ნინო წილოსანი: „მიყვარს ცხოვრება“

ზეპირი ანკეტა

21 ნოემბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი, პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც ირგვლივ ყველა კარგად არის. ასეთ დროს ბედნიერების შეგრძნება თითქოს ხელშესახებიც კი ხდება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან ხშირად ვიცინი. გულიანად გუშინ ვიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- არ მახსოვს... ახლო წარსულში არ მიტირია.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიყვარს ცხოვრება და ცხოვრების ყველა შემადგენელი ნაწილი. მათ შორის, პრობლემებიც, გამოწვევებიც, შეცდომებიც, ტკივილებიც.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ემოციური ვარ. ალბათ, ამას ნაკლად არც მივიჩნევდი, რომ არა ჩემი ცხოვრების წესი და, ზოგადად, ჩვენი საუკუნე, რომელიც იშვიათად გვაძლევს უფლებას, ვიყოთ ემოციურები.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთთავს?
- ბრძოლისუნარიანობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჟანა დ`არკთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირი, უპირველეს ყოვლისა, მამაჩემია. მისი სახით ყოველდღე თვალს ვადევნებ რეალურ ამბავს ადამიანზე, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში და, რაც მთავარია, შეინარჩუნა ადამიანური ღირსება. 


- თქვენი მხატვრული გმირები?
- გრაფი მონტე კრისტო


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როდესაც პირველად გავემგზავრე შეერთებულ შტატებში. მეგონა, საერთოდ სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. იქ ოცნებები თითქოს უფრო მასშტაბურია, ხოლო რეალობა - უფრო მძაფრი. და ამ ყველაფერს მთელი ძალით შეიგრძნობ.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ის, რომ შემიძლია, დავეყრდნო... საიმედოობა.


- ქალში?
- ქალში, ალბათ, დიპლომატია.


- საყვარელი მწერლები?
- თეოდორ დოსტოევსკი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრიდერიკ შოპენი.


- ფილმი?
- შეხარ კაპურის „ელისაბედი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი სამი შვილია.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანური ურთიერთობები. ჩვენმა დრომ და ეპოქამ ეს ძალიან იშვიათ და, შესაბამისად, უფრო ძვირფას მონაპოვრად აქცია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არა... ვფიქრობ, ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ მოვლენები ასე განვითარებულიყო და დღეს ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. „რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ჩემთვის სამშობლო არის თავდადების საგანი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის. არ ვგულისხმობ მხოლოდ სიკვდილს. არ მინდა, ჩემი შეცდომებიდან გამომდინარე დავკარგო საყვარელი ადამიანები.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- პრინციპში, ვისურვებდი, ის ეთქვა ჩემთვის, რასაც მე ვეტყოდი საკუთარ თავს: მე ვხვდები, რატომ მოიქეცი ასე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?