თუ ქმარი სახლში გვიან დაბრუნდა... (ტესტი)

FUN-ტესტი

25 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

ალბათ, მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი გათხოვილი ქალი ერთხელ მაინც აღმოჩენილა. გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, როგორი ცოლი ხართ...

თუ ქმარი სახლში გვიან დაბრუნდა, როგორ მოიქცეოდით:
პირდაპირ ხელში ტაფით დახვდებოდით;
გაბრაზდებოდით;
გეწყინებოდათ;
ცხელ საჭმელს დაახვედრებდით?

აირჩიეთ ერთ-ერთი პასუხი და წაიკითხეთ შედეგი 

თუ თქვენ N1 
აირჩიეთ, თქვენი ქმარი გარჩევებს ნამდვილად ვერ გაექცევა. ასეთ საქციელს თქვენ მას ნამდვილად არ აპატიებთ. სკანდალს მოუწყობთ, ყველა პრეტენზიას პირში მიახლით - ისეთ შემთხვევებსაც გაუხსენებთ, რომელიც მოცემულ სიტუაციაში არაფერ შუაშია, და შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევარს მუშტებით ან მძიმე ნივთებითაც კი დაესხათ თავს. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერს აკონტროლებდეთ და თქვენი ქმრის ყველა ნაბიჯის საქმის კურსში იყოთ.


თუ თქვენ N2 აირჩიეთ, მეუღლის საქციელს უყურადღებოდ ნამდვილად არ დატოვებთ, მაგრამ არც შფოთვას დაიწყებთ. შესაძლოა, ყველაფერი უთხრათ, რითიც უკმაყოფილო ხართ, დარჩენილი საღამო იბუზღუნებთ, მაგრამ თქვენი პარტნიორის ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში დადანაშაულებას არ დაიწყებთ. თქვენ გწყინთ ის, რომ თქვენი მეუღლე პირობას არ ასრულებს და გინდათ, რომ მან ეს გაიგოს. თუმცა, ამასთანავე, არასდროს დაემსგავსებით ისეთ ცოლებს, რომლებიც თავიანთ მეუღლეებს ნებისმიერ მიზეზზე „ბურღავენ“.


თუ თქვენ N3 აირჩიეთ, მაშინ თქვენს მეუღლეს ცივი და საყვედურით სავსე გამოხედვით დახვდებით - თუ საერთოდ დახვდებით. დიდი ალბათობით, საძინებელში მდუმარედ ჩაიკეტებით, დამნაშავე მეორე ნახევარს კი სასტუმრო ოთახში დაძინებას აიძულებთ. არა, რა თქმა უნდა, თქვენ არ ხართ გულღვარძლიანი, მაგრამ მეხსიერება კარგი გაქვთ და ამ საქციელს კიდევ ბევრჯერ გაუხსენებთ.


თუ თქვენ N4 აირჩიეთ, ვერ ხედავთ პრობლემას. მერე რა, რომ თქვენი მეორე ნახევარი სახლში რამდენიმე საათით გვიან დაბრუნდა. რაც მთავარია - ის დაბრუნდა! ალბათ, ყველაფრის მიზეზი ნამდვილად გადაუდებელი საქმეები იყო. ვის არ მოსვლია. მსგავს სიტუაციებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რადგან თქვენს მეუღლეს ენდობით და ამგვარ სიტუაციებს ურთიერთობაში იდილიის დარღვევის უფლებას არ მისცემთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...