იცით თუ არა

რატომ კვდება ფუტკარი ადამიანის დანესტვრის შემდეგ?

fun time

19:43 სამ. 14 ივნისი, 2022 წელი

ფუტკარი და ადამიანი

14
დაკოპირებულია

ფუტკარი დანესტვრის შედეგ მალევე კვდება. რატომ დაუშვა ბუნებამ ასეთი შეცდომა, როდესაც ფუტკრის თავდაცვის იარაღს ქმნიდა?  ან იქნებ ყველაფერი ასე მარტივად არ არის და რაიმე საიდუმლო არსებობს?

 

ფუტკრები წარმოუდგენლად შრომისმოყვარე არსებები არიან და მაღალგანვითარებულ და ძალიან რთულად მოწყობილ თემებში ცხოვრობენ.

მუშა ფუტკარი სერიოზული დამცავ მექანიზმს ფლობს, რომელიც ნესტრისა და შხამისგან შედგება. კბენა, უფრო სწორად, დანესტვრა ძლიერ ტკივილს იწვევს და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თუმცა, სიკვდილის ალბათობა ისეთივე დაბალია, როგორც მეხის დაცემის შემთხვევაში - მსოფლიოში ფუტკრის ნაკბენით 1 მილიონზე მხოლოდ 0,03-0,48 ადამიანი იღუპება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფუტკრის ნაკბენი ადგილობრივად, მწვავე ტკივილს და დაზიანებული უბნის შეშუპებას იწვევს.
თუ ადამიანს ფუტკრის შხამზე ალერგია აქვს, შეიძლება ცხელება და სისუსტე განუვითარდეს, მაგრამ რა მოსდის თავად ფუტკარს?

მეცნიერების განმარტებით დანესტვრა ყველა ფუტკარს არ შეუძლია და რომელსაც შეუძლია, ყველა არ კვდება.

დანესტვრის შემდეგ არც ბზიკები კვდებიან, მაგრამ აი, თაფლის მწარმოებელი ფუტკარი კი კვდება და საქმე იმაში არ არის, რომ ბუნებამ რაღაც ვერ გაითვალისწინა.

მიზეზი ადამიანის კანში იმალება:

ფუტკრის ნესტარს აქვს კბილანები, რომლებიც დანესტვრისას ქოლგისებურად იშლება და ხელს უშლის მწერს, რომ ნესტარი ადამიანის სქელი და ელასტიკური კანიდან ამოიღოს. ნესტარი შხამის ბუშტიანად წყდება ფუტკრის ორგანიზმს, რის შემდეგ ფუტკარი კვდება. მისი ბასრი, დაკბილული იარაღი კი ჩვენს კანში რჩება და მისი ამოღება ადვილი არაა.

თაფლის მწარმოებელი ფუტკრის დამნესტრი აპარატი სხვა მწერებზეა გათვლილი. მაგალითად, ბზიკის დანესტვრის შემდეგ ფუტკარი მშვიდად ამოიღებს ნესტარს და შეუძლია მეორედ და მესამედაც დანესტროს. ადამიანი ფუტკრის ბუნებრივი მტერი არაა, ამიტომ მისი ნესტარი ადამიანის კანზე გათვლილი არ გახლავთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი