აირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ

FUN-ტესტი

11 იანვარი 18:00, 2017 წელი

ტესტი ქალებისთვის...

  

  • ტიტა
    თქვენი დევიზია: „ადრე ამდგარსა კურდღელსა…“ ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი ხართ. სიცოცხლეს, როგორც ცხოვრების საუკეთესო საჩუქარს, ისე აღიქვამთ. გარშემომყოფებისთვის ენერგიის წყარო, სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ხართ და ამიტომაც მოგმართავენ ხშირად რჩევისა თუ დახმარებისთვის. თქვენ მგრძნობიარე, ყველაზე გულისხმიერი ხართ. ამიტომ პენსიაზე გასვლის შემდეგაც ვერ მოისვენებთ და პატარა ბავშვებსა ან მოხუცებზე ზრუნვას მიუძღვნით თავს.


  • ვარდი
    ტრადიციების დამცველი ხართ. ვერ ვიტყვით, რომ ინოვაციებს უარყოფთ ან იდეები არ გაქვთ, მაგრამ კლასიკური მოსაზრებები და კონსერვატიული შეხედულებები გაგაჩნიათ. გიყვართ ისტორია და პატივს სცემთ ტრადიციებსა და ადათებს. რომანტიკული და საკმაოდ ვნებიანი ნატურა ხართ. უცხოებს საკუთარ ცხოვრებაში არ ახედებთ. თქვენ გარშემო არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ღირსნი არიან, თქვენ გვერდით იდგნენ.


  • ტუნბერგი
    ნაკლებად გაინტერესებთ გარშემომყოფების აზრი. მთავარია, თავად იყოთ ბედნიერი. მიგაჩნიათ, რომ საკუთარი მოსაზრება ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყველას აზრი არ უნდა გაითვალისწინოთ. სწორედ ეს თვისება გაძლევთ დამოუკიდებლობის შეგრძნებას, რომელსაც ასე აფასებთ. შემოქმედებითი ნატურა ხართ. შთაგონებას თავად ცხოვრება გაძლევთ, თქვენი მთავარი სიამოვნება ცხოვრებისეული ღირებულებები და მიზანია.


  • ყაყაჩო
    გარშემომყოფებს ექსცენტრიკული და დახვეწილი ადამიანების შთაბეჭდილებას უტოვებთ. როცა ახლოს გაგიცნობენ, აღმოაჩენენ, რომ თქვენში „გაფუჭებული ბავშვი“ ცხოვრობს. თუ 30 წლამდე ხართ, საღამოებს წვეულებებზე ატარებთ. „სვეცკობის“ წევრი ხართ. თუ 30 წელს გადააბიჯეთ, თქვენს გიჟურ ახალგაზრდობაზე შეიძლება ტატუ მეტყველებდეს ან ექსცენტრიზმისკენ მიდრეკილება, რაც გიჟურ ახალგაზრდობაში გაბრუნებთ.


  • ია
    ია მოკრძალებული და მორიდებული ადამიანების საყვარელი ყვავილია. შინაგანი შარმი და სირბილე საუკეთესო მოსაუბრედ გადაგაქცევთ. თქვენთან სიახლოვეს ნატრულოს ყველა, ვისაც კი ოდესმე თქვენთან შეხება ჰქონია. თქვენი ოცნებაა ქალაქგარეთ ცხოვრება, ბუნებასთან ახლოს. გიყვართ მცენარეების მოვლა. თქვენს სახლში ან მის გარშემო სიმწვანეა. მზრუნველობამოკლებულ ცხოველებსაც პატრონობთ. თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისკენაც ყველას მიუხარია.

  • პეონი
    გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ და ამაყობთ კიდეც ამ სტატუსით. წარსულში ბევრს ატკინეთ გული, მაგრამ მაინც იმედოვნებთ, რომ მომავალში აუცილებლად შეხვდებით ნამდვილ სიყვარულს (თუ ძიებაში ხართ). ის არ ემსგავსება იმას, რასაც ელოდით, მაგრამ სწორედ აქ მიაღწევთ ნანატრ ბედნიერებას. ამ ზღაპარს აუცილებლად ექნება ბედნიერი დასასრული.

  • ირისი
    ეფექტური და ელეგანტური ხართ. ეს ღირსება პირველი შეხვედრისას ცოტათი აფრთხობს გარშემომყოფებს. მათ არ იციან, რომ თქვენი იმპერატორული გარეგნობის მიღმა სათუთი ბუნება იმალება. მეგობრების წრეში და სამსახურში ნამდვილი ლიდერი ბრძანდებით. ვინც ახლოს გიცნოთ, იცის, რომ კეთილი და ადამიანური ხართ. ვისაც თქვენთვის დახმარების სათხოვნელად მოუმართავს, ყველაფერი გაგიკეთებიათ მის დასახმარებლად.

  • ყვითელი ნარცისები
    მუდამ იდეებით აღსავსე ხართ, ახალი პროექტების განხორციელებაში. სწრაფად მოქმედებთ და იმაზე სწრაფად ლაპარაკობთ. თქვენს იუმორის გრძნობაზე ლეგენდები დადის. თქვენს მწარე გამონათქვამებს კი ყველა გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, მუდამ იდეალურად გამოიყურებით.

საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.
თავსატეხი

იპოვეთ 11 განსხვავება

მარტივი თავსატეხი ყურადღებისა და მეხსიერების გასავარჯიშებლად...