ნენე სტეფანიშვილი: „ყველაფერი შთამბეჭდავი ჯერ კიდევ წინ მაქვს“

ზეპირი ანკეტა

16 ივლისი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნენე სტეფანიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სულიერი სიმშვიდე და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა. ვყოფილვარ სრულყოფილად ბედნიერი, მაგრამ მერე ისე ხდება, რომ ამ განცდას ვკარგავ ხოლმე. ახლაც, შეიძლება ითქვას, „ბედნიერების ძიების“ პროცესში ვარ.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- რამდენიმე საათის წინ. ვფიქრობ, რომ სიცილი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე თვის წინ. იშვიათად ვტირი, მაგრამ თუ ვტირი, შეიძლება ნახევარი ცხოვრების სამყოფი

ცრემლი გავაყოლო თან.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, მიზანდასახულობა და სამართლიანობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიჯიუტე და ეგოიზმი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ალბათ, არავისთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირები დღეს არიან პატიოსანი ადამიანები, რადგან, ვფიქრობ, ძალიან რთულია დღევანდელ სამყაროში სისუფთავის შენარჩუნება. როდესაც ამას ახერხებენ ადამიანები, ეს გმირობის ტოლფასია.


- თქვენი მხატვრული გმირები
- ზოგადად, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და ამ მიმართულებით დამოკიდებულებები ხშირად მეცვლება. მაგრამ ამ წამს რაც მახსენდება, გურამ დოჩანაშვილის დომენიკო და გაბრიელ გარსია მარკესის პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, თითოეულ დღეს, რომელსაც თბილისს გარეთ ვატარებ, ძალიან ვაფასებ და ვცდილობ, ყოველ დასვენების დღეში რაღაც საინტერესო დავინახო. ასე კონკრეტულად გახსენება გამიჭირდება. ალბათ, ყველაფერი შთამბეჭდავი ჯერ კიდევ წინ მაქვს.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთგულება და ცხოვრებისეული სირთულეების მარტივად გადალახვის უნარი.


- ქალში?
- ასევე, ქალში. ამ შემთხვევაში სქესს არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, როდესაც ადამიანს ეს ორი თვისება აქვს, მასთან ურთიერთობა უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის.


- საყვარელი მწერლები?
- ზოგადად, კითხვა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. ბევრი საყვარელი მწერალი მყავს, მაგრამ თუ მაინც არჩევაზე მიდგება საქმე, გამოვყოფ ორს: ოთარ ჭილაძე და გაბრიელ გარსია მარკესი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- კლასიკური მუსიკა ჩემთან ძალიან ახლოსაა და ხასიათის მიხედვით ვუსმენ ხოლმე სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედებას, მაგრამ ფრედი მერკური ჩემი ცხოვრების სიყვარულია.


- ფილმი?
- ჰარი პოტერია ფილმი, რომელსაც შემიძლია, მთელი ცხოვრება დაუსრულებლად ვუყურო.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- შინაგან თავისუფლებას და იმას, რომ დღემდე ისე მოვედი, ინდივიდუალიზმი არ დამიკარგავს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიყვარული.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არის ასეთი რამდენიმე თარიღი. ერთი შემიძლია დავასახელო: ბებიას გარდაცვალების დღე, აუცილებლად გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- ჩემი ნაწილი, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- გველისა და რწმენის დაკარგვის. მქონია მომენტი, რომ ყველაფერი, რისიც მწამს და მჯერა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა. ამიტომ ეს მომენტი ძალიან მაშინებს.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილზე არ ვფიქრობ საერთოდ, მაგრამ არ მინდა ისე მოვკვდე, რომ უკმარისობის განცდა მქონდეს.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რომ არ შევმცდარვარ და ღმერთი ჩემი მეგობარია.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?