იცით თუ არა

ამები - მარგალიტებზე მონადირე იაპონელი „ქალთევზები“, რომლებსაც ზვიგენებისაც არ ეშინიათ

fun time

19:59 შაბ. 7 ოქტომბერი, 2023 წელი

ამა - ზღვის ქალები

14
დაკოპირებულია

ამებს (ზღვის ქალებს) იაპონურ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. მათი საქმე ზღვის ფსკერიდან ძვირფას მარგალიტების მოპოვებაა.

 

ლეგენდის თანახმად, „ზღვის ქალები“ იაპონიაში ორი ათასზე მეტი წლის წინ გაჩნდნენ. ისინი მეთევზეების ცოლები ან ქალიშვილები იყვნენ და ზღვაზე მუშაობა ქმრებისა და მამების დახმარებით დაიწყეს - სანამ მამაკაცები თევზაობდნენ, ქალები რვაფეხებსა და ხამანწკებს აგროვებდნენ. ეს საკმაოდ რთული საქმე იყო, რომელიც კარგად ცურვის გარდა, ოსტატურად ყვინთვას მოითხოვდა. როგორც გაირკვა, ცივ წყალში დიდხანს გაჩერება მამაკაცებზე უკეთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს გამოსდით, ამის მიზეზი კი ქალის ფიზიოლოგიური მახასიათებლები და მეტი ცხიმოვანის ქსოვილია.

ამებს ზღვაში 25 მ-ის სიღრმეზე ჩასვლა და წყლის ქვეშ ოთხი წუთი დარჩენა შეუძლიათ. ისევე, როგორც საუკუნეების წინ, ამა წყალში ჟანგბადის ნიღბებს და სპეციალურ მოწყობილობებს არ იყენებს.

ამები ზღვის ფსკერზე დღეში ორჯერ - დილით და შუადღისას ეშვებიან და თითოეული ჩაშვება საათ-ნახევარს გრძელდება. წინაპრებისგან განსხვავებით, თანამედროვე ამა რვაფეხებისა და ხამანწკების ნაცვლად, მოლუსკებს მოიპოვებს, რომლებიც ძვირფას მარგალიტს წარმოშობს.

გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც მარგალიტებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო, გამოცდილ ამას მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში 80 ათასი დოლარის შოვნა შეეძლო. აგენტის 007-ის შესახებ 1967 წელს გადაღებულ ფილმში ჯეიმს ბონდი, რომელსაც შონ კონერი თამაშობს, მომხიბვლელ "ზღვის ქალს" ხვდება, რომელიც ამავდროულად, იაპონიის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელია.

ბევრი სხვა პროფესიისგან განსხვავებით, ამები პენსიაზე არ გადიან. მიეს პრეფექტურაში შეიძლება დღესაც შეხვდეთ 70 წელს გადაცილებულ ამებს, რომლებიც ნორჩი გოგოებივით გამოიყურებიან.

თუ იაპონია გაინტერესებთ 👇

იაპონიის 10 უცნაურობა

როგორ აშენებენ იაპონელები სეისმოგამძლე ცათამბჯენებს?

იაპონიაში რკინიგზის სადგური ერთადერთი მგზავრისთვის მუშაობს

რატომ იკარგებიან იაპონიაში ადამიანები და რატომ არ არის მიღებული მათი ძებნა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი