სილამაზე/ჯანმრთელობა

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც ბუზი დააჯდა?

fun time

18:26 ხუთ. 2 მაისი

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

14
დაკოპირებულია

გაზაფხულის დადგომისთანავე ეს მომაბეზრებელი მწერი ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მას წებოვანი ლენტებით და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით ვებრძვით, ფანჯრებზე დამცავ ბადეებს ვაყენებთ და თუ სადმე მაინც შემოგვეპარა, მოსაკლავად ოთახიდან ოთახში დავდევთ. ოდესმე თუ გიფიქრიათ, ასე რატომ ვიქცევით? ისინი ნამდვილად ასეთი საშიშები არიან, თუ ბუზისგან სპილოს ვქმნით?

სინამდვილეში, ყველა ბუზი საშიში არ არის. რაც შეეხება სინანტროპიულ სახეობებს (სახლის ბუზები), მათთან სიფრთხილეა საჭირო.

წელიწადის თბილ დროს სახლში ჩვეულებრივი საჭმლის მომზადება ნამდვილ განსაცდელად იქცევა - სულ ყურადღებით უნდა იყოთ, რათა ჰაერიდან მომდინარე საფრთხე არ გამოგეპაროთ.

როგორ იქცევა ბუზი, როცა საჭმელს ეხება?

თავიდან ის წინა თათებს ერთმანეთს უსვამს, თითქოს საკუთარ კმაყოფილებას გამოხატავს, თუმცა, სინამდვილეში გემოვნების რეცეპტორებს ისუფთავებს. დიახ, ბუზს ისინი პირდაპირ თათებზე აქვს და მათი დახმარებით საჭმელს პირში ჩადების გარეშე აგემოვნებს.

თუ საქმე გემოვნებაზე მიდგება, ბუზებს დამპალი ვაშლი ან თხევადი, კოსმონავტების საკვების მსგავსი კონსისტენციის ურჩევნიათ, მაგრამ თუ გარშემო ასეთი არაფერი მოიძებნება, ყველს, ძეხვს თუ პურსაც სიამოვნებით გასინჯავენ.

სხვათა შორის, შეგიძლიათ ყურადღების გადატანის მანევრი გააკეთოთ - როდესაც საჭმელს ამზადებთ, შორიახლოს დაჭრილი ვაშლი დადეთ. ამით „მოისყიდავთ“ ბუზს და ის თქვენს საუზმეს არ შეეხება.

რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის ის საკვები, რომელსაც ბუზი დააჯდა?

რადგან ბუზს კბილები არ აქვს, მას მყარი საკვების დაღეჭვა არ შეუძლია, ამიტომ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ძეხვი, ყველი, პური და ხახვი, ბუზი ფერმენტებით მდიდარ ნერწყვს ამოარწყევს, საკვებს შლის და შემდეგ ისრუტავს.

რა თქმა უნდა, ბუზის ნერწყვით შეზავებული საჭმლის დაგემოვნება არც ისე სასიამოვნოა.

თუმცა საფრთხე იმდენად ბუზის ნარწყვში კი არა, ბუზის თათებზე არსებულ მიკრობებშია!

სახლის ბუზები უმეტესად ლპობადი ორგანული ნივთიერებებით საზრდოობენ: ცხოველის სისხლით, ხრწნადი ნივთიერებებით, განავლით და ა.შ.; შესაბამისად, ბუზებს ძირითადად, ნაგვის ურნებში და ტუალეტებში შეხვდებით, სადაც უამრავი მიკრობია.

მკვლევრებმა ბუზებში 130 პათოგენი დააფიქსირეს. მათ შორის აღმოჩნდა სოკოები, ვირუსები, პარაზიტები და ბაქტერიები, მათ შორის: სალმონელა, ეშერიხია კოლი (E. coil), ოქროსფერი სტაფილოკოკი, Bacillus cereus და Bacillus subtilis და ა.შ.

რამდენად საშიშია ბუზის დაჯდომის შემდეგ საკვები ადამიანისთვის იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ბუზი ეჯდა საკვებს და რამდენი ხნით.

საკვებთან 1-2 ბუზის ხანმოკლე კონტაქტისას რისკი ძალიან მცირეა, თუმცა მაინც არსებობს. შესაბამისად, თუკი გეეჭვებათ, უმჯობესია, ულუფაზე უარი თქვათ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ დაჰქონდა ჩინგიზ-ყაენს ბუზის მატლები ომებში?

საბედისწერო ლტოლვა - რატომ იზიდავს მწერებს ხელოვნური შუქი?

რომელი მწერის მოკვლა უტოლდება ბოშებში ადამიანის მკვლელობას?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?