24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მშვენიერ ფორმაში ხართ! ფორმის შენარჩუნებაში გამაჯანსაღებელი მასაჟები დაგეხმარებათ.
კარიერა: დღეს განსაკუთრებით ფრთხილი, წინდახედული და ცოტა ეჭვიანი უნდა იყოთ, რადგან თქვენი ნებისმიერი შეცდომა გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს. ამჟამად სამსახური და ხელფასი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გარისკვა არ ღირს.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უნდა, რომ თავი რაღაც უჩვეულო, განუმეორებლითა და ეგზოტიკურით გაანებივროს. თუ გსურთ, რომ ამ სურვილმა თქვენგან შორს, ახალი ბედნიერების საძიებლად არ წაიყვანოს, სასურველი ასორტიმენტი თავად უნდა შეურჩიოთ.




კურო
ჯანმრთელობა:
თავი შორს დაიჭირეთ ცეცხლისა და ადვილად აალებადი ნივთებისგან. ხვალ დამწვრობის რისკი ისე მაღალია, როგორც არასდროს, ამიტომ მთელი დღე მაცივრის სიახლოვეს უნდა იტრიალოთ.
კარიერა: მთელ დღეს წინა საღამოს ნანახის, მოსმენილის ან წაკითხულის შთაბეჭდილებით გაატარებთ, რაც შეიძლება უცნაურად აისახოს თქვენს საქმიანობაზე. კარგი იქნება, თუ ნეგატიურ შედეგებს არ გამოიწვევს.
სიყვარული: ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ და ხვალ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად არაფერი მოიმოქმედოთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი აქტივობებისთვის უკიდურესად შეუფერებელი დღეა. თქვენს რჩეულს თუ მაინცდამაინც ხვალ მოუნდა რაღაცების გარკვევა, შედეგები მის სინდისზე იყოს.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
შეიძლება თმასთან დაკავშირებით პრობლემა გაგიჩნდეთ, რადგან თქვენგან ცოტა მეტ მზრუნველობას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ თმის გასამაგრებელი ნებისმიერი პროცედურა წარმატებული იქნება. შეღებვისგან კი ხვალ თავი უნდა შეიკავოთ.
კარიერა: თუნდაც ცამდე მართალი იყოთ და ფიქრობდეთ, რომ ხელმძღვანელობა უსამართლოდ გექცევათ, ხვალ კამათსა და ურთიერთობების გარკვევას არ გირჩევთ. მალე ყველაფერი გაირკვევა და კმაყოფილი დარჩებით, რომ შეფთან ურთიერთობა არ გაიფუჭეთ. თუ გაჩუმება გიჭირთ, ათამდე ან ასამდე დაითვალეთ.
სიყვარული: თქვენ მიმართ საყვარელი ადამიანის თბილ გრძნობებსა და მზრუნველობას ადეკვატური გრძნობითა და მოქმედებით უნდა უპასუხოთ. შეიძლება ამის გაკეთება გიჭირთ, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ყველაფერი გამოგივათ. მით უმეტეს, რომ სხვა გზა არ გაქვთ.   


   

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ხვალ მოქმედებებსა და მენიუს შერჩევაში თავშეკავებული იყოთ. გადაწყვიტეთ, რა პროდუქტია თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, დანარჩენისგან კი თავი შეიკავეთ.
კარიერა: თქვენი ბიზნესისთვის მეტისმეტად არასტაბილური და სახიფათო დღეა. სავარაუდოდ, დიდი ხნის პარტნიორთან ან მომწოდებელთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობას საფრთხე ელის. კრიზისული მომენტის დაძლევაში ის ადამიანები დაგეხმარებიან, რომლებსაც დაუმსახურებლად ექცეოდით და ნაკლებ ყურადღებას აქცევდით.
სიყვარული: შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის შექმნილი პრობლემის წინაშე დაბნეულად დგომას, მდგომარეობის გამოსწორება სჯობს. გახსოვდეთ, რომ ყველაზე ძნელი პირველი ნაბიჯია, მერე ყველაფერი თავისთავად მოხდება.




ლომი
ჯანმრთელობა:
ძილთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება თქვენს განწყობაზე აისახოს და თავი შეუძლოდ იგრძნოთ. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და კარგად გამოიძინოთ.
კარიერა:
ეცადეთ, რომ ხვალ მეტისმეტად ბევრი არ იმუშაოთ. თუნდაც გარემოება ამის საშუალებას არ გაძლევდეთ, ხშირად შეისვენეთ. ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელობა და სულიერი წონასწორობა ყველაზე მთავარია. მათ ვერანაირი ფულით ვერ შეიძენთ. 
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ახალი მეგობარი გამოუჩნდა. ახალი ყველაფერი საინტერესოა, ამიტომ ეჭვიანობის მიზეზი მოგეცათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ ურთიერთობების გარკვევისგან თავი შეიკავოთ. ხვალ თქვენი რჩეულისთვის ახალი მეგობარი სრულიად უინტერესო გახდება და გაცილებით ნაკლებ დროს დაუთმობს.




ქალწული
ჯანმრთელობა:
თუ დილაობით სირბილის მოყვარული ხართ, ხვალ საყვარელი საქმიანობისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან ამან შეიძლება გულის პრობლემები გამოიწვიოს. გირჩევთ, სირბილისთვის დრო დღის მეორე ნახევარში გამონახოთ.
კარიერა: დიდი ხანია, აპირებთ, რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინოთ? დღეს მზად ხართ, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ლიდერის თვისებები გამოავლინოთ. მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები სწორად გათვალოთ და კოლეგების რეკომენდაციები და მეგობრების რჩევები გაითვალისწინოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მისი მოქმედება მოულოდნელი და საზეიმო იქნება, თუმცა, მოულოდნელი რომ იყოს, არ უნდა ელოდოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია ნევროზისგან გასათავისუფლებლად. ამ დღეს სასწორებმა, შესაძლოა, ნირვანასაც მიაღწიონ - მართალია, ყველამ ვერა, მხოლოდ მათ, ვისაც წარსულში ეს გზა გაუვლია. თუმცა, რთული მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმაა.
კარიერა: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ სამსახურზე კონცენტრირება. ხვალინდელი დღე არცთუ ისე სასიამოვნო იქნება თქვენთვის, თუკი საკუთარ თავს ხელში არ აიყვანთ. თუკი ამგვარი სასწაული მაინც მოხდება, ყურადღებით გააანალიზეთ შემოთავაზებების სია: სავარაუდოდ, ძალიან საინტერესო შესაძლებლობას იპოვით.
სიყვარული: იქნებ რამდენიმე საათი მაინც დაუთმოთ ერთობლივ დასვენებას. ბუნებაში გასვლა ნაკლებად გამოგივათ, ხოლო ერთობლივად კაფეში ან თეატრში წასვლა - სრულიად შესაძლებელია. თუმცა, შეგიძლიათ, სახლშიც დარჩეთ და ერთად უყუროთ ტელევიზორს ან სურათები დაათვალიეროთ. ბოლოს და ბოლოს, მთავარია არა ის, რას გააკეთებთ, არამედ ის, ვისთან ერთად გააკეთებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ დონეზე, როგორსაც ის იმსახურებს. ეს კი უმაღლესია! ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან არ დანაღვლიანდეთ.
კარიერა: ხვალ შესაძლოა, თქვენი საქმიანი პრობლემების გადაწყვეტა სიზმარში ნახოთ, ამიტომ, რაც შეიძლება დიდი დრო გაატარეთ ძილში, დილას კი მოუყევით სიზმარი მას, ვისაც ენდობით, ან თუნდაც, მიუკერძოებელ დიქტოფონს. სრულიად შესაძლებელია, მათ სამსახურთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ.
სიყვარული: შესაძლოა, საყვარელი ადამიანი განსაკუთრებული წესებისა და უფლებამოსილების ბედნიერი მფლობელი გახდეს, როგორიც თქვენთან ურთიერთობაში მთელ სამყაროში არავის აქვს. იმედი იქონიეთ, რომ ის შეძლებს, ფრთხილად და გონიერად განკარგოს მიღებული საგანძური, ისე, როგორც თქვენს მეორე ნახევარს შეეფერება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სპორტული ვარჯიშის დროს, რადგან დიდი შანსია დაზიანებებისა და დაჭიმულობის. უმჯობესი იქნება, გამოცდილი მწვრთნელის თანდასწრებით ივარჯიშოთ.
კარიერა: სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ იმის შესახებ, რამდენად შეგეფერებათ თქვენი სამუშაო, რამდენად აკმაყოფილებს თქვენს მორალურ, ფიზიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს. იქნებ დროა, სამუშაო ადგილი შეიცვალოთ?
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს პატივსაცემად გარკვეულ ნაბიჯს გადადგამს. შესაძლოა, მან არ გამოიყვანოს კატა ცეცხლმოკიდებული სახლიდან და არც მოხუცი ბებო გადაიყვანოს გზაზე, თუმცა, სრულიად შესაძლებელია, მისთვის უინტერესო საქმით დაკავდეს - მაგალითად, ჭურჭლის რეცხვით ან სახლის დალაგებით. და ყველაფერი ეს მხოლოდ სიყვარულის ხათრით!


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ნუ დახარჯავთ საკუთარ ძალებს ეჭვებს, უბრალოდ, გააკეთეთ ის, რაც გევალებათ და შედეგიც დიდხანს არ გალოდინებთ. პირიქით, თუკი გაჩერდებით, შესაძლოა, უკვე მიღწეული გაუმჯობესება დაკარგოთ.
კარიერა: ხვალ მთელი სამუშაო დღის მანძილზე გაგიმართლებთ, ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და თქვენი პროფესიონალური ვალდებულებები და საეჭვო გადაწყვეტილებები თვითნებაზე გაუშვათ: მათგან შესაძლოა, რაიმე საქმიანი და საინტერესო რამ გამოვიდეს.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს წინაშე მისი იუმორის გრძნობის დემონსტრირებას გადაწყვეტს. ის რაზეც ისაუბრებს, ყოველთვის სასაცილო ვერ იქნება, მაგრამ ზოგჯერ მისი ნათქვამი ნამდვილად დაიმსახურებს ოვაციებს. თუკი მხიარული ადამიანები მოგწონთ, ნუ დაინანებთ მისთვის შესაქებ სიტყვებს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, თვალის დაავადებების პროფილაქტიკით დაკავდეთ და, ასევე, იზრუნოთ საკუთარ გულზე. განსაკუთრებით უნდა გამონახონ პროფილაქტიკისთვის შესაძლებლობები იმ მერწყულებმა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომაროება ბოლო დროს გაუარესდა.
კარიერა: ნუ იჩქარებთ შესრულებული დავალების ჩაბარებას. რეალურად, იქ კიდევ არის რაღაც საკითხები გასაუმჯობესებელი და უმჯობესია, მათი გამოსწორებით დაკავდეთ. მით უმეტეს, რომ სხვა განსაკუთრებული საქმეც არაფერი გაქვთ, ხოლო სახლში ადრე დაბრუნების შესაძლებლობას მაინც არავინ მოგცემთ.
სიყვარული: ნუ მიიყვათ საკუთარ თავს უკიდურესობამდე. თუკი გრძნობთ, რომ სადაც არის, აფეთქდებით - უმჯობესია, გაჩერდეთ და დამშვიდდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი ჩაიტაროს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ეს დღე თევზებისთვის ყველა სფეროში ხელსაყრელი იქნება, ამიტომ არანაირი სერიოზული საშიშროება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება. უბრალოდ, გახსოვდეთ ჯანსაღი კვების ელემენტარული წესების შესახებ.
კარიერა: ნუ მიუდგებით ზედმეტი სერიოზულობით იმას, რაც თქვენს თვალწინ ხდება. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი შესაძლოა, კიდევ ათჯერ შეიცვალოს და თქვენი ქმედება არანაირ შედეგს არ მოგიტანთ, არც პოზიტიურს და არც ნეგატიურს.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი მხოლოდ იმას გააკეთებს, რაც თქვენ გსურთ და როგორც თქვენ გსურთ. ამიტომ მოულოდნელი სიტუაციები ხვალისთვის მოსალოდნელი არ არის. თუმცა, თავადაც არ იცით, რა გსურთ და ყველაფერის ნებაზე მიშვებას გადაწყვეტთ. სხვათა შორის, ესეც არ  არის ცუდი გადაწყვეტილება...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?