26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: კარგი დღეა იმისთვის, რომ მავნე ჩვევებისგან განთავისუფლდეთ და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი გახდეთ, როგორც კვების მხრივ, ისე სხვა ასპექტებში. გამოიჩინეთ ნებისყოფა და ყველაფერს შეძლებთ.
კარიერა: დროა, ყველას დაუმტკიცოთ, რომ სამსახურებრივ პოზიციაზე ლამაზი თვალების გამო არ ხართ. მოულოდნელმა სირთულეებმა ფარ-ხმალი არ უნდა დაგაყრევინოთ. პირიქით, მეტად უნდა გაძლიერდეთ. არავის მისცეთ უფლება, უკან ჩამოგიტოვოთ. თქვენ ლიდერობისთვის ხართ შექმნილი.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის ქცევა შოკისმომგვრელად გეჩვენებათ და ვერ გაგიგიათ, რა გახდა ასეთი ცვლილების მიზეზი. იქნებ ცუდი განწყობა ან მცდელობა, რომ რაღაც დაგიმტკიცოთ? ან სულაც, აღარ თამაშობს, რეალურად ასეთია და მთელი ცხოვრება ასეთი უნდა იყოს?




კურო
ჯანმრთელობა:
თუ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ, ეს დღე ორგანიზმის განტვირთვისთვის გამოიყენოთ. მკაცრი დიეტის დაწყება აუცილებელი არაა, საკმარისია, საკვების მიღება ცოტა შეზღუდოთ.
კარიერა:
რთული და დაძაბული დღე გელით. სავარაუდოდ, ხვალ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში გაატარებთ. წარმატებას გისურვებთ.
სიყვარული: მშვენიერი დღეა კოლექციის შესავსებად. თუ აღზრდა უფლებას არ გაძლევთ, რომ თაყვანისმცემელთა კოლექცია აგროვოთ, უბის წიგნაკი იყიდეთ და სიყვარულის ახსნა მსოფლიოს ყველა ენაზე ჩამოწერეთ. მალე პოლიგლოტად იქცევით.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუილად ნერვიულობთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, გაუარესებას არ უნდა ელოდოთ. მშვენიერი დღე გელით, არ მოიწყინოთ.
კარიერა:
ემოციებით სავსე და ნაყოფიერი დღე გელით. რამდენიმე საქმის მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება მოგიწევთ, რადგან ამ საქმეს თქვენს გარდა, ვერავინ გაუმკლავდება. რა გაეწყობა. ასეთია შეუცვლელი თანამშრომლის ხვედრი.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს იმდენად სურს თქვენი გაოცება, რომ ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გაოცება ძალიან ძნელია, გამორიცხული არაა, რომ თქვენი რჩეული ამას მოახერხებს.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი ჯანმრთელობა მთლიანად თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, დღე მხნედ და ხალისიანად გაატაროთ. ეცადეთ, თქვენი წარსულის სევდიან მომენტებზე ნაკლები იფიქროთ. ეს არცთუ ისე რთულია.
კარიერა: სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ. თუნდაც ცა შავი ღრუბლებით იყოს სავსე, გახსოვდეთ, რომ მათ თავზე მზე ანათებს, რომელიც ზუსტად მაშინ გამოჩნდება, როცა ამის აუცილებლობას იგრძნობთ. გახსოვდეთ, რომ დახმარება იქიდან მოვა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელით.
სიყვარული:
თავადაც ხვდებით, რომ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა, მის გარეშე გაცილებით რთული იქნება, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მასთან კონფლიქტებს თავი აარიდოთ და ურთიერთობა დაალაგოთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
შეგახსენებთ, რომ რკინის არ ხართ, ამიტომ თავს მეტისმეტად ნუ გადაიტვირთავთ. ბევრ ტირილსაც არ გირჩევთ, თორემ შეიძლება მართლა რკინის აღმოჩნდეთ და ჟანგი შეგეპაროთ.
კარიერა: სიახლეებისთვის შესაფერისი დღეა. თუ სამსახურის შეცვლა არ გსურთ, გარემო შეიცვალეთ. მაგალითად, სამუშაო მაგიდას ან კარადას ადგილი შეუცვალეთ. ოფისამდე მისასვლელი მარშრუტი შეცვალეთ ან, ბოლოს და ბოლოს, კომპიუტერზე სხვა ფონი დააყენეთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. თითქოს საერთო ენაზე ლაპარაკობთ, მაგრამ სიტყვათა კომბინაცია მაინც გაუგებარი რჩება. რაღაც უნდა იღონოთ.. იქნებ ჟესტების ენაზე გადახვიდეთ?




ქალწული
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, სხვადასხვა მედიკამენტის ერთმანეთთან შეთავსებადობის პრობლემას წააწყდეთ, ამიტომ კატეგორიულად გეკრძალებათ ექიმის დანიშნულების გარეშე, მედიკამენტებით ექსპერიმენტების ჩატარება.
კარიერა:
არახელსაყრელი დღეა ფულის საქმეში ჩადებისა და მსხვილი შენაძენის გაკეთებისთვის. გირჩევთ, ყველა ფინანსური ოპერაცია მომავლისთვის გადადოთ და ამჟამად დოკუმენტების მოწესრიგებაზე იზრუნოთ.
სიყვარული: ძალიან გინდათ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სანდოობასა და სტაბილურობას მიაღწიოთ, თუმცა ამის გაკეთება არც ისე ადვილია, რადგან თქვენი შეხედულებები საკმაოდ განსხვავდება. ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება მონახოთ. 


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
რაც უფრო მეტ ძალისხმევასა და შრომას ჩადებთ თქვენი მხრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მით უფრო კარგ რეზულტატს მიიღებთ.
კარიერა: ხვალ სრულიად უსარგებლო საქმით დაკავდებით. მაგალითად, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოწესრიგებით, რომელიც ფულის გამომუშავების პროცესს ანელებს, ან თქვენი ფირმის პროდუქციის ერთი ადგილიდან მეორეზე გადადებით.
სიყვარული:
ვარსკვლავები თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს გირჩევენ, საღამო აზარტულ ან სპორტულ თამაშში გაატაროთ. ყველაფერი წავა: ჩოგბურთი, „დურაკა“, ჭადრაკი, ფეხბურთი. მთავარია, ერთად დაიღალოთ ფიზიკურად ან მორალურად, რათა შემდეგ ერთად დაისვენოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ სიფრთხილე გამოიჩინეთ ინტენსიური სპორტული ვარჯიშის დროს - გადაჭარბებულმა დატვირთვამ შესაძლოა, კუნთების დაჭიმულობა გამოიწვიოს. იქნებ მორიგი რეკორდის მოხსნა ხვალ არ ღირს?
კარიერა: ხვალ არ იკამათოთ ხელმძღვანელთან: თქვენი დირექტორი არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია, ამიტომ შეეცადეთ, მასთან ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. კარგი იქნება, თუკი ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებთ და არ ჰკითხავთ მას ყოველ ნაბიჯს, რადგან თქვენ ისედაც ყველაფერი მშვენივრად იცით და შეგიძლიათ.
სიყვარული: ცოტათი ადრე რომ გცოდნოდათ ხვალინდელი დღის პროგნოზი, დღეს სხვანაირად მოიქცეოდით. თუმცა, უკვე ვერაფერს შეცვლით და მოგიწევთ, იცხოვროთ ისე, როგორც არის. მით უმეტეს, ეს არცთუ ისე რთული იქნება, როგორც თავიდან გეჩვენებოდათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებმა აუცილებლად უნდა აკონტროლონ საკუთარი არტერიული წნევა. მისი არასტაბილურობა უამრავ პრობლემას გამოიწვევს. შეეცადეთ, უფრო მეტი დაისვენოთ და ნებისმიერი სტრესული მდგომარეობა თავიდან აიცილოთ.
კარიერა: ნუ იფიქრებთ ბევრს სამყაროს ბედზე და თანამედროვეობის  გლობალურ პრობლემებზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ თავის ტკივილით დასრულდება. ეს ფიქრები ბიზნესში წარმატებას ნამდვილად ვერ მოგიტანთ.
სიყვარული:
შეეცადეთ, საყვარელი ადამიანი გაამხიარულოთ. არანაირი პირობა და ლაპარაკი არ იმოქმედებს მასზე ისე კარგად, როგორც 5-წუთიანი შეუჩერებელი სიცილი. რაც უფრო მეტს იცინებთ, მით უკეთესი - როგორც ვარსკვლავები ამტკიცებენ. გულწრფელი სიცილი გადამდებია და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს...


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ. სულიერი სიმშვიდე თქვენთვის საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად. გარდა ამისა, განსაკუთრებით მოუფრთხილდით ყელს.
კარიერა: მუშაობის პროცესში უამრავი სხვადასხვა ფაქტორი შეგიშლით ხელს, რაც თქვენს კონცენტრირებასა და მუშაობის სურვილზე გადამწყვეტად იმოქმედებს. შეეცადეთ, არ წახვიდეთ დათმობაზე თქვენს მალულ არაკეთილისმსურველებთან.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენი ხასიათის რომელიღაც შტრიხს, რომელსაც სწორედ ხვალ გამოავლენთ, ვერ შეეგუება. თუკი მას ეს მაინც გამოუვა, ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად უყვარხართ და კიდევ დიდხანს შეძლებს თქვენ გვერდით ყოფნას.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ მერწყულებს იმაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ, ვიდრე წარმოედგინათ, თუმცა ეს არ შეუშლის მათ ხელს, დატკბნენ ცხოვრებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით. თუმცა, მერწყულებო, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ წესში არსებობს გამონაკლისები.
კარიერა: ხვალ იღბალი თქვენს მხარეს იქნება! ამიტომ არც კი იფიქროთ, ხელიდან გაუშვათ შანსი, მიაღწიოთ იმას, რაზეც უკვე ამდენი ხანია, ოცნებობთ. სიტუაცია იმგვარად დალაგდება, რომ ყველანაირი შესაძლებლობა მოგეცემათ შემოსავლის გასაზრდელად, თანაც მნიშვნელოვნად გასაზრდელად.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი არსებობა ამ პატარა და ლურჯ პლანეტაზე ძალიან გაახარებს, ამიტომ თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, ამის შესახებ მას სანანებელი არ გაუხდეს. ეს კი, როგორც იცით, რთული საერთოდ არ არის, რაღაც მხრივ, სასიამოვნოც შეიძლება იყოს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თუკი ხვალ სულიერ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სხეულიც აუცილებლად აგყვებათ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ფხიზელ და მხიარულ განწყობაზე იყოთ მთელი დღის განმავლობაში.
კარიერა: ხვალ თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები კოლეგებთან და მეგობრებთან. იმ შემთხვევაშიც, თუკი ამისთვის კარიერის „გაწირვა“ მოგიწევთ. კარგი ადამიანების განაწყენება არ ღირს. მით უმეტეს, რომ ამგვარი გზა კარგს არაფერს მოგიტანთ, რასაც არ უნდა დაგპირდნენ.
სიყვარული: თევზებს ვარსკვლავები ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ ბავშვებთან თამაშს. დიდებთან ურთიერთობამ შესაძლოა, ძალიან არ დაგაინტერესოთ - განსაკუთრებულ თემას სასაუბროდ ვერ გამონახავთ და არც კი ეცადოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?