იცით თუ არა

რომელი მწერის მოკვლა უტოლდება ბოშებში ადამიანის მკვლელობას?

fun time

12:00 პარ. 4 თებერვალი, 2022 წელი

ბოშების ტრადიციები

14
დაკოპირებულია

ბოშების კულტურა და ტრადიციები ძალიან საინტერესოა. ზოგიერთი ტრადიცია ქრისტეს შობიდან იღებს სათავეს. ბევრი ბოშა ქრისტიანობას აღიარებს, ამიტომ მათთვის მცნება - „არა კაც კლა“ ცარიელი ფრაზა არ არის. წლების წინ, თურქეთში მცხოვრები ბოშები ადგილობრივ ხელისუფლებას ფულსაც კი უხდიდნენ, რომ მათთვის ქრისტიანობა არ წაერთმიათ. ბევრ მოგზაურს ძალიან უკვირდა, რომ ისინი ოქროს ჯვრებს ატარებდნენ. ბოშების ტრადიციის თანახმად, ისინი ერთმანეთს არასოდეს კლავენ. უფრო მეტიც, ბოშებში აკრძალულია მწერის მოკვლა, რომელსაც „სული აქვს“.

ადამიანის მოკვლა და სასჯელი

ადამიანის მკვლელობის მიმართ ბოშების დამოკიდებულება (ყოველ შემთხვევაში, წარსულში) არაერთგვაროვანია. ბოშათა კანონების თანახმად, მოღალატე ცოლის მკვლელობა სამართლიანად ითვლებოდა, თუმცა ამის გამო ბოშები სასტიკ ხალხად არავის ჩაუთვლია. ბოშებს შორის მკვლელობაზე არსებული ტაბუ დიდწილად, რელიგიითაა განპირობებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეთნიკური უმცირესობის მრავალი წარმომადგენელი ქრისტიანია.

ბოშები თავად სჯიან ბოშას, რომელმაც თანატომელზე ხელის წევა გაბედა, თუმცა სასჯელი „სისხლის აღებას“ და დამნაშავის მოკვლას კი არა, ბოშათა ბანაკიდან გაძევებას გულისხმობდა.

წარსულში ბოშათა ბანაკი ადამიანთა დაჯგუფებას წარმოადგენდა, რომელსაც საარსებო წყაროს შოვნა აერთიანებდა. ნებისმიერი ბოშასთვის ბანაკიდან განდევნა უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა და დამნაშავეს მორალურ და მატერიალურ ტანჯვას უკავშირდებოდა.

„სული“

მხოლოდ ადამიანის კი არა, ბოშებისთვის ზოგი ცხოველის, ფრინველის და მწერის მოკვლად საშინელ ცოდვად ითვლებოდა. მაგალითად, ითვლებოდა, რომ ჩიტის მოკვლას ერთ-ერთი ბოშას სიკვდილი მოჰყვება. ბოშებს სწამდათ, რომ ორსულმა ქალმა თაგვი არ უნდა მოკლას, თორემ ახალშობილს ლოყაზე მღრღნელის ფორმის ლაქა ექნება.

ბოშებში განსაკუთრებით მძიმე ცოდვად ფუტკრის მოკვლა ითვლებოდა, რაც ბიბლიურ ლეგენდას უკავშირდებოდა. „ფუტკრის მოკვლა ისეთივე სასიკვდილო ცოდვაა, როგორც ადამიანის მოკვლა, რადგან მას ადამიანის მსგავსად, სული აქვს“ - ამბობდნენ ბოშები.

სხვათა შორის, ეს მომთაბარე ტომი საკუთარ ფოლკლორში მსგავსი ლეგენდების სიმრავლით განთქმულია.

ლეგენდა ქრისტეზე

ბოშებს გულწრფელად სწამდათ, რომ ღმერთმა მათ ქურდობის უფლება მისცა. ეს რწმენა უკავშირდება ლეგენდას, რომ ქრისტეს ჯვარცმისთვის განკუთვნილი ერთი ლურსმანი ბოშამ მოიპარა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო ყველაზე დიდი ლურსმანი, რომელიც მაცხოვრის მკერდში უნდა ჩაეჭედებინათ. უკრაინელი და ბელორუსი ბოშები ამტკიცებენ, რომ ბოშა ბიჭმა ლურსმანი თმაში დამალა და მას შემდეგ ბოშების უმეტესობას ხვეული თმა აქვს. ბოშების რწმენით, ქრისტემ მადლიერების ნიშნად, ბოშებს დაუსჯელად ქურდობის უფლება მისცა.

მითოსურ ამბავს უკავშირდება ფუტკრის შესახებ კიდევ ერთი ბოშური ლეგენდა:

ამ ლეგენდის თანახმად, ჯალათმა, ქრისტეს აღდგომა რომ არ დაეშვა, მისთვის გულში ლურსმნის ჩაჭედება გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს ქრისტეს მკერდზე ფუტკარი დააჯდა.
ბოშამ, რომელიც იქვე იდგა, ჯალათს უთხრა, რომ მაცხოვარს გულში ლურსმანი უკვე ჩაჭედებული ჰქონდა და ფუტკარზე მიუთითა.
ამის წყალობით ქრისტე გულში ლურსმნის ჩაჭედებას გადაურჩა. მალე მკვდრეთით აღდგა და ფუტკარი აკურთხა, ხოლო ბოშებს ქურდობის და ადამიანების მოტყუების ნება მისცა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელი ჯიშის კატა ცოცხლობს ყველაზე...

ბურმანული კატა

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?