„აკა, ჯიგარი ხარ!“

ზეპირი ანკეტა

6 ივნისი 20:00, 2016 წელი
88

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერებაა, როდესაც გარშემო ყველა ბედნიერია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ერთი წუთის წინ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- გუშინ.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ძალიან ჯიუტი ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლშიც გადის ეგ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- იოთამ ზედგინიძესთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირები ის ადამიანები არიან, რომლებიც სიამაყის დაკარგვის გარეშე ახერხებენ ცუდ პირობებში გადარჩენას.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ჰეკლბერი ფინი და ძია თომა.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მესტია ჭალაში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცი უნდა იყოს პატიოსანი.


- ქალში?
- იუმორის გრძნობას.


- საყვარელი მწერლები?
- მარკ ტვენი, ნოდარ დუმბაძე და ერნესტ სეტონ-თომფსონი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრიდერიკ შოპენი.


- ფილმი?
- „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ადამიანების სიყვარულს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- მშობლები არიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასები.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
-1994, 1996 და 1998 წლები.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- ყველაფრის ნაკრები, რასაც ვაკეთებ იმ ადგილის შესანარჩუნებლად, სადაც დავიბადე.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ავარიის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მოულოდნელად.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- აკა, ჯიგარი ხარ!