კაშკაშა წითელი
ვნებისა და თავდაჯერებულობის ფერია. თქვენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენის არ გეშინიათ. მთელ სამყაროს გამოწვევას უგზავნით. ასევე, კაშკაშა წითელი პომადა, გარკვეულწილად, სიმორცხვის დაძლევაში გეხმარებათ.
იასამნისფერი
ეს ფერი „ნაცრისფერ კარდინალებთან“ ასოცირდება. თქვენ მშვიდი და ფრთხილი ხართ, იდეალურად შეგიძლიათ რაღაცის დაგეგმვა და საკუთარ მიზნებს ყოველთვის აღწევთ. თქვენი მთავარი კოზირი მოთმინებაა და ის ყოველთვის ზუსტად მუშაობს!
ბაცი წითელი
კადრს მიღმა ყოფნა გირჩევნიათ, მაგრამ ამის მიზეზი მოკრძალება და ერთგვარი სიმორცხვეა. სანამ ფიქრობთ, რომ შეუმჩნეველი ხართ, დაკვირვებული ადამიანი თქვენს თვალებში აგიზგიზებულ ცეცხლს ადვილად დაინახავს.
ატმისფერი
სიკეთე და გულუხვობა თქვენი მთავარი თვისებებია. ადამიანთა დახმარება გიყვართ და ცხოვრების ნათელ მხარეებს ეძებთ. თქვენს ახლობლებს თქვენი ღიმილი, გულისხმიერება და ყურადღება უყვართ.
კაშკაშა ვარდისფერი
თქვენ სამყაროს კვლევა გიყვართ - ძალიან გაინტერესებთ და თანაც ძალიან გსურთ ყველაფრის გასინჯვა. თქვენი ძლიერი მხარე გაბედულებაა. თქვენთან ერთად გატარებული დრო თავგადასავლებით არის სავსე.
შინდისფერი
თქვენი დევიზია - არანაირი სიჩქარე. თქვენთვის გარშემო ყველაფერი სიამოვნებისთვისაა არის გაჩენილი და მხოლოდ ხელის გაწვდენა გინდათ, რათა მწიფე და წვნიანი ხილი ხელში ჩაგივარდეთ. თქვენ მოგწონთ სხვისი ცდუნება და მოხიბვლა, მით უფრო, თუ ამას ცოტა ძალისხმევაც სჭირდება.
ბაცი ყავისფერი
თქვენ ყველაფერი პოზიტიური გიყვართ - პატარა ბავშვები, ლეკვები, კნუტები. რა თქმა უნდა, იცით, რომ სამყაროში ბევრი ცუდია, მაგრამ არ აპირებთ, მათ ყურადღება მიაქციოთ. თქვენ ამჯობინებთ, მხოლოდ ლამაზსა და სასიამოვნოზე იყოთ კონცენტრირებული.