ნათია ჯავახიშვილი: „მჯერა მაშინაც, როცა რაღაც ნაკლებად დასაჯერებელია“

ზეპირი ანკეტა

23 აპრილი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია „რადიო იმედის“ გადაცემა „FეMინა“-ს იდეის ავტორი და წამყვანი ნათია ჯავახიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემი შვილია ჩემი ბედნიერება. და ეს ბედნიერება 16 წლის წინათ დაიწყო და ასე იქნება, სანამ ცოცხალი ვარ, ვერაფერი გამაბედნიერებს ისე, როგორც ლიზა მაბედნიერებს. მინდა, ბედნიერი და წარმატებული იყოს.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიცინი, უფრო სწორად, სულ ვიცინი, ალბათ, ამის გამო ხშირად პოზიტიურ ადამიანს მეძახიან. მაგრამ, მგონი, ზოგჯერ სიცილიც და პოზიტივიც ზედმეტი ვიცი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- საერთოდ მტირალა ვარ - ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ და, ალბათ, ამიტომ. კირჩხიბები ხომ ძალიან ემოციურები არიან. ემოციურ ფილმს თუ ვუყურებ, ხშირად ცრემლებით ვტირი. ზოგადად, ტირილი მეხმარება უარყოფითი ენერგიის განდევნაში და ძალიან მალე კარგ ხასიათზე ვდგები.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- გადამეტებულად კომუნიკაბელური ვარ და, ასევე, გადამეტებულად ენერგიული, იმ დონეზე, რომ ზოგჯერ მეშინია, საკუთარმა ენერგიამ არ შთანმთქას. ეს ენერგია ზოგჯერ მღლის კიდეც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კარგ განწყობას მიქმნის.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ისევ ემოციურობა და ალბათ ისიც, რომ ზედმეტად მიმნდომი ვარ, ადამიანებს ზედმეტად ვენდობი და მჯერა მაშინაც, როცა რაღაც ნაკლებად დასაჯერებელია.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ისტორიულ ფიგურასთან ან ვინმე გმირთან საკუთარი თავის ასოცირება, ალბათ, გამიჭირდება. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირები ძლიერი ქალები არიან, ქალები, რომლებიც, თუ საჭიროა, სახლში ჩაქუჩით ან სახრახნისით სიარულს არ თაკილობენ, რომლებსაც საკუთარი ოჯახის გატანა შეუძლიათ და რომლებიც მყარად დგანან ფეხზე. მოკლედ, დამოუკიდებელი ქალები მომწონს და მიმაჩნია, რომ ისინი გმირები არიან. 


- თქვენი მხატვრული გმირები?
- სათავგადასავლო და ისტორიული ჟანრის ლიტერატურა მიყვარს. გააჩნია, რას ვკითხულობ ან რას ვუყურებ, ამის მიხედვით ვიჩემებ გმირებს. ისე, შერლოკ ჰოლმსი მიყვარს, ამის გამო ერთი პერიოდი ბენედიქტ კემბერბეტჩზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული - გამოდის, რომ დეტექტივითაც ვყოფილვარ გატაცებული.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ზოგადად, უცხოეთში ნაკლებად ვმოგზაურობ, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებით მახსენდება საბერძნეთში მოგზაურობა, სადაც „ტასისის პროგრამით“ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიყავი წასული. თან იქაურ მედიასაშუალებებს ვეცნობოდი და თან ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებდი. ზოგადად, მიყვარს სიძველეები - აკროპოლისმა ისე მომხიბლა, რომ დღემდე მახსოვს ის შეგრძნება, იქაური სურნელიც კი მახსოვს და ამ სურნელს მას შემდეგ ყოველი მარტის ბოლოს აქაც ვგრძნობ - სწორედ ამ პერიოდში ვიყავი ათენში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ძალიან მომწონს და პატივს ვცემ განათლებულ მამაკაცებს, განათლებას თუ ცოტა იუმორიც ახლავს - უფრო ვიხიბლები. ასეთი მამაკაცი ჩემთვის სრულყოფილია.


- ქალში?
- ერუდირებული ქალები მომწონს, ასევე, ძლიერ, დამოუკიდებელ ქალებზე მაფანატებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძლიერი ქალი ნაზი და ჰაეროვანი არ უნდა იყოს. ქალმა ქალურობა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს.


- საყვარელი მწერლები?
- ერიხ მარია რემარკი მიყვარს ბავშვობიდან და ვგიჟდები ნოდარ დუმბაძეზე, რომელიც თითქოს ჩემია,  უბრალო და სადაა, რაც ძალიან მხიბლავს.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- მიყვარს გია ყანჩელი, ანტონიო ვივალდი. მუსიკალური ათწლედი მაქვს დამთავრებული და კლასიკური მუსიკისკენ ვარ მიდრეკილი. ჯორჯ გერშვინი მიყვარს კიდევ ძალიან.


- ფილმი?
- სერჯიო ლეონეს „ერთხელ ამერიკაში“, მახსოვს ფილმის საყურებლად სკოლიდან შატალოზე „ოფიცერთა სახლში“ გავიპარეთ. 4 საათის განმავლობაში სუნთქვაშეკრულები გაფაციცებით ვუყურებდით ფილმს და ეს შეგრძნება დღემდე მომყვება.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემი შვილი ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ლიზა - ჩემი შვილი. ამას გარდა, ადამიანებთან ურთიერთობებია ჩემთვის ძალიან პრიორიტეტული.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 1999 წლის 19 აპრილს - დღეს, როდესაც დედა გარდაიცვალა.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სახლისა და სიმყუდროვის შეგრძნებაა ჩემთვის სამშობლო; როდესაც სიტყვა „სამშობლო“ მესმის, ავტომატურად 1989 წლის 9 აპრილი და 1991-92 წლების თბილისის ომი მახსენდება. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე, ახლანდელი კლასიკური გიმნაზია, ვცხოვრობდი აქვე - ფურცელაძის ქუჩაზე და მაშინდელმა ტრაგედიამ, მართლაც რომ ჩემს თავზე გადაიარა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 9 აპრილს მე-9 კლასში ვსწავლობდი - ბავშვები აქტიურად ვიყავით ჩართულები მაშინდელ პოლიტიკურ პროცესებში. სკოლიდან გავდიოდით მოშიმშილეებთან, სახლიდან მათთვის პლედები და თბილი ტანსაცმელი მიგვქონდა. ვისხედით მათთან ერთად სანთლებით ხელში და საქართველოს უკეთესი მომავლის  გვჯეროდა. სამშობლოს ხსენებაზე ეს ამბები მახსენდება, რა თქმა უნდა, ცუდი მოგონებაა, მაგრამ სწორედ ეს ემოციებია ჩემთვის სამშობლო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მარტოობის, სიბერისა და სიკვდილის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილს ვისურვებდი ჭარმაგ ასაკში. ბავშვობიდან სულ მეგონა, რომ ძალიან გვიან უნდა მოვმკვდარიყავი. ისიც არ მინდა, რომ ჩემი სიბერით ვინმეს თავი მოვაბეზრო და საყვარელი ადამიანები შევაწუხო; მინდა უცებ, უჩუმრად და წყნარად წავიდე ამ ქვეყნიდან.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ნათია! შენ ტყუილად არ გიცხოვრია!


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?