თამუნა თანდაშვილი: „კოლუმბი ვარ!“

ზეპირი ანკეტა

12 დეკემბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ დირექტორი საქართველოში თამუნა თანდაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც დილას თვალებს გაახელ და ბედნიერი ხარ, იმავე ღამით თვალებს დახუჭავ და კვლავ ბედნიერი ხარ - ეს  არის ჩემთვის დღეს სრულყოფილი ბედნიერება. სრულყოფილი ბედნიერება ის კონდიციაა, როცა იცი, რა გინდა, როცა გააკეთე ის, რაც გინდოდა და გაგიმართლა და გამოვიდა ისე, როგორც გინდოდა. შენი რესურსების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გულიანად გუშინ ვიცინე. ზოგადად, არაადეკვატურ სიტუაციებზე მეცინება და არა ანეკდოტებზე. საკუთარ თავზე ყველაზე მეტს ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ერთადერთი, რასაც ჩემში ტირილი შეიძლება მოჰყვეს, უსამართლობის განცდაა. ემოციური ტირილი არ მახასიათებს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- უცენზურო იუმორი და პრობლემების მოგვარების უნარი.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- საორჭოფოა. როდესაც მე კონკრეტულ თვისებას ჩემს ნაკლად მივიჩნევ, სხვა ადამიანები ამ თვისებას ჩემს ღირსებად აღიქვამენ და პირიქით. როდესაც მეუბნებიან, რომ აგრესიული ვარ, ჩემი აზრით, აგრესია ნაკლი სულაც არ არის - ეს არის ადამიანის ბევრი ენერგია, რომელიც, თუ სწორად მართე, პირიქით, შეიძლება პოზიტიურიც იყოს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- აღმოჩენების ადამიანი ვარ! კოლუმბი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ ხშირი მგზავრები ონკოლოგიური პაციენტები არიან. ვფიქრობ, დღევანდელ დღეს გმირები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ძვირფასი სიკეთისთვის - სიცოცხლისთვის იბრძვიან. ჩემთვის გმირები ექიმები არიან, სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის მებრძოლები. 


- თქვენი მხატვრული გმირები?
- დიდი ჩამონათვალი მაქვს... გარკვეული პერიოდის შემდეგ საყვარელ ნაწარმოებებს ხშირად ვუბრუნდები. აკუტაგავას აქვს ერთი პატარა მოთხრობა „ცხვირი“, რომლის პერსონაჟი ბერი ბოლო 1 თვეა,  ჩემი საყვარელი მხატვრული გმირია. რამდენი ირონია აქვს მწერალს გმირის შექმნისას, ხან თანავუგრძნობ, ხან ჩემს თავში ვპოულობ იმავეს, ხან - სხვებში. მართობს.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
-
ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი ვარ, მოგზაურობა ჩემი ცხოვრების, საქმიანი კომუნიკაციისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. შთაბეჭდილება სიტუაციურია, ბოლო დროს დიდ შთაბეჭდილებას ახდენს საქართველოს უცხოეთში აღმოჩენა. როცა პარიზში, ლუვრის კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი იდენტიფიკაციას აკეთებს, ვინ ხარ და ვინ იყო შენი პრეზიდენტი, როცა ქართველი ფეხბურთელების სახელებს გისახელებენ, ოპერის მომღერლებს იცნობენ. სოციალური მედიის განვითარების ეპოქაში, მიუწვდომელი ინფორმაცია არ არსებობს, ერთადერთი, რასაც ინტერნეტით ვერ მიიღებ და უნდა იმოგზაურო, ეს შთაბეჭდილებაა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- თვისობრივად მამაკაცს „ნამდვილობა“ უხდება. მე სუსტი მამაკაციც მომწონს, თუ ნამდვილია. სტანდარტში დამხრჩვალების არ მესმის.


- ქალში?
- ქალის ღირსებები მამაკაცის ღირსებებისგან ცოტა განსხვავდება. ქალი შეიძლება იყოს არანამდვილი, გამოგონილი პერსონაჟი. ჩემთვის გემოვნებაა მთავარი. მე მიყვარს ნიჭიერი, გემოვნებიანი და ლამაზი ადამიანები. ქალის ვიზუალს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


- საყვარელი მწერლები?
- ერნესტ ჰემინგუეი მიყვარს.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ქართველი - გია ყანჩელი.


- ფილმი?
- დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ფილმების ტიტრები ვიცი მხოლოდ, 5 წუთში მეძინება. თუმცა, არის ფილმი, რომელზეც თვალს ვერ ვხუჭავ. „სამშობლო“ (Homeland) ბოლო დროის ჩემი საყვარელი ფილმია.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- self made ადამიანი ვარ. ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით. რამის მიღწევა თუ მინდა, ყველა არსებული და არარსებული რესურსი უნდა გამოვიყენო. ლანგარზე არაფერი მოსულა არასდროს. პატარა მიზნების დასახვა ვიცი ხოლმე. შესაბამისად, ყველა დასახული მიზნის განხორციელება ჩემთვის მიღწევაა. საქმეს რაც შეეხება, ის, რომ თურქული ავიაკომპანიის ქართველი წარმომადგენელი ვარ საქართველოში და შესაძლებლობა მაქვს, საქართველოს პოპულარიზაციაში მინიმალური წვლილი შევიტანო, მეამაყება. თურქულ ბაზარზე ნდობის მოპოვება ადვილი არ არის. ყველაზე დიდ მიღწევად ჩავთვლი, თუ სოხუმში განვახორციელებ პირველ რეისს თბილისიდან ქართული დროშის ქვეშ.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დრო...


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- 90-იანი წლების ყველა ის ომი, რომელიც გამოვიარეთ. ყველა იმ სტრესულ მომენტს გამოვტოვებდი, რაც უამრავმა უსამართლო ომმა მოიტანა და შემდგომში გავლენა იქონია ჩემი თაობის სწორად განვითარებაში.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლო არის ერთობლიობა შენი დამოკიდებულების ცხოვრებასთან, შენი დამოკიდებულების ადამიანებთან, შენი დამოკიდებულების საკუთარ თავთან. სამშობლო ტერიტორია არ არის. გარემოა და ამ გარემოს, ბუნებრივია, ადამიანები ქმნიან. ჩემთვის სამშობლო არის ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრების ერთობლიობა.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- შეგრძნებების დაკარგვის, აღქმის დაკარგვის, რომ არ გაუფერულდეს ყველაფერი.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- გაპრანჭულად. ჩემს ცხოვრებაში რამდენჯერმე დამდგარა პრესიკვდილის მდგომარეობა. ეს ისეთი კონდიციაა, როცა სულ ერთი ხდება, როგორ მოკვდები. თუმცა, მაინც მინდა, რომ არ მოვკვდე. ასი წელიც სიამოვნებით ვიცოცხლებდი.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ღმერთთან სიტყვები ზედმეტია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?