ნანუკა ჟორჟოლიანი: არ ვარ არამტირალა გოგო

ზეპირი ანკეტა

4 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, შვილებთან ურთიერთობა. როდესაც სამივე ერთად ვართ. როდესაც საბა კმაყოფილია და არაფერზე წუწუნებს. მათთან ერთად ყოფნა და ამ ბოლო დროს დედ-მამასთან, ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნაა ბედნიერება. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპის შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, ბოლო დროს ჩემი მშობლები და ჩემი შვილები მხდიან ბედნიერს. ზაფხულში ეს თემა მიმწვავდება, რადგან მხოლოდ ზაფხულობით ვახერხებთ მთელი ოჯახი ერთად შეკრებას. მეორე წელია, დავრწმუნდი, რომ ბედნიერება აქ არის.

- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ამ წუთას.

- ბოლოს როდის იტირეთ?
- ამ ბოლო დროს ხშირად ვტირი, რადგან ეს ემოციის გამოხატვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. თუკი ტირილის დროს ლაპარაკობ იმაზე, რაც გაწუხებს, ყველაფერ ნეგატიურს უშვებ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდება. ამიტომ ხშირად ვტირი. არ ვარ არამტირალა გოგო.

- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ენერგიულობა, ალბათ.

- ყველაზე დიდი ნაკლი?
- უნებისყოფობა.

- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ზოგადად, მაინც მგონია, რომ არავისთან - არც ისტორიულ ფიგურასთან, არც მხატვრულ გმირთან, არც ოჯახის წევრთან. მგონია, რომ ინდივიდუალური ტიპი ვარ, პერსონალური ხასიათით, ჩემი დამახასიათებელი თვისებებით. შეიძლება, რაღაცას გენიც განსაზღვრავს, გარემოც, მეგობრებიც, სხვათა შორის - პლანეტებიც კი, როგორი განლაგება ჰქონდათ ჩემი დაბადების მომენტში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი ხიბლი ინდივიდუალურობას მოაქვს.

- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- როდესაც რაიონებსა და რეგიონებში გავდივართ, ისეთ ადამიანებს ვხვდები, როგორებსაც ყოველდღიურობაში იშვიათად ვაწყდები. მაგალითად, გმირია ხევსურეთში მცხოვრები ერთი ბებო, რომელიც მარტო ინახავს მთელ სოფელს, ინახავს იმ თვალსაზრისით, რომ სოფლის სტატუსს არ კარგავს. ასეთი ადამიანები არიან ჩემთვის გმირები.

- თქვენი მხატვრული გმირები?
- მთელი ბავშვობა პეპის მეძახდნენ და მერე დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც ჩემმა უსაყვარლესმა პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ პეპი მიწოდა. მივხვდი, რომ ის რაღაცნაირად მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩემს ცხოვრებაში. შესაბამისად, ალბათ, პეპი.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემი, საბასა და მარიამის ერთობლივი მოგზაურობა. ეს იყო საბას პირველი გასვლა ქვეყნის გარეთ, ჩემთან ერთად. ვიყავით მარტო ჩვენ სამნი და მეტი არავინ. მე და საბამ მარიამს საფრანგეთში ჩავაკითხეთ, მერე დისნეილენდში წავედით. ეს იყო მოგზაურობა, რომლისთვისაც მთელი წელი ვემზადებოდით. სადაც არ უნდა წავიდეთ, ეს დღეები დაუვიწყარი იქნება.

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- თუ მამაკაცი  განათლებულია, მომწონს და ჩვეულებრივად ვეპრანჭები. მაგალითად, კახა ბენდუქიძეს ყველა გადაცემის ჩაწერის დროს ვეპრანჭებოდი, რადგან ვფიქრობ, რომ ჭკვიანი და განათლებული მამაკაცი ყველაზე სიმპათიურია.

- ქალში?
- ქალში, ალბათ, დამოუკიდებლობასა და სიძლიერეს. როდესაც ჩანს, რომ ქალი არავისზე დამოკიდებული არ არის, მაშინვე მხიბლავს.

- საყვარელი მწერლები?
- თავის დროზე, გარდატეხის ასაკში, შტეფან ცვაიგზე სუნთქვა რომ შემეკრა, ეგრე აღარავისზე დამმართნია, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თურქ მწერლებს. ასევე, ძალიან მიყვარს მილან კუნდერა.

- საყვარელი კომპოზიტორი?
- რევაზ ლაღიძე და შარლ აზნავური.

- ფილმი?
- ჟან-მარკ ვალის „კაფე დე ფლორი“.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- საკუთარ მიღწევებზე არ ვფიქრობ, საკუთარი მიღწევების აღრიცხვა არ მაქვს და რადგან ასეა, ალბათ, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ალბათ, ყველა იმ თარიღს, როდესაც ახლობელი გარდამეცვალა.

- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სახლი. ბოლო დროს ასტროლოგიით ვარ გატაცებული. მაქვს პირადი ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩემთვის სამშობლო იმთავითვე იქნებოდა სულ სხვა მნიშვნელობის მქონე, სადაც არ უნდა წავსულიყავი, როგორც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის იქ დაბრუნება მომინდებოდა. ასეა სახლი, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის სახლში დაბრუნება მინდა.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიკვდილის მეშინია ძალიან.

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ასაკში... ისეთ ასაკში, რომ ჩემს შვილს შვილიშვილები ჰყავდეს. დავიძინო და აღარ გავიღვიძო. 80 წლის თუ მოვკვდი, უკვე მეცოდინება, რომ უნდა მოვკვდე და შრეებშიც ადვილად გადავალ.

- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მითხრას, თავიდან რომ დავიბადები, ჩემი შვილი ისევ ჩემი შვილი იქნება და ჩემი დედა - ისევ ჩემი დედა. უბრალოდ, სხვა გარეგნობით.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?