ძლიერი ვარ!

ზეპირი ანკეტა

7 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი ნელი აგირბა.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, ყველა ცოცხალი არსების თავდაპირველი არსი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- წეღან... ახლაც ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- გუშინ, რეპეტიციაზე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ძლიერი ვარ!


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ალბათ, მაქსიმალიზმი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- უინსტონ ჩერჩილთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც ახერხებენ, მყარი ღირებულებითი სისტემა ჰქონდეთ და ამავდროულად ახერხებენ, შეინარჩუნონ ადეკვატურობა თანამედროვე რეალობასთან.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- თოლია ჯონათან ლივინგსტონი და მგელი აკელა.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- საკუთარ თავში. ერთი კონკრეტული, ძალიან საინტერესო გამოცდილება მქონდა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ემოციური ინტელექტი.


- ქალში?
- ქალშიც, იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- ორსულობის დროს ყოველთვის შემიძლია ვიკითხო ერნსტ ჰემინგუეი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- იოჰან სებასტიან ბახი.


- ფილმი?
- „გზამკვლევი გალაქტიკაში ავტოსტოპით მოგზაურთათვის“.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით.
- არაფერს გამოვტოვებდი. კარგს არ გამოვტოვებ. ცუდი - განვითარებისთვის არის საჭირო. რაღაცებს ჩავანაცვლებდი, რაც უაზროდ გავატარე.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ალბათ, იმას, რომ სოციოფობია დავამარცხე და ადამიანები შემიყვარდა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- მშვიდობა და ყველა გარშემომყოფის ბედნიერება. პირველ რიგში, ჩემი შვილების მაინც და მშობლების.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ბავშვობა.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მასობრივი უბედურების.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, რომ გააზრება მოვასწრო, მაგრამ არ ვიტანჯო.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მიყვარხარ, მიუხედავად ყველაფრისა. ჩემი ცოდნა - შენი ცოდნაა.


 


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია


 









დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?