ანი მანჯავიძე: „გაჩერება არ მინდა“

ზეპირი ანკეტა

6 მარტი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია Sofar Sounds Tbilisi-ს ბრენდმენეჯერი ანი მანჯავიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
-  საკუთარ თავთან კომფორტი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- დღეს, ძალიან ბევრჯერ. ახლაც ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ალბათ, ერთი თვის წინ.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ძალიან მიზანსწრაფული ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ცოტა ზარმაცი ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- სასაცილოა, მაგრამ კლეოპატრასთან.


- ვინ არიან დღეს თქვენი გმირები?
- ერთადერთი გმირი ჩემთვის დედაჩემია. ეს არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს სიმშვიდეს. არის უზომოდ კეთილშობილი. ალბათ, წმინდანად შევრაცხავდი, ჩემი ნება რომ იყოს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ჩემთან ძალიან ახლოს არის ბალზაკის რაფაელი „შაგრენის ტყავიდან“.



- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?

- ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის ჩემი პირველი მოგზაურობა იყო. 8 წლის ვიყავი, როდესაც ანსამბლ „ერისიონიდან“ გასტროლებზე პარიზში წავედით. ყველაზე შთამბეჭდავად მაინც ეს რჩება, რადგან პირველი იყო.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ინტელექტი, პრინციპულობა.


- ქალში?
- ქალშიც ანალოგიურად. საერთოდ, არ მიყვარს სექსიზმი.


- საყვარელი მწერლები?
- პირველი, ვინც ახლა თავში მომივიდა - რიუნოსკე აკუტაგავა და კობო აბე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ძალიან მიჭირს გამორჩევა. ალბათ, უფრო ნილს ფრამი.


- ფილმი?
- საყვარელი ფილმია ტომ ტიკვერის, ენდი ვაჩოვსკის და ლანა ვაჩოვსკის „ღრუბლის ატლასი“.



- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

- არაფერს... თუკი რამეს მივიჩნევ ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად, მაშინ გავჩერდები და გაჩერება არ მინდა. ჯერჯერობით, არაფერი. ალბათ, ეს სიკვდილის წინ უნდა მკითხო.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დრო, რომელიც ძალიან სწრაფად გადის.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არაფერს გამოვტოვებდი. თარიღებით შედგება მთელი ჩემი ცხოვრება.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- შეიძლება, არაპატრიოტულად გამომივიდეს, მაგრამ სამშობლო არის ადგილი, სადაც ვცხოვრობ, სადაც არიან ჩემი ახლობლები, მეგობრები და ეს სრულიად არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი სამშობლო იყოს, მაგალითად, ინდოეთი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მარტოობის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- არ ვისურვებდი სიკვდილს და, ჩემი თეორიით, არც ვკვდები. უბრალოდ, ვარ ენერგია, რომელიც რაღაც ცირკულაციას განიცდის და წინ მივდივარ. ეს არის სურვილი და როდესაც ადამიანს რაღაცის სწამს, ეს უკეთესია.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რომ ცხოვრება არასდროს მთავრდება და გრძელდება ისეთი ფორმით, როგორიც მე მინდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?