მარი ბერიანიძე: „ვაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია, რომ სამართლიანია“

ზეპირი ანკეტა

10 აპრილი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია „იმედის გმირი“, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი მარი ბერიანიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- იმ  პატარ-პატარა ოცნებების ახდენა, რაც გულში მაქვს.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- აქ მოსვლამდე, უნივერსიტეტში გულიანად ვიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე დღის წინ, ფილმის ნახვისას.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ვფიქრობ, რომ სამართლიანობა და ბუნებრიობა. ყოველთვის ვარ ის, რაც ვარ და ვაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია, რომ სამართლიანია.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ხასიათის უეცარი ცვლილება და ცოტა სიზარმაცეც.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვერც ერთთან. ჩემთვის ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რომ რომელიმე ისტორიულ ფიგურას შევედარო.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირები არიან რკინის ფეხებზე შემდგარი, დაჭრილი ჯარისკაცები.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ეს იყო თუშეთში. ამ ადგილს სხვა სამოთხე და ჩემი ასრულებული ოცნება დავარქვი.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ძალიან ბევრი. გამოვყოფ რამდენიმეს, მაგრამ ცოტა ძველმოდურად ჟღერს. ვაჟკაცობა, ხასიათის სიმტკიცე და ერთგულება, თავისთავად.


- ქალში?
- ერთგულება, რა თქმა უნდა, და ის, რომ ქალში, სინაზე და ძლიერება ერწყმოდეს ერთმანეთს.


- საყვარელი მწერლები?
- ლუკა რაზიკაშვილი, ბავშვობიდან.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ვაჟა აზარაშვილი და გია ყანჩელი.


- ფილმი?
- რეჟისორ დიმიტრი ბათიაშვილის „არასერიოზული კაცი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ყველაზე დიდი მიღწევა ჯერჯერობით, ალბათ, არ მაქვს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა იმ ოცნების ახდენა, რომელთა ასრულებასაც ვცდილობ ხოლმე.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიცოცხლე.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- საშინლად მახსენდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, ამიტომ ამ წელს საერთოდ ამოვიღებდი ჩემი მეხსიერებიდან.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- სამშობლო ჩემთვის საქართველოა, თავისი ყველა კუთხით, ადგილით, მთით, ბარით... თუნდაც, ის მიწა, რომელზეც დავდივარ და ის ცა, რომელიც ზემოდან დაგვყურებს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

- დრო რომ არ მეყოს ყველაფრის განსახორციელებლად.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია სიკვდილზე. ალბათ, სადმე მთაში რომ ვიყო, მწვანე მინდორზე, გარშემო მინდა ბევრი გვირილა, ბევრი ყვავილი, მზე რომ ათბობდეს მიწას და ცისფერი ცა მაღლიდან დამყურებდეს.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მარიამ, შენ მიაღწიე იმას, რაც გულში გქონდა.


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?