იცით თუ არა

მარგალიტის თვისებები - ვინ უნდა ატაროს ეს ჯადოსნური ქვა?

fun time

18:51 ოთხ. 13 დეკემბერი, 2023 წელი

მარგალიტის თვისებები

14
დაკოპირებულია

მრავალი საუკუნეა, რაც ეს ლამაზი და იდუმალებით მოცული ქვა ადამიანების ყურადღებას იპყრობს. 

როგორ გაჩნდა მარგალიტი:

მითები:

ჩინური ლეგენდის თანახმად, მარგალიტის გაჩენა დრაკონების სისხლისმღვრელ ბრძოლას უკავშირდება. დრაკონების შერკინების დროს საშინელი ჭექა-ქუხილი დაწყებულა და ციდან სეტყვა წამოსულა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სეტყვა კი არა, მარგალიტის მარცვლები ყოფილა;

ინდოელებს სწამთ, რომ მარგალიტი წვიმის წვეთია, რომელიც ხამანწკაში მოხვდა;

სლავებისთვის კი ის ვარდის ფურცელზე გაყინული ნამია.

რეალობა:

მითები და ლეგენდები ერთია და ძვირფასი ქვის წარმოშობის ნამდვილი ისტორია ნაკლებად რომანტიკულია. დადგენილია, რომ მარგალიტი მოლუსკის სხეულში უცხო საგნის მოხვედრის შედეგად ყალიბდება.

ერთ ნიჟარაში შეიძლება რამდენიმე მარგალიტი ჩამოყალიბდეს, თუმცა, რაოდენობის მატებასთან ერთად მისი ზომა მცირდება.

მარგალიტის ფერები

მარგალიტის ფორმა და ფერი, პირველ რიგში, დამოკიდებულია წყალსატევზე, რომელშიც ხამანწკა ბინადრობს. აქედან გამომდინარე, ძვირფასი ქვა შეიძლება რძისფერი, ვარდისფერი, ლურჯი ან შავიც კი იყოს.

ყველაზე ხშირად თეთრი, ვარდისფერი და ცისფერი მარგალიტი გვხვდება, ყველაზე იშვიათად კი - შავი, მანათობელი ცისფერი და ქათქათა თეთრი, ამიტომ მათი ფასი გაცილებით მაღალია.

ასევე ძვირად ფასობს უხარვეზო, იდეალურად სწორი ფორმის მოელვარე მარგალიტი, რომელსაც სადაფის სქელი ფენა აქვს. შედარებით იაფია ოვალური, მსხლის ან უბრალოდ, უსწორმასწორო ფორმის მარგალიტები.

მარგალიტის სახეობები:

მტკნარი წყლის (მდინარის) მარგალიტი - ზომა 7 მმ-მდე. უმეტესად, სფეროს ან ელიფსის ფორმის. ფერი: თეთრი, კრემისფერი, მოყვითალო ან ნაცრისფერი ელფერით.

ტაიტური კულტივირებული მარგალიტი - ხელოვნურად გამოყვანილი მარგალიტი. ზომა 12 მმ-მდე. ყველაზე ხშირად ნაცრისფერი ან შავი შეფერილობისაა.

კულტივირებული მარგალიტი „აკოია“ - დიდი ზომის (14 მმ-მდე) მარგალიტია. იზრდება ხელოვნურ გარემოში. „აკოია“ შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ლურჯის გარდა.

სამხრეთ ზღვის კულტივირებული მარგალიტი - დიდი ზომის (22 მმ-მდე) ბუნებრივი მარგალიტი, რომელსაც სამხრეთის ზღვებში მოიპოვებენ. შეიძლება ნებისმიერი ფერის შეგვხვდეს.

მარგალიტის თვისებები

უძველესი დროიდან მარგალიტი ადამიანის ცხოვრებაში ერთგვარი ინდიკატორის როლს ასრულებდა - მას შეუძლია ფერი იცვალოს, თუ მის მფლობელი ბოროტი თვალს ან მაგიურ ზემოქმედებას განიცდის.

ეს ქვა ძალიან პრეტენზიულია მფლობელის არჩევისას. ის მხოლოდ სულით და აზროვნებით სუფთა ადამიანებს იცავს, ბოროტი, მატყუარა და მოღალატე ადამიანისთვის კი სრულიად უსარგებლოა. სწორედ ამიტომ ითვლება მარგალიტი სიწმინდის, გულწრფელობისა და ღვთაებრივი საწყისის სიმბოლოდ. აზიის ქვეყნებში მას სხვადასხვა თილისმებში იყენებენ, რომ ადამიანი დაიცვას.

მარგალიტი ქალებში აძლიერებს მათ მომხიბვლელობას, მამაკაცებს კი წარმატებას მოუტანს და საფრთხის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

მოერიდეთ მარგალიტის სამკაულების ტარებას, თუ ისინი თქვენამდე სხვა ადამიანს ეკუთვნოდა - მარგალიტი თავისი მფლობელის ერთგვარ ენერგეტიკულ ყალიბს ქმნის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ძვირფასი ქვის ახალ მფლობელს წინამორბედისგან მემკვიდრეობით პრობლემათა მთელი წყება ერგოს.

ზოდიაქოს თავსებადობა

კირჩხიბებისთვის მარგალიტი სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების ქვაა. მას ურთიერთობების გაძლიერება შეუძლია.

თევზებისთვის მარგალიტი სულიერი სიძლიერისა და ინტუიციის სიმბოლოა. ის წარმოსახვის განვითარებას და ცხოვრებაში ჰარმონიის შემოტანას ეხმარება.

ვერძისთვის მარგალიტი შეიძლება ძალისა და შთაგონების წყაროდ იქცეს. ის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, ხელს შეუწყობს ლიდერული თვისებების განვითარებას და იღბლის მოზიდვას.

კუროს მარგალიტი სტრესის მოხსნაში და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ასევე კეთილდღეობისა და სტაბილურობის მოზიდვაში დაეხმარება.

მარგალიტებს შეუძლიათ გააძლიერონ ტყუპების ინტუიცია და კომუნიკაციის უნარი, ასევე მიიზიდონ საინტერესო ადამიანები მის ცხოვრებაში.

ქალწულებს ეს ქვა მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვაში, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება.

სასწორს მარგალიტი სულიერი წონასწორობისა და ჰარმონიის პოვნაში დაეხმარება. რაც მთავარია, მას სიყვარულის მოზიდვა შეუძლია.

მარგალიტი მშვილდოსნის ინტუიციას გააძლიერებს და მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

თხის რქებისთვის მარგალიტი ფინანსური კეთილდღეობისა და წარმატების სიმბოლოა. ის სტაბილურობის მოზიდვასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყულებს მარგალიტი ახალი იდეების მიზიდვაში, მეგობრობის გაძლიერებაში და საინტერესო ადამიანების გაცნობაში დაეხმარება.

მორიელებს მარგალიტი ძალასა და თავდაჯერებულობას შემატებს, სირთულეების დაძლევასა და ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვაში დაეხმარება, თუმცა, უმჯობესია ამ ნიშნის წარმომადგენლებმა შავი მარგალიტი აირჩიონ.

ლომებმა ენერგეტიკული შეუთავსებლობის გამო, უმჯობესია მარგალიტის ტარებაზე უარი თქვან!

ესეც დაგაინტერესებთ:

მარგალიტის მოპოვება - უშიშარი იაპონელი „ქალთევზები“ ამები

როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი