16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
00:49 ხუთ. 16 მაისი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შეწყვიტეთ სხვების ნაცვლად პრობლემების გადაჭრა. გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ. თქვენს ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდემ დაისადგურა, ამიტომ იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, პატარა დღესასწაულს იმსახურებთ.
კურო
სავარაუდოდ, ამ დღეს ურთიერთობების გარკვევა და კონფლიქტში ჩართვა მოგიწევთ. ზოგი კუროსთვის ეს დღე შეიძლება ცრემლებით და სინანულით დასრულდეს. ეცადეთ, არ გაანაწყენოთ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აფასებთ. დაძაბული ვითარება შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ.
ტყუპები
უარი თქვით ფულის შეგროვებაზე, მიღებაზე და ზოგადად, ფინანსურ ოპერაციებში მონაწლეობაზე. ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არ არის. უმჯობესია, ყურადღება პროფესიული მოვალეობების შესრულებაზე გადაიტანოთ. სავარაუდოდ, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულება მოგიწევთ. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ საქმეში კოლეგები ან მეგობრები ჩართოთ.
კირჩხიბი
თუ ბოლოს დროს თავის ტკივილებმა შეგაწუხათ, ეს სავარაუდოდ, ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის შედეგია. გრძნობთ, რომ ამინდის კაპრიზებზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებით, ამიტომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ.
ლომი
ახლა ყველაზე მეტად პროფესიულ განვითარებაზე ფიქრობთ. დროა, ფიქრიდან საქმეზე გადახვიდეთ, მით უმეტეს, რომ ამის ყველა წინაპირობა არსებობს. დიახ, მეტი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ სარგებელსაც გაცილებით მეტს მიიღებთ.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის, რომ თითქოს უმნიშვნელო შეცდომამ ძალიან დაგაზარალოთ. სამსახურში ყურადღება წუთითაც არ უნდა მოადუნოთ, თორემ კონკურენტები ამას თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ შეხედულებებს გადახედოთ. ძალიან ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს არასათანადოდ აფასებთ და გაშინებთ დავალებები, რომელთა შესრულებაც მარტივად შეგიძლიათ. ასეთი თავმდაბლობით საკუთარ თავს ამცირებთ. მეტი ინიციატივა! მეტი გაბედული ქმედებები გჭირდებათ!
მორიელი
ძალიან ახლობელ ადამიანთან არცთუ ისე სასიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, თავი მსხვერპლის პოზიციაში არ ჩაიყენოთ და იმ პირობებს არ დათანხმდეთ, რომლებსაც გკარნახობენ. ამ დღეს "არა" უნდა უთხრათ მათაც კი, ვისზეც დამოკიდებული ხართ და ვინც ძალიან გიყვართ.
მშვილდოსანი
აქტიური და ენერგიული დღეა. თქვენი შრომისმოყვარეობა სასწაულებს მოახდენს. გირჩევთ, ეს ენერგია ოჯახში ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართოთ. აქ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომელიც თქვენს პირად მონაწილეობას საჭიროებს. აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ.
თხის რქა
რთული და მრავალმხრივი დღისთვის უნდა მოემზადოთ. დილიდან თავზე იმდენი საქმე გექნებათ, რომ სულის მოთქმის დროს ვერ იპოვით. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები გადაღლის ბრალია. ეცადეთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.
მერწყული
ამ დღეს თქვენ გარშემო ბევრი ნეგატივი იქნება, მაგრამ დროა, თავის დაცვა ისწავლოთ. თქვენი ნერვული სისტემა მორიგ შეტევას ვეღარ გაუძლებს, ამიტომ ცადეთ სუფთა ჰაერზე მეტი დაისვენოთ და უსიამოვნო ფრაზებს „ორი ყურის პრინციპით“ მოუსმინოთ.
თევზები
მშვიდი და სასიამოვნო დღეა. პრობლემებს არც სახლში და არც სამსახურში არ უნდა ელოდოთ, ამიტომ ნუ აჩქარდებით და საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრეთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მთავარია, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან