ნინო ნადირაძე: „მაინც ვუყვარვარ...“

ზეპირი ანკეტა

7 აგვისტო 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია კარდიოლოგი ნინო ნადირაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს და მისი მნიშვნელობა არ მესმის. ჩვეულებრივად ვცხოვრობ. ეს რაღაც ადამიანებმა მოიგონეს.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- მე სულ ვიცინი. როცა სატირალია, მაშინაც ვიცინი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემომყურებს - ხომ არ ჩამოვყარე ყურები, ტრაგიკულად ხომ არ არის საქმე... ამიტომ მძიმე ვითარებაშიც უნდა გავიცინო.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სცენურად და საქმეს რომ სჭირდება - ასეთი ტირილი ხშირად მიწევს ხოლმე. როცა ბავშვურად გინდა რაღაც გაიტანო, თუნდაც ქმართან. ისე, ბოლოს 5 წლის წინათ ვიტირე, მამა რომ გარდამეცვალა...


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- გამოუსწორებელი ოპტიმიზმი. უშიშარი, უდრეკი ხასიათი მაქვს. ყველანაირ სიტუაციას წინასწარ ვაანალიზებ. წარმოდგენილი მაქვს ყველაზე მძიმე ფინალი, რაც შეიძლება მოჰყვეს მას, სიკვდილის ჩათვლით. შესაბამისად, მერე ვაანალიზებ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვპოულობ გამოსავალს. ეს არის ჩემთვის, ალბათ, ყველაზე მთავარი.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- მაწუხებს ფუფუნების საგნებზე ზედმეტი დამოკიდებულება. მიყვარს ეს საოხრე ფეხსაცმელი და რა ვქნა?!


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- დადებითთან და პოზიტიურთან, ალბათ, ვერა. უფრო ეკატერინე მედიჩის ტიპის ადამიანებთან. მაგრამ მოწამვლით არავინ მომიწამლავს ჯერ.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- დღეს - არავინ. მამაჩემი იყო ჩემი ერთადერთი გმირი, რომელიც სულ მეუბნებოდა: შვილო, ილია ჭავჭავაძე გარდაიცვალა, სხვა ავტორიტეტები კი არ არსებობენო. შესაბამისად, ისე გავიზარდე, რომ ჩემთვის არავინ ყოფილა ავტორიტეტი.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ასეთი ძალიან ბევრია და რთულია გამოყოფა. ყოველთვის მომწონდა ტომ ჰენკსის პერსონაჟები და ფორესტ გამპი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- არ მიყვარს მოგზაურობა და არცერთ მოგზაურობას ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მე ჩემი საწოლი მიყვარს და ჩემი უნიტაზი.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- თვითკმარობა.


- ქალში?
- მიყვარს, როდესაც ქალი კარგად გამოიყურება. რაც შეეხება შინაგანს - როდესაც ქალი ძალიან განათლებული, ძალიან ჭკვიანია და ამას ოსტატურად მალავს. არ მიყვარს (არც კაცში), როდესაც ერუდიციისა და შინაგანი სამყაროს დემონსტრირებას ახდენენ და თავს მახვევენ. მიყვარს, როდესაც ასეთი მდიდარი შინაგანი ბუნება ფარულია და ყოველდღიურ ნიუანსებში ვლინდება.  


- საყვარელი მწერლები?
- საყვარელი მწერალი ბევრი მყავს. დავასახელებ მათ, ვინც ემოცია დამიტოვა. მიყვარს ანტონ ჩეხოვი და მისი პატარა მოთხრობები და მინიატურები. ბავშვობიდან მქონდა ჩვევა, ყველაფერს ვკითხულობდი. ეს არ შეიძლება. მამას ძალიან დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მწკრივში მივყვებოდი ხოლმე. მერვე კლასში წავიკითხე კამილო ხოსე სელას „პასკუალე დუარტეს ოჯახი“. ეს კოშმარების დონეზე დახატული სიუჟეტი, სიკვდილ-სიცოცხლის გაბითურება თავიდან ბოლომდე წავიკითხე. დაზაფრული დავდიოდი ერთი თვე და მერე რაღაცნაირად ცხოვრებისა და სიკვდილის მიმართ დამოკიდებულება ოდნავ შემიცვალა. და არამხოლოდ ეს, ბევრი რამ შემიცვალა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მონტეირუ ლობატუს „ყვითელი კოდალას ორდენი“, რომელიც მეხსიერებაში დამრჩა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ესეც ხასიათის მიხედვით არის. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ, მაგრამ იოჰან სებასტიან ბახის მოსმენა არასდროს მბეზრდება.


