იცით თუ არა

როგორ გახდა საფრანგეთი მსოფლიოს მოდის ცენტრი?

fun time

16:00

როგორ გახდა საფრანგეთი
მსოფლიოს მოდის ცენტრი?

14
დაკოპირებულია

საფრანგეთის მეფე ლუი XIV დე ბურბონი, რომელიც ქვეყანას მე-17 და მე-18 საუკუნეებში მართავდა, მოდისა და ჩაცმულობის დიდი მოყვარული იყო. ითვლება, რომ მაღალუსლიანი ფეხსაცმელი წითელი ძირებით სწორედ ლუიმ გამოიგონა. საფრანგეთის მეფე ლამაზად ჩაცმის ხელოვნებაში საფრანგეთის ეკონომიკური ძლიერებას ხედავდა  და მოდის განვითარებაზე დიდ იმედებს ამყარებდა. 

„მეფე მზემ“ ადგილობრივი ტექსტილის ინდუსტრიის მხარდასაჭერად უზარმაზარი ფული გაიღო. ლუი მოდასთან დაკავშირებულ უცხოურ პროდუქციას ადგილობრივთან კონკურენციის საშუალებას უსპობდა. ლუი და მისი ფინანსთა მინისტრი, ჟან-ბატისტ კოლბერი ირწმუნებოდნენ, რომ საფრანგეთისთვის მოდა იგივე გახდებოდა, რაც ესპანეთისთვის პერუს ოქროს მაღაროებია.

სწორედ ლუი XIV დროიდან საფრანგეთი და პარიზი მსოფლიო მოდის დედაქალაქად იქცა.


ლუდოვიკო XIV დაწყებული საქმე მარი ანტუანეტამ განაგრძო, რომელსაც მიზნად ჰქონდა, რომ თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა.

დედოფლისთვის ულმაზეს კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა. სწორედ მის შემდეგ დაიწყო ეპოქა, რომელშიც მკერავები ნელ-ნელა „კუტიურიეებად“ იქცნენ. მაგალითად, „კუტიურიე“ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.

„მოდის ჩვენებები” (Défilés de fashion ) პარიზში, ჯერ კიდევ მე -18 საუკუნეში იმართებოდა, თუმცა მაშინ ტანსაცმელს ხის მანეკენებს არგებდნენ.

1850-იან წლებში კი მოდის ჩვენებებზე სამოსი, უსულო მანეკენების ნაცვლად, ახალგაზრდა ქალებს მოარგეს და მოდელის პროფესიას საფუძველი ჩაუყარეს.

თუკი ჰოთ კუტიურე მაღალი მოდის სინონიმი იყო, ასევე საფრანგეთში გაჩნდა ტერმინი პრეტ-ა-პორტე, რომელიც რანგით დაბლა დგას და მზა სამოსს აღნიშნავს.

და კიდევ 5 მიზეზი, თუ რატომ არის საფრანგეთი და, კონკრეტულად, პარიზი მსდოფლიოს მოდის ცენტრი:

  1. აქ არის თავმოყრილი მსოფლიოში ცნობილი მოდის სახელების მთავარი ოფისები, როგორიცაა Céline, Chanel, Chloe, Dior, Givenchy, Jean-Paul Gaultier, Hermes, Donna Karan, Lanvin, Rochas, Vuitton და Yves Saint Laurent;
  2. პარიზში იმართება მოდის ყველაზე დიდი მასშტაბური კვირეული წელიწადში ორჯერ: გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებისთვის;
  3. პარიზი სამოთხეა შოპინგის მოყვარულებისთვის. აქ არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სავაჭრო ქუჩები - ელისეის მინდვრები, ავენიუ მონტენი და ჯორჯ V-ის ქუჩა - ცნობილია როგორც "ოქროს სამკუთხედი".
  4. პარიზში შეიქმნა ბიკინი - იმ დროისთვის სკანდალური ღია საცურაო კოსტიუმი, რომელიც ლეგენდარული ბრიჯიტ ბარდოს დამსახურებით საოცრად პოპულარული გახდა;
  5. პარიზში მდებარეობს ყველაზე ავტორიტეტული მოდის სკოლა L'Ecole de la Chambre Syndicale de la Couture Parisienne, რომელიც 1927 წელს დაარსდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი