რატომ დადიან თინეიჯერები Promod-ში?!

FASHIONISTA

20 ივნისი 14:00, 2016 წელი
84

Promod-ისა და Funtime-ის პროექტი Fashionista თინეიჯერებშიც რომ განსაკუთრებულად პოპულარულია, ეს 18 წლის სტუდენტმა, ეკა ჯანაშიამაც დაგვიდასტურა, როცა Promod-ში სამოსის შესარჩევად მოვიდა.

  

  • Promod  ის ბრენდია, რომელსაც ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. აქ ძალიან ხშირად შემოვდივარ. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ისაა, რომ, თანამედროვესთან ერთად, კლასიკური, დახვეწილი სტილის სამოსის შეძენაც შემიძლია.

  • არჩევანი დიდია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არასდროს მიჭირს.

  • როცა შემოვდივარ, ვხვდები, რომ ყველაფერი მომწონს, შარვალი იქნება, ჩანთა თუ აქსესუარი.

  • დღეს ჯინსის შარვალს, მაისურსა და რაიმე მსუბუქ ფეხსაცმელს შევარჩევ.

  • ნინო კალაძე, კონსულტანტი: თხელი ჯინსის ჩაცმა ზაფხულშიც კომფორტულია. ეკას მოდური არჩევანი ძალიან მომეწონა. ყველაფერი ახალი კოლექციიდანაა. ვნახოთ, როგორ მოირგებს.

  • ვფიქრობ, ვარდისფერი ესპადრელი ჩემს ლუქს ძალიან მოუხდება.

  • ყოველდღიური, თინეიჯერული და თანამედროვე ლუქია. ზაფხულს შეეფერება და რაც მთავარია, თავს კომფორტულად ვგრძნობ. მეგობრებთან ერთად, გასართობად სიამოვნებით წავიდოდი.

  • ნინო კალაძე, კონსულტანტი: ეკას გემოვნებით შერჩეულმა ლუქმა გაამართლა. ჩვენი არჩევანის დრო დადგა.

  • ნინო კალაძე, კონსულტანტი: გამომდინარე იქიდან, რომ მწვანე ფერი წელს აქტუალურია და თან ზაფხულს ძალიან უხდება, ეკას ამ ფერის შორტები და შესაბამისი მაისური შევურჩიეთ, რომლის ფერიც კედებში იკვეთება.

  • ნინო კალაძე, კონსულტანტი: ამ ლუქს შავი ფერის ჩანთა მოუხდება.

  • ნინო კალაძე, კონსულტანტი: ეკას კარგი აღნაგობა აქვს და ჩვენ მიერ შერჩეული ლუქი ძალიან მოიხდინა.

  • ზაფხულში ასეთ სტილს ხშირად ვატარებ და ეს ლუქი განსაკუთრებულად მომეწონა. მადლობა Promod-სა და Funtime-ს, რომ დღეს ასეთ კარგ განწყობაზე დამაყენა.

  • ეკას ისევე როგორც Fashionista-ს ყველა მონაწილეს სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.