- ფილმი?
- კინომანი ვარ, ზოგადად. ძმებ კოენების ფილმებზე ვგიჟდები და ვერცერთს გამოვყოფ.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ ყველაფერს იუმორით ვუყურებ. ეს ასაკთან ერთად გამოვიმუშავე.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ძალიან ბევრი რამ. ცოტა ბანალური შეკითხვაა... მივაღწიე იმას, რომ ყოველი დღე წუთებად მაქვს დაყოფილი და აი, თუნდაც ახლა ეს წუთიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამით ვიღებ სიამოვნებას.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- მამაჩემის გარდაცვალების თარიღს გამოვტოვებდი. ეს ჩემთვის უმძიმესი პერიოდი იყო. დანარჩენს არაფერს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- იცით, რა არის? აი, რაღაც ძვირფას ჭურჭელს რომ გაჩუქებს დედა, რომელიც ბებიის ნაქონია, არ უნდა გაიბზაროს, არ უნდა გატყდეს და უნდა გიყვარდეს, ოღონდ არ იცი, რატომ... როდესაც რაღაც უპირობოდ გიყვარს და უპირობოდ გწამს, როგორც ღმერთის. მე მითხრეს: საქართველო შენი სამშობლოა და გენეტიკურ დონეზე ვიცი, რომ უნდა მიყვარდეს. არ ვიცი მიზეზი და არც ის, რატომ უნდა დავდო მისთვის თავი. უბრალოდ, ხომ არის რაღაცები, რასაც უპირობოდ იღებ. ანუ ჩემთვის სამშობლო არის მოცემულობა, არანაირ სიღრმეებში არ ჩავდივარ. შვილივით არის.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიბერის. არ მინდა სიბერე. გარეგნული მეტამორფოზები, რაც შეიძლება სიბერემ მოიტანოს - მაჩანაგებს. ღმერთმა ეს იცოდა და ამიტომ მარგუნა გუგა ქმრად.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- თრომბოემბოლიით, უცებ, სწრაფად, გაუცნობიერებლად. არ ვარ დალაი ლამა, რომ ხანგრძლივად და შეგნებულად ვემზადო სიკვდილისთვის.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ღმერთისგან მქონდა ერთი ნიშანი და მივიჩნიე, რომ მაინც ვუყვარვარ.
დაახლოებით, ერთი თვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკიდან, სადაც ჩემი კურსელის გუგა ქაშიბაძის გამოფენა იყო, მე და გუგა ფეხით წამოვედით. ეკლესიაში 7-8 თვის განმავლობაში არ ვიყავი ნამყოფი. თითქოს ათეისტური აზრებიც გამიჩნდა. შეუთანხმებლად ორივემ რატომღაც ქაშუეთისკენ ჩავუხვიეთ. შევედით. დავიარე ხატები, თან საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ ყველაფერს. ბოლოს მივადექი ჯვარცმას და მამაჩემს ვუნთებ სანთელს. თან, გულში ვამბობ: მამა, სიცოცხლეში ყოველთვის მიფრთხილდებოდი, რომ ისეთი არაფერი გამეკეთებინა, რაც შენ არ მოგეწონებოდა. თუ არსად ხარ და არ მიყურებ, ამ სანთლის დანთებით რატომ მღლი. და თუ ხარ, მაშინ მანიშნე-მეთქი. უცებ მხარზე ვიღაც მკიდებს ხელს. დაახლოებით, 35 წლის ქალბატონი, ძალიან სათნო სახით, მთხოვს, წამობრძანდით, ზეთი უნდა გაცხონო. შევიცხადე - ცხოვრებაში აღსარება არ ჩამიბარებია-მეთქი, მან კი დაჟინებით გამიმეორა, ზეთი მეცხო. ვიკითხე, რატომ არის დღეს ამდენი ხალხი-მეთქი? ქალმა მიპასუხა: დღეს წმინდა მოციქული ბარნაბის ხსენების დღეაო. მამაჩემს ბარნაბი ერქვა. არც ვიცოდი, რომ წმინდა ბარნაბი და მისი ხატი არსებობდა. მივედი ზეთის საცხებლად. უამრავი ხალხი იდგა. რიგი ორად გაიყო, მრევლი მომიახლოვდა, მეფერება, მკოცნის. ვიფიქრე, ეტყობა, მამაჩემი მეფერება ამ ხალხის ხელით-მეთქი. შემრცხვა ჩემი ყველანაირი ურწმუნოების. რაც შეეხება იმას, რა მსურს, რომ ღმერთმა მითხრას - მინდა, ღმერთისგან ჩემი ცხოვრების შეფასება მოვისმინო და, როგორც საბჭოთა ხუთოსანსა და ოქროს მედალოსანს, ჩემს გრაფაში ხუთიანი ჩამიწეროს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?