ფსიქოლოგიური პორტრეტი ხელის მტევნის მიხედვით
12:00 პარ. 8 ოქტომბერი, 2021 წელი
ერთი ხელის ცერა თითი მეორე ხელის იდაყვის სახსრის შიდა მხარეს დაადეთ, ხოლო შუა თითით შეეცადეთ, მაჯას მისწვდეთ, ისე როგორც ფოტოზეა. მისწვდით? გილოცავთ - თქვენ დიდი მტევანი გაქვთ. ვერ მისწვდით? მაშინ თქვენ პატარა მტევანი გქონიათ. ახლა კი ნახეთ, რას ნიშნავს ეს?
დიდი მტევანი:
თქვენ პერფექციონისტი ყოფილხართ. სამუშაო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი ხარისხოვანი და არა რაოდენობრივი მხარე. სწორედ ამის გამო შესაძლოა, ვადებში ვერ ჩაეტიოთ, მაგრამ ეს ამად ღირს!
თქვენ ძლიერ მგრძნობიარე და ყურადღებიანი ხართ. ხშირად პრობლემები გულთან ახლოს მიგაქვთ და თანაც, რაც უფრო საინტერესოა - არამხოლოდ საკუთარი. თქვენი ეს თვისება ძალიან მოსწონთ თქვენს მეგობრებს, მათ იციან, რომ თქვენ ყოველთვის მოუსმენთ.
პატარა მტევანი:
თქვენ ცოტა ავანტიურისტი ხართ. გიყვართ მოგზაურობა და მძაფრი განცდები. ახალი შთაბეჭდილებების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. მართალია, კარგი ინტუიცია გაქვთ, მაგრამ ცხოვრებაში ფაქტებს უფრო აფასებთ, ვიდრე ინტუიციას.
თქვენ ერთბაშად მრავალი სამუშაოს შესრულება არ გიყვართ. თქვენთვის მთავარია, სამუშაოში მთლიანად ჩაეფლოთ და არაფერმა გაგიფანტოთ ყურადღება. ზოგჯერ ფიცხი ხართ, რაც ბევრ რამეში გიშლით ხელს.
🔰:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან