იცით თუ არა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის კონცეფციაზეა შექმნილი?

fun time

22:00 ოთხ. 13 მარტი

ბანქო და კალენდარი

14
დაკოპირებულია

ბანქოს თამაშის წარმომავლობის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. მაგალითად: ყველაზე ძველი ისტორიული წყარო, რომელშიც ბანქო გვხვდება, მე-9 საუკუნის ჩინური ლიტერატურაა. ევროპაში მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა - იტალიაში ან ესპანეთში; საქართველოში მე-17 საუკუნის ბოლოს, საფრანგეთიდან, პოლონეთის, გერმანიისა და რუსეთის გავლით მოხვდა. სტანდარტულია 52-ქაღალდიანი „ფრანგული ბანქო“... თუმცა ცოტას თუ სმენია ვერსია, რომლის მიხედვითაც, სათამაშო ბანქოს კალენდრის კონცეფციაზე/სისტემაზეა შექმნილი. 

თავად ნახეთ:

**

ბანქოს დასტა (სტანდარტული) 52 ქაღალდს მოიცავს (+2 ჯოკერი);

ზუსტად ამდენი კვირაა წელიწადში.

***

წელიწადის თითოეული სეზონი (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) 13 კვირას მოიცავს;

ასევე 13 ქაღალდს მოიცავს ბანქოს თითოეული მასტიც (ყვავი, ჯვარი, აგური, გული): 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, ვალეტი (ფრანგულიდან valet მსახური), დამა (ფრანგულიდან dame მანდილოსანი), მეფე, ტუზი.

***

წელიწადში 4 სეზონია;

ბანქოში კი 4 მასტია: ყვავი, ჯვარი, აგური, გული.

***

წელიწადში 12 თვეა;

ბანქოში კი 12 ქაღალდია ადამიანის გამოსახულებით (3 ვალეტი, 3 დამა, 3 მეფე).

***

წითელი ფერი დღის სიმბოლოა, შავი - ღამის.

***

თუ ბანქოს იმ ქაღალდებს, რომლებზეც ადამიანები არიან გამოსახული, შესაბამის რიცხვს მივუსადაგებთ: ვალეტი = 11, დამა = 12, მეფე = 13 და შემდეგ დასტაში შემავალ რიცხვებს შევაჯამებთ, მივიღებთ 91-ს:

1(ტუზი) + 2 + 3 + 4 + 5 + 6 + 7 + 8 + 9 + 10 + 11 + 12 + 13 = 91.

ახლა 91 გავამრავლოთ 4 „მასტზე“: 91x4 = 364.

დავამატოთ ერთი ჯოკერი და მივიღებთ 365-ს ანუ წელიწადში დღეების რაოდენობას.

ნაკიანი წელიწადისთვის ბანქოში კიდევ ერთი ჯოკერია: 365+1 = 366.

***

როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი დამთხვევაა, თუ ბანქო მართლაც კალენდრის სისტემაზე შეიქმნა?

ესეც დაგაინტერესებთ:

ნიკოლოზ II და უკანასკნელი რომანოვები - საბჭოური ბანქოს პროტოტიპები

რა საერთო აქვთ სენდვიჩსა და აზარტულ თამაშებს?

რა კავშირი აქვს ნარდს ასტროლოგიასთან?

რა კავშირშია ტაქსი და ჭადრაკი ერთმანეთთან?

წყარო: www.wopc.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად