ნინუცა მეგრელიშვილი: „ვისწავლე ის, რაც ადრე არ შემეძლო“

ზეპირი ანკეტა

13 თებერვალი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი, პროდიუსერი ნინუცა მეგრელიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, მაგრამ  მოკლედ ვიტყვი, რომ ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ, ძალიან იშვიათად არის ისეთი მომენტი, როდესაც ფიქრობს, რომ სრულყოფილად ბედნიერია. ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც პიროვნულად ხარ შემდგარი, გაქვს  სულიერი სიმშვიდე  და ხარ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძირითადად, სულ ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ასევე, ძალიან ხშირად ვტირი. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ. უფრო კარგ ამბებზე მეტირება სიხარულისგან. თუ გავიხსენებ ცუდს, ცოტა ხნის წინ  ჩემი კომპიუტერის ვინჩესტერი გადაიწვა, სადაც, უამრავ მნიშვნელოვან და წლების განმავლობაში შენახულ მასალებთან ერთად, ძალიან საყვარელი მოგონებები მქონდა - ვიდეოები, ფოტოები და ის ყველაფერი, რასაც ძალიან ხშირად ვათვალიერებდი და ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებდა. ყველაფერი წამეშალა და ჯერჯერობით ვერ აღვადგინე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- საკუთარი თავის დახასიათება ცოტა რთულია, მაგრამ რაც აშკარად გამოხატულია, იმას ჩამოვთვლი. ვფიქრობ, ვარ ძალიან სამართლიანი, რადგან ვერ ვიტან უსამართლობას. ვარ ძალიან მზრუნველი. ეს არის, ალბათ, ჩემი ხასიათის თანდაყოლილი, მთავარი შტრიხი. ასევე, ყოველთვის ვცდილობ, გამოუვალი მდგომარეობიდანაც ვიპოვო გამოსავალი.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- რაც შეეხება ნაკლს, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს უარყოფით თვისებად, მაგრამ  ვარ ძალიან პირდაპირი, რაც ხშირად მიქმნის პრობლემებს  და კიდევ, ძალიან მიყვარს ლაპარაკი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- იცით, რაა? კონკრეტულად ძალიან მიჭირს, მაგრამ ზოგადად თუ ვიტყვი, ისეთ პიროვნებებთან გავაიგივებდი თავს, რომლებიც მებრძოლი ბუნებით გამოირჩევიან. უფრო იდეალისტებთან. შეიძლება ჟანა დ`არკისეული შტრიხები უფრო იყოს ჩემში. თუმცა, მაინც კოკო შანელს დავასახელებდი, რომელიც ჩემი ფავორიტია და რომელმაც სრული გადატრიალება მოახდინა თავის სფეროში, მტკიცე ხასიათითა და რევოლუციური იდეებით.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- კონკრეტულად, ალბათ, ნაკლებად მყავს გმირები, რადგან არ მიყვარს ადამიანების გაიდეალება, ამას ხშირად იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე. ჩემთვის გმირი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია, საკუთარი მორალური პრინციპები ბოლომდე დაიცვას. მიმაჩნია, რომ ეს თვისება ადამიანში ძალიან დასაფასებელია.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- პირველი, რაც მახსენდება, ალბათ, ოთარაანთ ქვრივი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ბავშვობაში, ასევე, ალუდა ქეთელაური. მარგარეტ მიტჩელის სკარლეტ ო’ჰარა - ის ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- აქ დიდად ვერ დავიკვეხნი, რადგან გამორჩეული ღირსშესანიშნაობები ჯერ კიდევ არ მაქვს ნანახი, ამიტომ, ვიტყვი საქართველოზე. ზოგადად, ძალიან მიყვარს ლაშქრობა, მთაში სიარული. როდესაც პირველად ბახმაროში წავედით ლაშქრობაზე, მზის ჩასვლის გორაზე მოვხვდი. მზიანი დილა იყო და ველოდებოდი, რომ ჩემს წინ საოცრად ლამაზი ხედი გადაიშლებოდა. ჩემთვის შოკი იყო, როდესაც ქვევით გადავიხედე და დავინახე ზღვასავით გაწოლილი ღრუბლები. ხაზივით წვრილ ჰორიზონტზე გავიარე. მართლა ულამაზესი სანახაობა იყო.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთს, რა თქმა უნდა, ვერ გამოვყოფ. პირველ რიგში, უნდა იყოს შემდგარი პიროვნება, რაც თავის თავში, ალბათ, ბევრ რამეს მოიაზრებს. უნდა იყოს ღირსეული, მზრუნველი, რაც, ვფიქრობ, მამაკაცისთვის მთავარი და აუცილებელი პირობაა. უნდა იყოს თავისი პრინციპების ერთგული.


