ლუკა გვაზავა: „ის, რაც ახლა გამაჩნია“

ზეპირი ანკეტა

17 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ბლოგერი ლუკა გვაზავა.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება, ალბათ, არის ის, რაცახლა მაქვს - ძალიან კარგი ახლო მეგობრები, ბევრი წიგნი და ძალიან ბევრი მიზანი, რომელიც უნდა ავისრულო.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ახლა გავიცინე... ზოგადად, ძალიან ბევრს ვიცინი და ვხუმრობ. მიყვარს იუმორი და იუმორის გრძნობის მქონე ხალხი. ამიტომ ძალიან ხშირად ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ბოლოს ვიტირე, როდესაც ჩემს წიგნზე მუშაობა დავასრულე. ეს იყო 2016 წლის 8 ივლისი. როგორც კი წერა დავასრულე, გადავხედე. რაღაცები მომეწონა, რაღაცები არ მომეწონა და გადავასწორე. საბოლოო ჯამში, რომ შევხედე ჩემს წიგნს, არ მიტირია, მაგრამ სიხარულის ცრემლი წამომივიდა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- იუმორი.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- უნებისყოფობა. ხშირად მინდა, რაღაც გავაკეთო, მაგრამ სიზარმაცე მერევა ხოლმე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ძალიან მინდა, ვიყო შარლ დე გოლი და მისი იდეების გამტარებელი, მაგრამ ჯერჯერობით ჩემს თავს ვერ გავაიგივებ მასთან, თუმცა ოდესმე დიდი სიამოვნებით გავაიგივებდი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირი არის ალექს ფერგიუსონი - არა როგორც მწვრთნელი, არამედ როგორც პიროვნება და როგორც ბიზნესმენი, რადგან კლუბისგან შექმნა ბრენდი, რომელიც ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. 


- თქვენი მხატვრული გმირები?
- მხატვრული გმირებიდან გამოვყოფ ტიმ ტალერს, ჯეიმს კრუზის წიგნიდან „ტიმ ტალერი, ანუ გაყიდული სიცილი“.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ეს იყო ჩემი ბოლო, ორთვიანი მოგზაურობა ევროპის მასშტაბით. ეს იყო ჩემი შთაგონების წყარო და ამ მოგზაურობაში დავწერე ჩემი ბოლო წიგნი. ამ მოგზაურობამ ბევრი რამ მომცა...


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ზრდილობა, განათლება და იუმორი.


- ქალში?
-ზუსტად იგივე... ცალ-ცალკე და სამივე ერთად.


- საყვარელი მწერლები?
- ულაპარაკოდ - ვაჟა ფშაველა და მეორე ადგილზე - სტივენ კინგი. თუმცა, ჩემი საყვარელი წიგნი „ოსტატი და მარგარიტა“ მიხეილ ბულგაკოვის დაწერილია.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- სიმართლე გითხრათ, მუსიკას ძალიან იშვიათად ვუსმენ, თითქმის არასდროს. ვერ მანიჭებს ბედნიერებას. ასე რომ, საყვარელი კომპოზიტორი არ მყავს, თუმცა რამდენიმე ნაწარმოები ძალიან მომწონს.


- ფილმი?
- მგონი, პირველი ფილმი, რომელსაც ვუყურე, იყო „გაქცევა შოუშენკიდან“ და შემდეგ ჩემთვის ამ ფილმს ვერც ერთმა ფილმმა ვერ აჯობა. განსაკუთრებით მხიბლავს ბოლო, ოკეანის იდეა...


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- სავარაუდოდ, იმას, რომ ის 40, ძალიან კარგი ადამიანი შემოვიკრიბე, ვინც ყოველდღიურად ახდენენ საზოგადოების ინფორმირებას საინტერესო ფაქტებით და ისტორიული მოვლენებით. ანუ საუბარი მაქვს ჩემ გვერდზე, რომელიც ხალხს მოსწონს და ძალიან მიხარია, რომ მოსწონს, რადგან ეს საქმე ამ ხალხის განათლებასა და ინტერესებს ემსახურება.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ალბათ, მაინც ურთიერთობებია, რომლებსაც, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვუფრთხილდებით - ვერც მე და ვერც, ზოგადად, კაცობრიობა.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ძალიან ბევრი... 


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- როდესაც ვფიქრობდი, რა იყო ჩემთვის სამშობლო, ამოვისვირინგე „ჰელადოსი“, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის პატივსაცემად. ჩემთვის სამშობლო არის ის, რაც იმ მოთხრობაში ხდება.


- რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
- როცა არ ვწერ, ვკითხულობ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ზოგადად, შიშები არ მაქვს. მართლა არაფრის მეშინია. ახლობელი ადამიანის სიკვდილის ყველას ეშინია და ეს არის ჩემთვის შიში. საკუთარი სიკვდილის არ მეშინია. რა თქმა უნდა, არ მინდა და გავურბივარ, მაგრამ შიში არ მაქვს.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- თუ მაინცდამაინც სიკვდილზე მიდგება საქმე, ვისურვებდი, რამე იდეას ან პრინციპს შევეწირო.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მითხრას, რომ ყველაფერს ისე დატოვებდა სამყაროში, როგორც ახლაა, რათა არ დაირღვეს ბალანსი და ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც ხდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?