27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ გარემოს შეიცვლით. თქვენი გადაღლილობა შესაძლოა, იმითაა გამოწვეული, რომ გამუდმებულ ჯაფაში ხართ. მცირეოდენი შესვენება თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.
კარიერა: ნურაფრის გეშინიათ. რაც უფრო მეტად ფიქრობთ სირთულეებზე, მით უფრო რთულად გეჩვენებათ თქვენი საქმიანობა. ეცადეთ, ყველაფერს მარტივად შეხედოთ.
სიყვარული: ხვდებით, რომ თქვენ და თქვენი რჩეული მთლიანი და განუყოფელი ხართ, რომლის განცალკევება შეუძლებელია, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, მაინც არ სცადოთ. სამყაროში ზოგჯერ სასწაულებიც ხდება და შეიძლება გამოგივიდეთ, რაც არაფერში გჭირდებათ.




კურო
ჯანმრთელობა:
კუროებო, ამ დღეს მზის სხივებსა და სოლარიუმს უნდა მოერიდოთ. შესაძლოა, მათი გავლენა თქვენს ორგანიზმზე ცუდად აისახოს.
კარიერა: შესაძლოა, მეტისმეტი თავდაჯერებულობა და გაღიზიანება  თქვენს საქმიანობაზე ცუდად აისახოს, რადგან ხვალ კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ. თავი შეიკავეთ და ხელქვეითებს ნუ გაუბრაზდებით. გამორიცხული არაა, რომ რთული ფინანსური საკითხების მოგვარებაში სწორედ ისინი დაგეხმარებიან.
სიყვარული: ხვალ გააცნობიერებთ, რომ ნამდვილი განძი ხართ. სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, მაგრამ ეცადეთ, ამპარტავნებაში არ გადავარდეთ. ეს თვისება პირად ცხოვრებაში ნამდვილად არ გამოგადგებათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ამ დღეს ტყუპების სუსტი ადგილი ყურებია. ეცადეთ, ისინი თბილად და მშრალად გქონდეთ. უკეთესი იქნება, თუ ქარში სიარულსა და წყალში ყვინთვას მოერიდებით.
კარიერა: შეფთან რთული საუბარი გელით თქვენი უშუალო მოვალეობების გაზრდასთან დაკავშირებით. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ მეტისმეტად არ დაიტვირთოთ და მცირე ანაზღაურების ფასად, უზარმაზარ საქმეს არ შეეჭიდოთ.
სიყვარული:  ძნელია, ამ დღეს მშვიდი ადამიანი გიწოდოთ. თქვენი ნერვებისგან ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანი დაზარალდება, რადგან აფეთქების ნამსხვრევები მის უდანაშაულო თავზე დაიყრება. ეცადეთ, საკუთარი თავის გარდა, იმაზეც იფიქროთ, რომ მასაც აქვს ნერვები.


 



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ხვალ განსაკუთრებული ყურადღება ყელის მდგომარეობას უნდა მიაქციოთ. კარგი იქნება, თუ ცივი სასმელების მიღებისგან თავს შეიკავებთ და პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა სავლებს გამოიყენებთ.
კარიერა: ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ ყურადღება გამოიჩინოთ. იმაზე საუბარი, რომ დაკავებული ხართ და მათთვის დროის დათმობას ვერ ახერხებთ, უადგილო და უშედეგოა. ეცადეთ, დროულად გაუმკლავდეთ საქმეს, რომელიც ხვალ თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს და ოჯახური ურთიერთობებისთვის დრო დაიტოვოთ.
სიყვარული: შესაძლოა, თავად არაფერი გითხრათ, მაგრამ ამ დღეს საყვარელი ადამიანი თქვენს დახმარებას საჭიროებს. ეცადეთ, მიხვდეთ და დახმარების ხელი გაუწოდოთ. სამაგიეროდ, მადლიერებასა და სიყვარულს მიიღებთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, გარისკოთ. თავს გაუფრთხილდით და ავადმყოფობა ახლოს არ გაიკაროთ.
კარიერა: წარმატებული დღე გელით, თუ ადამიანებისთვის შეცდომების პატიებას ისწავლით და კოლეგების ადამიანურ სისუსტეებს მსუბუქად შეხედავთ. ამჟამად, ძალების ისეთ მოზღვავებას გრძნობთ, რომ ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შეგიძლიათ. ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენსა და მეგობარს შორის არჩევანის გაკეთება უჭირს. თქვენს ინტერესებშია, რომ გულწრფელი არჩევანი გააკეთოს, ამიტომ ნურაფერს დააძალებთ. თავად გადაწყვიტოს, მისთვის რა უფრო საინტერესოა.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობა ძირითადად განწყობაზეა დამოკიდებული. აწმყოსა და მომავალს რაც უფრო ოპტიმისტურად შეხედავთ, მით უფრო გაგიადვილდებათ სუნთქვა და მით უფრო ზომიერი იქნება თქვენი გულისცემა. კარიერა: რთული პრობლემის მოგვარებაში თითქმის უცნობი ადამიანი დაგეხმარებათ. შესაძლოა, ეს სოციალური ქსელების მეგობარი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ მოგერიდებათ რჩევისთვის მიმართვა. ეს სისუსტის კი არა, იმის ნიშანია, რომ საქმის კეთება გიყვართ და ურთიერთობებს არ გაურბიხართ.
სიყვარული: თავს გაუფრთხილდით. შესაძლოა, საყვარელი ადამიანი ამ კეთილშობილურ საქმიანობაში დაგეხმაროთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ხელს არ შეგიშლით. ხვალ ვისიმე ბედნიერებისთვის თავგანწირულ საქციელს ერიდეთ, თუნდაც ეს თქვენს ბედნიერებას ეხებოდეს.




სასწორი
ჯანმრთელობა:
 სასწორებს შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა წარმოექმნათ, რომელთაც ექიმის დახმარების გარეშე ვერ გადაჭრიან. ვარსკვლავები არ გირჩევენ სპეციალისტთან ვიზიტის დიდი ხნით გადადებას.
კარიერა: თუკი მიზნად დაისახეთ, ხელმძღვანელობამ შეგამჩნიოთ, დროა გაიხსენოთ თქვენი ყველა ნიჭისა და ღირსების შესახებ და საკუთარი თავი სამაგალითოდ წარმოაჩინოთ. თქვენი ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება. განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ იმ სასწორებს, რომელთაც შემოქმედებითი პროფესია აქვთ არჩეული.
სიყვარული: ხვალ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებას, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებასაც შეცვლის. ამიტომ, შეგიძლიათ ჰკითხოთ მას რჩევა ამა თუ იმ ქმედების მიზანშეწონილობაზე და მისი აზრი გაითვალისწინოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: აუცილებლად დაუთმეთ საჭირო ყურადღება თქვენს ფილტვებს. შეეცადეთ, სუნთქვითი ვარჯიშები ჩაიტაროთ და უფრო მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. გარდა ამისა, ახლა ყველაზე კარგი პერიოდია იმისთვის, რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანებოთ. თუნდაც, დღის განმავლობაში.
კარიერა:
კვლავ უამრავი სამუშაო დაგატყდათ თავს და სამსახურის გარეთაც უამრავი საქმე დაგიგროვდათ. მოგიწევთ, რაღაცნაირად გამოძვრეთ ამ სიტუაციიდან. შესაძლოა, ხელმძღვანელს სთხოვოთ სამსახურიდან შედარებით ადრე წახვიდეთ სახლში ან იქნებ კოლეგას სთხოვოთ სამუშაო საქმეების შემსუბუქება.
სიყვარული: ნებისმიერი თქვენი ტყუილის ან თუნდაც გახუმრების მცდელობაზე თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან რთულ რეაგირებას მოახდენს. შეეცადეთ, გაითვალისწინოთ მისი ეს რთული განსაკუთრებულობა და დასკვნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად იმოქმედოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ბიოდანამატები კაცობრიობას გადაარჩენს. მაშინ, როცა სხვები  ფიზიკური დატვირთვითა და ქიმიური პრეპარატებით თავს იღუპავენ, თქვენ ხვალინდელ დღეს ზვიგენის აბებით დაიწყებთ, ტროპიკული მდინარეების იშვიათი წყალმცენარეებით გააგრძელებთ და არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, იშვიათი ჯიშის ხეების ზეთი თავიდან ფეხებამდე შეიზილოთ. შედეგად ხარივით ჯანმრთელი იქნებით. მართალია, გარშემომყოფები უცნაურად შემოგხედავენ, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას შურიანებს.
კარიერა: ახალი ხელშეკრულების ყოველი პუნქტი იურისტთან დააზუსტეთ და ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის ნუ დაიშურებთ ძალასა და დროს. არც ერთი უზუსტობა არ დატოვოთ  უყურადღებოდ: უმჯობესია, ახლა დაუთმოთ მას რამდენიმე საათი, ვიდრე შემდეგ მნიშვნელოვანი ზარალი ნახოთ და შეცდომების მოგვარებას შეუდგეთ.
სიყვარული: საუკეთესო საოჯახო გასართობი თქვენთვის სამაგიდო თამაშები გახდება. თუკი „მონოპოლი“ არ გაქვთ, ხოლო პრეფერანსის თამაში არ იცით, იქნებ „პაზლები“ მოაგროვოთ? თანაც, როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი დაიხრება, რათა დივანის ქვეშ ჩავარდნილი ნახატის ნაწილი მოგაწოდოთ, საკმაოდ ეროტიკული სანახავია... საინტერესო საღამო გელოდებათ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი დილა მშვიდობიანი ვერ იქნება, რადგან დილიდან თავს შეუძლოდ იგრძნობთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის დანარჩენი მონაკვეთიც ცუდად გაგრძელდება. შეეცადეთ, მომხდარს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე წარმოუდგენელ სირთულეს გიმზადებთ როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე თქვენი მოსაზრების გაგებაში. მოიკრიბეთ მოთმინება და შეეცადეთ, არავითარ შემთხვევაში არ მოუმატოთ ხმას - ყვირილი მაინც ვერაფერს გიშველით.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად რომელიმე სერიოზული წიგნი განიხილოთ, ისაუბროთ ფილოსოფიაზე ან ითამაშოთ ჭადრაკი. ტვინებს გაავარჯიშებთ და თან კიდევ უფრო დაახლოვდებით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, წნევის მნიშვნელოვანი ცვალებადობა იგრძნოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ხელთან ახლოს იქონიოთ ჩაიდანი მაგარი, ტკბილი ჩაით ან სხვადასხვა სახის არომატული ზეთი.
კარიერა: ამ დღეს უმჯობესია, არავინ შეგეხოთ! თქვენი მოთმინება ამოწურულია და შესაძლოა, მდგომარეობიდან სრულიად გამოხვიდეთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რადგან თქვენს ახლობლებს ნამდვილად არ მიუძღვით ბრალი იმაში, რომ რთული პერიოდი დაგიდგათ. გაუზიარეთ თქვენი გულის წუხილი მათ, ვინც გაგიგებთ და თქვენც მოგეშვებათ.
სიყვარული: მოულოდნელად გაიგებთ, რას ფიქრობს საყვარელი ადამიანი თქვენზე და თქვენს ურთიერთობებზე. მიღებული შედეგი ყურადღებით გააანალიზეთ. თუკი დადებითი რეზულტატი მიიღეთ - არ დაიძაბოთ და არც იამაყოთ. თუკი რეზულტატი უარყოფითია - რა გაეწყობა, მის გამოსწორებაზე უნდა იფიქროთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: სპორტული ვარჯიშების დროს ყურადღება მიაქციეთ მუხლებს, შესაძლოა, მათ დამატებითი მზრუნველობა სჭირდება. თუკი დამხმარე ფიქსატორით სარგებლობის დროსაც უსიამოვნო შეგრძნება შეგაწუხებთ, ვარჯიში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ.
კარიერა: სხვადასხვა სახეობის საქმიანი საკითხების გადაწყვეტის დროს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახლობლების ან, უბრალოდ, ნაცნობი ადამიანების პრობლემებს. ნუ ჩაუვლით გვერდს სხვის უბედურებას, გამოხატეთ თანაგრძნობა და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ.
სიყვარული: ხვალ მუსიკა დაგაახლოებთ. პირველი სიმღერა, რომელსაც ხვალ მოისმენთ, მოგიყვებათ იმის შესახებ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა მომდევნო კვირის განმავლობაში. თუკი სიმღერა არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, ისეთ გამომეტყველება მიიღოთ, თითქოს ის არ მოგისმენიათ ან მოისმინეთ, მაგრამ ბოლომდე არა და დაელოდოთ მომდევნი სიმღერას საჭირო სიტყვებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?