- ქალში?
- ქალშიც, ფაქტობრივად, ანალოგიურ თვისებებს ვცემ პატივს. ალბათ, არ უნდა იყოს ეგოისტი და უნდა შეეძლოს მეორე ადამიანზე ზრუნვა. ინტელექტი და იუმორის გრძნობაც, თავისთავად.


- საყვარელი მწერლები?
- ქართველებიდან ბევრი მწერალი მყავს გამორჩეული და რთულია, ერთი გამოვყო. შოთა რუსთაველი, ალბათ, შეუცვლელია ჩემთვის. უცხოელი მწერლებიდან მარგარეტ მიტჩელი და შტეფან ცვაიგი მიყვარს ძალიან, ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოა. ასევე, გაბრიელ გარსია მარკესი და ვიქტორ ჰიუგო.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- კინომუსიკა მაინც გამორჩეულად  მიყვარს და შესაბამისად, ნინო როტასა და ენიო მორიკონეს გამოვყოფდი. უფრო თანამედროვე გენიოსებიდან კი - ჰანს ზიმერს. ქართველებიდან, რა თქმა უნდა, გია ყანჩელი, რომელიც მსოფლიო დონის შემოქმედია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ირაკლი ჩარკვიანი, როგორც მუსიკოსი, რომელიც დროს უსწრებდა.


- ფილმი?
- ძალიან ემოციური ფილმია სპილბერგის „შინდლერის სია“ და ძალიან მიყვარს. ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქრისტოფერ ნოლანის „ინტერსტელარმა“ და ტარანტინოს „ჯანგომ“. ძალიან მიყვარს იტალიელი რეჟისორის სერხიო კასტელიტოს ფილმი „ორჯერ დაბადებულნი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ამ შემთხვევაში განაცხადს ვერ გავაკეთებ, რადგან, რაც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და მჯერა, რომ ბევრს მივაღწევ, მაინც უფრო პიროვნულ შტრიხებზე ვისაუბრებ, რადგან ჩემი ასაკიდან გამომდინარე, სატრაბახო  ჯერ არაფერი გამიკეთებია. ვისწავლე ის, რაც ადრე არ შემეძლო - ნებისმიერი ადამიანის გაგება, იქნება ეს პატიება თუ, უბრალოდ, მის მდგომარეობაში შესვლა. რთულია, ყველა ადამიანს გაუგო და ნაკლებად გააკრიტიკო.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჭეშმარიტი ურთიერთობები, რაც ძალიან იშვიათია. როდესაც ადამიანს ენდობი ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს და შეიძლება მეტადაც კი და მისი დაკარგვა შენთვის სიკვდილის ტოლფასია. იქნება ეს ნამდვილი მეგობრობა ან, თუნდაც, დედაშვილური ურთიერთობა.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- საბედნიეროდ, ჩემს პირად ცხოვრებაში ასეთი თარიღი არ მაქვს. გამოვტოვებდი  ჩვენი რეალობიდან, ბოლოს, რაც ყველაზე ცუდი და ტრაგიკული მახსენდება, 13 ივნისს. თარიღს, რომელიც მთელი ქალაქისთვის ძალიან მძიმე იყო და დიდხანს გვემახსოვრება.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- 2008 წლის ომის დროს პატარა ვიყავი და მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც ბიჭებმა არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ, რატომ მიდიოდნენ, რას ეწირებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ომში გასაწვევად მსურველებს იწვევდნენ, ისინი თავიანთი სურვილით მიდიოდნენ და ამ ყველაფერში მონაწილეობის მსურველთა მთელი რიგები დგებოდა. ეს იყო გაუცნობიერებელი და უანგარო თავგანწირვა.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად მეშინია ძალიან ახლობელი ადამიანების დაკარგვის. ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადასატანი, ალბათ, ეს იქნება.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- არ მინდა, რომ ამ მძიმე და საშინელ მომენტში ჩემ გვერდით იყვნენ შვილები, შვილიშვილები და დამსწრეები. ნამდვილად არ მივესალმები, რომ ამ მძიმე მომენტს ყველა შეესწროს, მაგრამ მარტო ყოფნასაც  არ ვისურვებდი, რა თქმა უნდა. კარგი იქნება, თუკი ამ დროს საყვარელი ადამიანი მეყოლება გვერდით.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ალბათ, ის, რომ მაპატია ყველაფერი, რაც გულით ვინანე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?