მარიამ მაღულარია: „გაჩუმდი და მომისმინე!“

ზეპირი ანკეტა

28 ნოემბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ მაღულარია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. შემიძლია, გითხრათ, რა არის  ბედნიერება. ბედნიერება დეტალებშია, დროში შეზღუდულია და, შესაბამისად, სრულყოფილებასთან კავშირს ვერ მოვუძებნი. თუკი სამყაროში რამეა სრულყოფილი, მისი აღქმაც წამიერი მგონია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიღიმი, ვფიქრობ, ეს გარშემომყოფთათვის დადებითი სიგნალია. აი, ახლაც გამეცინა.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- აღარ ვტირი. თუმცა ტირილი ემოციებისგან განთავისუფლებს და ზოგჯერ საჭიროა. უახლოეს წარსულში არ მიტირია.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიზანდასახულობა. უფრო სწორი იქნება, მიზნის განსაზღვრა, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია - იცოდე, საით მიდიხარ და რა ეტაპები შეიძლება გაიარო.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ემოციურობა, ფაქტების გამძაფრება და დრამატულობა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არასდროს მიფიქრია, რომელ ისტორიულ ფიგურას შეიძლება ვგავდე. არ მომწონს, როცა ადამიანები საკუთარ თავს სხვებთან აიგივებენ.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, ცხოვრობენ და ქმნიან რაღაც ღირებულს, თუმცა, არა დიდებისა და პატივისცემისთვის.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ჩარლი გორდონი, წიგნიდან „ყვავილები ელჯერნონისთვის“ და ჰაგრიდი „ჰარი პოტერიდან“, მასთან მეგობრობა პირველი წიგნის გამოსვლიდან მინდა.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ირანი, ბაბუასთან და დედასთან ერთად. 1999 წელს, ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა კადრებად მახსოვს ბევრი რამ, მახსოვს სპეციფიკური სუნიც. პირველად მაშინ გავიგე, რომ ადამიანები ქუჩაში ნაგვის დაყრის გამო ისჯებიან.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ვცდილობ, სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ღირსება ვიპოვო, რადგან რთულია, ერთი კონკრეტული თვისება ბევრს ჰქონდეს. ზოგადად, მამაკაცში გამბედაობას ვაფასებ.


- ქალში?
- თავდაჯერებულობას, რომელიც, ცხადია, შინაგანად უნდა ეტყობოდეს.


- საყვარელი მწერლები?
- ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი. ორივე მწერლის შემთხვევაში, კითხვისას სიუჟეტს მძაფრად აღვიქვამ. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მწერლებს ვუწოდებ საყვარელს. მიყვარს ბორხესი, მარიო ვარგას ლიოსა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი, მას ყოველთვის პირველ რიგში ვასახელებ. მიყვარს ბრამსი, ფრანც ლისტი. კლასიკურ მუსიკას ხშირად ვუსმენ.


- ფილმი?
- ერთი კონკრეტული და საყვარელი ფილმი არ მაქვს. იტალიური კინოა ჩემთვის ღირებული, ზოგადად, ევროპული კინო. თუ ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა, ფილმების პატივისცემა ჩემთვის Cinema Paradiso-დან იწყება.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მიღწევებზე საუბარი მომავალში უფრო საინტერესო იქნება, ახლა ჯერ 22 წლის ვარ. თუმცა, ბავშვობაში ძალიან მინდოდა ადამიანებისთვის ტელევიზორიდან რაღაც ამბავი მომეთხრო და ეს გავაკეთე.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- გამოცდილება, რომელსაც ყოველდღიურად ვიძენ.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ასეთი თარიღი არ არსებობს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ოკუპირებული ტერიტორიები - ამ ფაქტის მიმართ ჩვენს თაობას არ აქვს საკმარისი პროტესტი და სწორი აღქმა. სამშობლო მომავალი თაობაა, რომელიც განათლებითა და შრომით განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- დაავადებების. ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შერყევის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- პროცესი მინდა იყოს მშვიდი, რადგან არ ვიცი, მერე რა იქნება.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მე რას ვისურვებდი არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას მეტყოდა - „გაჩუმდი და მომისმინე!“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?