სიხისტე

ზეპირი ანკეტა

12 ოქტომბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც ის მოგეცემა, რაც იმ წამს გინდა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხუთი წუთის წინ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- როდის ვიტირე? არ მახსოვს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი
- სიხისტე.


- ყველაზე დიდი ნაკლი
- სისასტიკე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- პინოჩეტთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი იმდენი გმირი მყავს მისახედი... (იცინის).  ჩემი მიკროსამყაროს გმირები მყავს.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- იოჰან ნაგელი, ჰანს კასტორპი, ურსულა ბუენდია, ეს ვინც პირველები გამახსენდნენ.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა
- იმედი მაქვს, რომ ჯერ წინაა... წარმოსახვით ყველგან შეიძლება მოგზაურობა, მაგრამ  ახლა პორტუგალიაში მივდივარ და იმედია, დიდ შთაბეჭდილებას ამ მოგზაურობიდანაც მივიღებ.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- ტვინის სიმძლავრე და თვალსაწიერის სიფართოვე.


- ქალში?
- იგივე, ქალშიც და კაცშიც.


- საყვარელი მწერლები....
- ყველა  მიყვარს, ვინც კარგად წერს. მართლა!


- საყვარელი კომპოზიტორი...
- ბახი.


- ფილმი?
- ფილმი ძალიან რთულია... ჰიჩკოკის ყველა ფილმი მიყვარს.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჯერჯერობით ეგეთი მიღწევები არ მაქვს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე.


- რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
- ვფიქრობ და ვცხოვრობ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიკვდილის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მაგაზე ხშირად მიფიქრია და მინდა, ეს  მოხდეს მაშინ, როდესაც ამის სურვილი მე თვითონ მაქვს. დეპრესიის, ფრუსტრაციის დროს, როცა ცხოვრებას აზრი არ აქვს.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- რა კარგი გოგო ხარ!











დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?