაც ბოლო პერიოდში საყვარელ ადამიანთან ერთად ხართ დაკავებული, საკმაოდ მოსაწყენია. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოიფიქროთ ახალი, მხიარული და საინტერესო რამ, თანაც, სასურველია ერთად, რათა შემდეგ ერთად გაიხაროთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ისწავლეთ საკუთარი ემოციების კონტროლი: სამსახურში შესაძლოა, უამრავი პრობლემა წარმოგექმნათ და, როგორც წესი, საღამოს - თავის ტკივილები და ცუდი განწყობა გარდაუვალია. დაწექით დასაძინებლად შედარებით ადრე და ყველაფერს ნუ მიიტანთ გულთან ახლოს.
კარიერა: ამ დღეს არ ღირს უარის თქმა მაცდურ ფინანსურ შემოთავაზებებზე. თუკი საქმიანი შეხვედრა გაქვთ დანიშნული - თავდაჯერებულად წადით. შეხვედრის რეზულტატი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. შესაძლოა მომგებიან გარიგებაზეც შეთანმხდეთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ერთად შორეული მომავლის დაგეგმვის სურვილი არ გექნებათ. მხოლოდ ხვალინდელი დღით დაინტერესდებით და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე იფიქრებთ. რა გაეწყობა, ზოგჯერ დასაშვებია ამგვარი წესით ცხოვრება: ძალიან სასიამოვნო დავალებაა.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ნუ დახარჯავთ ენერგიას გაუაზრებლად. კამათში მონაწილეობა ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ გაგიუმჯობესებთ. ხოლო თუკი მოჭარბებულ ენერგიას გრძნობთ, მაშინ უმჯობესია, ის თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, მაგალითად აუზში ან სპორტ-დარბაზში.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესაძლოა, ყველაზე ნათელი გახდეს ბოლო პერიოდის განმავლობაში. თავდაჯერებულობას იგრძნობთ, ამიტომ განსაკუთრებით გესიამოვნებათ ამ დღის გატარება ხმაურიან საზოგადოებაში ან უბრალოდ, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, რომელთაც სულ მალე გაიცნობთ.
სიყვარული: ამ დღეს თავში წარმოუგენელი აზრები მოგივათ. მოგეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანს აღარ უყვარხართ, რომ სამყაროში აღარ არსებობს ადამიანი, რომელიც გაგიგებთ და თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს. შეეცადეთ, ეს მშფოთვარე აზრები თავიდან ამოიგდოთ და მაქსიმალურად შორს გაუშვათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე არ არის საუკეთესო გაკაჟების პროცედურებისთვის, რადგან შესაძლოა, შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოთ. შეეცადეთ, იმუნიტეტი სხვა მეთოდებით გაიძლიეროთ. უფრო რადიკალურით.
კარიერა: არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საბედისწერო გადაწყვეტილებები: ყველანაირი მცდელობა საკუთარი საქმის გასაუმჯობესებლად წარუმატებლად ჩაივლის. ამ დღეს უმჯობესია, სხვა რამით დაკავდეთ. მაგალითად, შეამოწმეთ ხელშეკრულებები, მაგრამ არ გადადგათ სპონტანური ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელ შედეგამდე მიხვალთ.
სიყვარული: გაიხსენეთ რომ გიყვართ, რომ უყვარხართ და ყველაფერი იდეალურად გექნებათ. შესაძლოა, ეს შეგრძნება თქვენთვის უკვე იმდენად ჩვეულია, რომ მას ყურადღებას აღარც აქცევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლებურად შეიგრძნოთ სიყვარული.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ამ დღეს დეპრესია და სასოწარკვეთა თევზებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ თავი კარგად იგრძნონ. გაიღიმეთ თუნდაც თქვენი ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ სამუშაო პროცესში გამოჩენილ წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. შეეცადეთ თქვენი საქმიანობის მთავარი ეტაპი სწრაფად დაასრულოთ და შემდეგ მის გაფორმებასა და პრეზენტაციაზე იფიქროთ.
სიყვარული: მოიშორეთ ყველანაირი ეჭვი და იმოქმედეთ დასახული გეგმის მიხედვით. თუკი ნამდვილად გადაწყვიტეთ, მიმზიდველი ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, მაშინ ამ ჩანაფიქრზე უარი არ უნდა თქვათ. განსაკუთრებით ხვალ, როდესაც ყველაფერი თქვენს უპირობო გამარჯვებას უწყობს ხელს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?