სილამაზე/ჯანმრთელობა

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებლის სასარგებლო თვისებები

fun time

16:00 სამ. 16 აპრილი

კურკუმა ყავაში

14
დაკოპირებულია

დიდი ხანია, ინდურ სანელებლებს არა მხოლოდ გემრიელი კერძების მომზადებისთვის, არამედ სახის, ტანისა და თმის მოვლისთვის გამოიყენებენ. ერთ-ერთი ასეთი სანელებელია კურკუმა, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. 

კურკუმას თვისებები

კურკუმა შეიცავს უამრავ აქტიურ ნაერთს, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვთ და მათი დახმარებით:

  • ხსნის ანთებით პროცესებს.
  • ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც თავისუფალი რადიკალების განეიტრალება შეუძლია.
  • აუმჯობესებს ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
  • შეიძლება დაეხმაროს ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობაში.
  • ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობას.
  • ებრძვის დიაბეტს.
  • ადამიანს დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარება.
  • დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
  • წონის კლებაში გვეხმარება.

როგორ გვეხმარება კურკუმა წონაში დასაკლებად?

  • კურკუმა აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს,
  • ბლოკავს კუჭში ჭარბი ცხიმების შეწოვას,
  • შლის ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმს ჯერ არ შეუწოვია,
  • ებრძვის ცუდ ქოლესტერინს და გამოაქვს ორგანიზმიდან,
  • ასუფთავებს ნაწლავებს ტოქსინებისა და მავნე ლორწოსგან,
  • აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას,
  • ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების „დეზინფექციას“.

როგორ მივიღოთ კურკუმა?

მძაფრი გემოს გამო, ამ სანელებლის სუფთა სახით მიღება არასასურველია, უმჯობესია, ამ რეცეპტებიდან რომელიმე გამოიყენოთ:

1. 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა შეურიეთ მაწონს ან იოგურტს (ტკბილი დანამატების გარეშე) და ვახშმის ნაცვლად ან მსუბუქი ვახშმის შემდეგ მიირთვით.

2. 1 ჩაის კოვზი კურკუმა შეურიეთ 1 ჭიქა თბილ რძეს და ძილის წინ დალიეთ. კურკუმა აკონტროლებს მადას და ამცირებს ტკბილეულისადმი ლტოლვას.

3. 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაუმატეთ ჯანჯაფილი, კურკუმა და დარიჩინი. სანელებლების გახსნის შემდეგ გაგრილებულ სასმელს დაუმატეთ თაფლი და მთელი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპობით სვით.

რეკომენდებულია დღეში, მაქსიმუმ, 1 გრ კურკუმას მიღება.

კურკუმა ყავაში

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კურკუმა გულის მუშაობას აუმჯობესებს და სისხლში შაქრის დონეს აწესრიგებს, რაც მნიშვნელოვანია 2 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

კურკუმას ყავასთან ტანდემში ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს და განწყობას აუმჯობესებს. თუ ყავას დაუმატებთ თაფლსა და კურკუმას, ის სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და თრომბის წარმოქმნას შეებრძოლება.

ჩვეულებრივი წესით მოხარშულ ყავას დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა და დანის წვენით შავი პილპილი. დასატკბობად შეგიძლიათ თაფლი ან შაქრის შემცვლელი გამოიყენოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

მცენარეები და სანელებლები მუცლის ცხიმის დასაწვავად

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!

ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან - 7 საუკეთესო პროდუქტი

სკრაბი ნაწლავებისთვის - თაფლის და სელის თესლის კოქტეილი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის