ტატიანა გვენეტაძე: „იყოს ისე, როგორც არის...“

ზეპირი ანკეტა

30 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია „ვივო მედიქალ ჯგუფის“ PR მენეჯერი ტატიანა გვენეტაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ამ კითხვაზე სრულყოფილად რომ გიპასუხოთ, ალბათ, მრავალი წელი დამჭირდება. დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება ჩემი ოჯახისა და ჩემი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ყველა კომპანიაში ვარ გამრთობი. ძალიან ხშირად ვიცინი და ვაცინებ ჩემ ირგვლივ მყოფებს.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- იშვიათად ვტირი, თუმცა, უფრო კონკრეტულად - რამდენიმე თვის წინ ვიტირე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, ის, რომ მრავალმხრივი ადამიანი ვარ და სხვადასხვა ინტერესი მაქვს. ექსცენტრიკული ვარ და ყოველთვის ვცდილობ, დადებითზე მქონდეს სწორება, რაც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში მეხმარება.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს... რაც ახლა მაწუხებს - ძალიან მიყვარს ძილი. ეს ნაკლია, რადგან დროს ვკარგავ, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც უფრო მეტი შევიძინო, წავიკითხო ან შევიმეცნო. კიდევ, ალბათ, ის, რომ უკიდეგანოდ ცვალებადი ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვერცერთთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ექიმები, ვინც თავდადებულად შრომობენ და ყველა რესურსს იყენებენ, რათა ჯანმრთელობას ემსახურონ და პაციენტებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ, ზოგ შემთხვევაში, გაუხანგრძლივონ. ასევე, ის ადამიანები, ვინც სიკეთეს უანგაროდ აკეთებენ, რაც ძალიან იშვიათია. მე ძალიან მიჭირს რესურსის გამოყოფა იმისთვის, რომ ვიყო მეტად კეთილი, ვიდრე ვარ.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა ტატიანა ლარინა პუშკინის „ევგენი ონეგინიდან“. შესაძლოა, სახელმაც გადაწყვიტა ამ პერსონაჟისადმი ჩემი სიმპათია. თუმცა, არამხოლოდ სახელის გამო, ცხადია, ამ ქალის ხასიათი მომწონს.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემთვის მოგზაურობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, თუმცა, გამოვყოფ იმ მოგზაურობას, რომელიც უკავშირდება მუსიკას - ის ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ნაწილია. ბოლოს ვიყავი ბერლინში, ჩემი საყვარელი მუსიკალური ჯგუფის Radiohead-ის კონცერტზე, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება დამიტოვა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პირველ რიგში, პროფესიონალი უნდა იყოს თავის საქმეში. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ წიგნს წაიკითხავს, მთავარია, იყოს ემოციურად ინტელექტუალი და გულწრფელი.


- ქალში?
- ქალშიც იგივე, თუმცა, დავამატებ იმას, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქალმა არ დაკაროს ინდივიდუალობა მაშინ, როდესაც ის ქორწინებაში ან ურთიერთობაშია.


- საყვარელი მწერლები?
- ოსკარ უაილდი, ო'ჰენრი, ვაჟა-ფშაველა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ტომ იორკი, ჰანს ციმერი, იოჰან სებასტიან ბახი.


- ფილმი?
- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფილმი მომწონს, თუმცა, ამ მომენტში გატაცებული ვარ სამეცნიერო ფანტასტიკით, ძალიან მიყვარს ქრისტოფერ ნოლანის „ინტერსტელარი“, მაიკ კეჰილის „მე დასაწყისი“. ასევე, ვერ ვღალატობ ბერნანდო ბერტოლუჩის, მისი „მოპარული სილამაზე“ მიყვარს ძალიან.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- თუ სიამაყეში არ ჩამეთვლება, ძალიან მეგობრული იმიჯი მაქვს და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ასევე ვიტყოდი იმას, რომ დამოუკიდებელი ვარ.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი, ჩემი პირადი სივრცე და დრო.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- მიმაჩნია, რომ მათი გამოტოვება არაფერს მომცემს, ამიტომ, დაე, იყოს ისე, როგორც არის.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- ოჯახი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანს, ჩემი სურვილის მიუხედავად, ვერ ვეხმარები.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სადმე მთაში, ნისლსა და სრულ სიმშვიდეში, მუსიკით.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- უბრალოდ, გამიღიმოს. ამითაც უკვე ყველაზე ბედნიერი ვიქნები.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?