ნორმანდიის სანაპიროზე

ზეპირი ანკეტა

26 ოქტომბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ავტორი, მსახიობი და წამყვანი ოლგა ბაბლუანი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, ვიცით შენც და მეც, რომ არ არსებობს, მაგრამ, რადგან მეკითხები, ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება არის საკუთარი თავის კარგად ცნობა, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გუშინ, ღამე, ორის ნახევარზე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- მაგას, გიო, ვერ გეტყვი (იცინის)...


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი
- სიცოცხლის დიდი სიყვარული.


- ყველაზე დიდი ნაკლი
- ვერშეგუება იმასთან, რომ დრო გადის.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ამაზე არ მიფიქრია... ნაპოლეონი და ჟოზეფინა.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- გმირები? გმირები არ მყავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩემზე - სიმონა დე ბოვუარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როდესაც წავიკითხე, და დიდი გავლენა ჰქონდა კიდევ სპინოზას.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- მხატვრული გმირები არ მყავს. არ მიყვარს მხატვრული გმირები.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა...
- სამხრეთ აფრიკაში, რამდენიმე წლის წინათ გადაღებაზე.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- გამბედაობა.


- ქალში?
- პასუხისმგებლობის გრძნობა.


- საყვარელი მწერლები...
- სპინოზა, როგორც უკვე გითხარით, გარსია მარკესი, ჯეკ ლონდონი, თომას მანი და კიდევ ბევრი.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- შუბერტი.


- ფილმი?
- ფილმი ბევრი, მაგრამ კაპრას „ცხოვრება მშვენიერია“ პირველია, რაც ეგრევე მახსენდება.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემს შვილებს.

-
რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ჩემთვის სამშობლო არის ჩემი თავის ნაწილი.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიცოცხლე.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- რომ არ გამიქრეს სიცოცხლისუნარიანობის გრძნობა.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით...
- არც ერთს.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ჩემს ლოგინში, თბილად და ბევრი შვილიშვილის ყვირილით ძალიან დიდ, ლამაზ სახლში საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მას რომ ეთქვა ჩემთვის? ხომ გითხარი, აქ არ მოხვიდეო!



ფოტოგრაფი ალექსანდრე სხულუხია.







დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?