უახლესი კოლექცია Promodi-დან - რას ირჩევენ თბილისელი გოგონები?!

FASHIONISTA

27 ივნისი 14:00, 2016 წელი
349

Funtime-ისა და ქალის ტანსაცმლის ფრანგული ბრენდის Promod-ის ერთობლივი პროექტი Fashionista გრძელდება. უახლესი კოლექციიდან არჩევანს ამჯერად განათლების ადმინისტრირების მაგისტრი თეკლა კაპანაძე გააკეთებს. 

  

  • Promod-ში მაშინვე მოვდივარ, როგორც კი ხელფასს ვიღებ.

  • Promod-ის კოლექცია თავიდან დედას უფრო მოსწონდა. მე კი სხვა მაღაზიების მომხმარებელი ვიყავი.

  • ნელ-ნელა მიმიზიდა იმან, რომ Promod-ში ძალიან ყურადღებიანი და გემოვნებიანი კონსულტანტები მუშაობენ და ყოველთვის მირჩევენ იმას, რაც მჭირდება.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ და, აქედან გამომდინარე, აკადემიური სტილის სამოსს უფრო ხშირად ვყიდულობ.

  • შევარჩიე თეთრი სარაფანი და საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელსაც ჩანთაც შევუხამე.

  • ვფიქრობ, რომ ჩემს ლუქს აქსესუარი აკლია. ამიტომ ყურადღებას ამ სამაჯურზე შევაჩერებ.

  • ანი ონიანი, Promod-ის კონსულტანტი: თეკლამ ძალიან ნაზი და სეზონური სარაფანი შეარჩია. ფეხსაცმელი და ჩანთაც მოუხდინა. აქსესუარმა კიდევ უფრო ნაზი გახადა მის მიერ შერჩეული ლუქი. ყოველდღიურიც არის და თან, თავის უბრალოებით, ყურადღებასაც მიიქცევს.

  • ანი ონიანი, კონსულტანტი: თეკლას ახალი კოლექციიდან ლურჯი ჯინსი და ლამაზი პერანგი შევურჩიეთ, რომელშიც ლურჯი დეტალებიც ჩანს.

  • ანი ონიანი, კონსულტანტი: ჩვენ მიერ შერჩეულ ლუქს ეს სამაჯური მოუხდება. 

  • ანი ონიანი, კონსულტანტი: თეთრმა კედმა და აგურისფერმა ჩანთამ ლუქი მთლიანობაში კიდევ უფრო დახვეწილი გახადა.

  • კონსულტანტის მიერ შერჩეული ლუქი ძალიან მომეწონა. რაც მთავარია, თავს იმდენად კომფორტულად ვგრძნობ, ასე გამოწყობილი სამსახურშიც სიამოვნებით წავიდოდი.

     

  • Promod-ის სასაჩუქრე ვაუჩერი, ტრადიციისამებრ, თეკლამაც მიიღო.