მარინა უშვერიძე: „კარგი იქნებოდა, ტირილი რომ ვიცოდე“

ზეპირი ანკეტა

23 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ დირექტორი მარინა უშვერიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემი აზრით, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. ადამიანური ბუნების ნაწილია ის, რომ ყოველთვის მეტისკენ ისწრაფვის, ყოველთვის რაღაც განსხვავებული სურს, ისეთი, რაც ჯერ არ ჰქონია. ჩემი აზრით, ბედნიერება სწორედ ამ სწრაფვასა და მოქმედებაშია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან ხშირად ვიცინი. ბოლოს, ალბათ, დღეს, თქვენ რომ ხელი ჩამოგართვით.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ მახსოვს. ისე, კარგი იქნებოდა, ტირილი რომ ვიცოდე. სტრესისგან განტვირთვის მშვენიერი საშუალებაა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ასე მგონია, რომ სხვის შეგრძნებებს ვგრძნობ. ემოციურად ხანდახან ცოტა ძნელია, მაგრამ მიჩვეული ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- მეორეხარისხოვან საკითხებზე ზედმეტი ნერვიულობა, მაგრამ უკვე კონტროლზე ავიყვანე ეს ნაკლი და ვმუშაობ გამოსწორებაზე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არ ვიცი...


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, ვინც უკიდურეს ფინანსურ გაჭირვებას განიცდის, მაგრამ ღირსებას, პატიოსნებასა და სიკეთის კეთების სურვილს მაინც არ კარგავს, მათ შორის, ბევრი ექიმი და მასწავლებელი, ქალაქებშიც და ასევე, შორეულ რეგიონებში, მაღალმთიან სოფლებში. ეს ადამიანები არ ჩანან, მაგრამ დიდ საქმეებს აკეთებენ. ასევე, გმირია ჩემს წინაპარ მღვდელთაგან ერთ-ერთი - ფარნაოზ უშვერიძე, რომელიც გულის შეტევით მაშინ დაეცა ეკლესიის ეზოში, კომუნისტებმა მისი ეკლესია რომ ააფეთქეს. მამაჩემიც ჩემთვის გარკვეულწილად გმირია. ის ექიმი იყო, უმძიმეს 90-იანებში პაციენტისგან ფულს არ იღებდა. ბევრ უპოვარს მკურნალობდა. ჩვენ ძალიან გვიჭირდა, ხოლო თავის მცირედ ხელფასს დიდწილად გაჭირვებულებს ურიგებდა. როდესაც ვეტყოდი, ფეხსაცმელი აღარ მაქვს, სულ დამეხა-თქო, მპასუხობდა, იმათ, ვისაც ვაძლევ, შენზე მეტად სჭირდებათო...


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი. ყველა დროში აქტუალურია, რადგან ადამიანური ბუნების საუკეთესო და არცთუ ისე საუკეთესო მხარეებს მკვეთრად გვაჩვენებს.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ბოლოს ვიყავი პოლონეთში, ამიტომ ამას გავიხსენებ. ვნახე ვარშავაში, ერთ-ერთი ეკლესიის კედელში ჩაყოლებული შოპენის გული. კრაკოვში გეტოების ადგილები მოვინახულე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ისტორიები მოვისმინე და ეს ძალიან მძიმე, თან შთამბეჭდავი იყო. მაზურის ტყეში ვნახე ჰიტლერის შტაბ-ბინა, საიდანაც ის მეორე მსოფლიო ომს მართავდა. იქ ვნახე იმ დროისთვის შთამბეჭდავი ინფორმაციის გადაცემის ტექნოლოგიები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენი სისასტიკის ჩადენა შეუძლია ადამიანს, თუ ტექნოლოგიურ პროგრესსა და თავის ცოდნას არაჰუმანურად გამოიყენებს.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- საერთოდ, ადამიანში ვაფასებ პატიოსნებას და ზოგადად ადამიანების სიყვარულს. ასეთი ადამიანები ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ, უკეთესს ხდიან.


- ქალში?
- იმავეს, ისევ პატიოსნებასა და ადამიანების სიყვარულს.


- საყვარელი მწერლები?
- ნიკო ლორთქიფანიძე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ჯანსუღ კახიძე. უცხოელებიდან - ენიო მორიკონე.


- ფილმი?
- „შერეკილები“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ძალიან დემოკრატიულ ოჯახში გავიზარდე. პიროვნულ თავისუფლებას არ მიზღუდავდნენ, ჩარჩოებში არ მსვამდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკუთარი ინდივიდუალიზმის განვითარების გზაზე ვდგავარ და ეს პიროვნული მიღწევაა. თუ ადამიანი საკუთარ ინდივიდუალიზმს არ ბოჭავს, სულიერი სიმშვიდისა და საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევის დიდი შანსი აქვს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- უპირობო სიყვარულს რომ გავცემდე და ვიღებდე. ჩემთვის ძვირფასია, ზოგადად, ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩემი სამი შვილი, მეუღლე, დედა და ძმა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არცერთი. ყველაფერი, რაც ხდება, ალბათ, უნდა მოხდეს. ადეკვატურად უნდა მივიღოთ და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- საერთო გენი, საერთო ემოცია, საერთო აღტაცება და საერთო სევდა, ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული ბევრი ადამიანი, მიუხედავად იმისა, ვიცნობ თუ არა მათ. სამშობლო ჩემთვის ჩვენი გმირების დაღვრილი სისხლია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მათი ვალი გვაქვს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ფრენის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილს მაშინ ვისურვებდი, როდესაც ვიგრძნობ, რომ მეტს ვეღარაფერს ვაკეთებ, როდესაც ვიგრძნობ, რომ საკუთარი თავი ამოვწურე, როდესაც სიამოვნებას ვეღარაფერში ვიპოვი.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რომ საქართველო იქნება კარგად განვითარებული და მსოფლიოში დაფასებული ქვეყანა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?