მერი ტარიელაშვილი: „სანამ აქ, სამშობლოში ვართ, ვერ ვაფასებთ მას“

ზეპირი ანკეტა

8 მაისი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია „მის ევრაზია“ მერი ტარიელაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემი აზრით, სრულყოფილი ბედნიერება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და უკავშირდება ადამიანის თვითრეალიზაციას, რომ ადამიანი იყოს რეალიზებული ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, როგორც პროფესიულში, ისე პირად ცხოვრებაში, მეგობრულ ურთიერთობებში და ა.შ. კარგი  და იდეალური შემთხვევაა, თუკი ყველა სფეროში ახერხებს ადამიანი საკუთარი თავის რეალიზებას და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- წეღან, სანამ აქ მოვიდოდი, გზაში.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს, ბოლოს როდის ვიტირე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიზანდასახულობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ხშირად იმაზე უკეთესი მგონია ადამიანი, ვიდრე სინამდვილეშია.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არ ვიცი, მაგრამ როგორც სხვები მახასიათებენ, ალბათ, ჟანა დ'არკთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ბევრი გმირი შეიძლება გამოვყო. ზოგადად, მიყვარს, როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს და მის შრომას ვაფასებთ. მიმაჩნია, ჩემ გარშემო საკმაოდ ბევრი ღირსეული და მისაბაძი პიროვნებაა, მათ შორის ხართ თქვენ და დიდი მადლობა ამისთვის.


- თქვენი მხატვრული გმირები
- ვერ გამოვყოფ...


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- განსაკუთრებით დამამახსოვრდა მოგზაურობა, რომელიც ჩემს გამარჯვებას უკავშირდებოდა. თურქეთში საერთაშორისო კონკურსზე ვასახელე ჩვენი ქვეყანა. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, როდესაც იქ გამარჯვებულის გვირგვინის გადმოსაცემად გაისმა საქართველოს სახელი - Georgia და ეს გვირგვინი იყო ჩემი.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ღირსება.


- ქალში?
- ზოგადად, ვფიქრობ, რომ ადამიანში ღირსება უპირველესია.


- საყვარელი მწერლები?
- თეოდორ დოსტოევსკი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი.


- ფილმი?
- დევიდ ფრანკელის „ეშმაკი ატარებს პრადას“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- სილამაზის კონკურსზე გამარჯვება იყო ჩემი ერთ-ერთი დიდი მიღწევა, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია პროფესიული ორიენტაციის ცენტრის დაფუძნება საქართველოში, რადგან ეს გაცილებით დიდ მიზანს ემსახურება, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევაში ეხმარება.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დედა და დრო.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არსებობს ასეთი თარიღი...


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- სამშობლო ჩემთვის არის იგივე საკუთარი თავი. სანამ აქ, სამშობლოში ვართ, ვერ ვაფასებთ მას, მაგრამ როდესაც მოვწყდი აქაურობას და შორს ვიყავი ჩემი ქვეყნისგან, თანაც - ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში, ის ჩემი სამშობლო მაძლევდა ძალას. მოვახერხე, რომ საერთაშორისო კონკურსზე ღირსეულად წარმედგინა საქართველო და ძალიან ბედნიერი ვარ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის და იმის, რასაც მე ვერ შევცვლი და უნდა შევეგუო. ყოვლისშემძლე არ არის ადამიანი.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- პოდიუმზე, სცენაზე...


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რომ დავიჯერო საკუთარი ძალების და შევძლებ ყველაფერს, რასაც მოვინდომებ.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?