აირჩიეთ საყვარელი ფერი

FUN-ტესტი

15 დეკემბერი 13:00, 2017 წელი

ჩვენ იმ ფერს ვირჩევთ, რომელიც თვალსა და სულს ახალისებს, მაგრამ იცით, რომ ეს ინსტინქტურად სულაც არ ხდება - არჩევანს ჩვენი პიროვნული შტრიხები განაპირობებს... მაშ ასე, აირჩიეთ ფერი და წაიკითხეთ შედეგი:

ლურჯი/ცისფერი
თქვენი მთავარი ღირებულებები ბალანსი და შინაგანი წონასწორობაა. ყოველთვის ხელმძღვანელობთ ისეთი პრინციპებით, როგორიცაა პატიოსნება და სამართლიანობა. ცდილობთ, არავის ავნოთ და ზიანი არ მიაყენოთ, მაგრამ სამაგიეროდაც იმავეს ითხოვთ. ძლიერი ხასიათი გაქვთ და გადაწყვეტილების მიღებაც სწრაფად და უყოყმანოდ შეგიძლიათ.


ყავისფერი
სტაბილური და დაბალანსებული პიროვნება ხართ. საკუთარ თავში დარწმუნებული, ადვილად უმკლავდებით პრობლემებს. აფასებთ კომფორტს, სიმარტივესა და უბრალოებას. თქვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ახლობელი ადამიანების გვერდით ყოფნაა.


წითელი
თქვენ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩევით. გიყვართ შეჯიბრი, განსაკუთრებით სამუშაოზე. ბევრ შემთხვევაში იმპულსური ხდებით და თვითკონტროლის გრძნობა გეკარგებათ. თქვენ მუდმივად მოძრაობაში ხართ, სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს და შედეგებზე ნაკლებად ფიქრობთ.


ნარინჯისფერი
სიცოცხლისა და ურთიერთობის მოყვარული ხართ. რისკს ერიდებით და ყოველთვის წესებსა და ნორმებს იცავთ. მოგწონთ საკუთარ კომფორტის ზონაში ყოფნა, ცვლილებებით კი სტრესს იღებთ. სამაგიეროდ გიყვართ ცხოვრების აქტიური წესი და ბევრ პროექტში სიამოვნებით მონაწილეობთ, რათა საკუთარი თავის რწმენა განიმტკიცოთ.


იასამნისფერი
ორგანიზებული, თუმცა ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. ხმამაღლა არასდროს არაფერზე ჩივით. საკუთარ განცდებსა და პრობლემებს მხოლოდ ახლობელ ადამიანებს უმხელთ და თანაც ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ. თქვენ ყოველთვის მზად ხართ სხვების დასახმარებლად და ხშირად საზოგადოებრივი საქმით და ქველმოქმედებით ხართ დაკავებული.


მწვანე
მშვიდი ადამიანი ხართ, სამყაროს ჰარმონიით ტკბებით და აფასებთ ყველაფერს, რაც თქვენი ცხოვრების წესს აუმჯობესებს. მოგწონთ ისეთ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნა, რომლებიც ხელს უწყობენ თქვენს ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებას. მხარდაჭერას ხშირად ახლობელ ადამიანებში ეძებთ და ამით უსაფრთხოების გრძნობა გიძლიერდებათ. ურთიერთობებისას ხშირად გეშინიათ, ვინმემ ტკივილი არ მოგაყენოთ. თქვენ, როგორც წესი, სამყაროს საკმაოდ პოზიტიურად უყურებთ.


ნაცრისფერი
მშვიდი, სერიოზული და დაბალანსებული პიროვნება ხართ. შეგიძლიათ, რაციონალურად და ცივი გონებით იმოქმედოთ. კონსერვატორი და ზომიერად ემოციური ხართ. საკუთარი წესებით და ჩვევებით მოქმედებთ, ვერ იტანთ სიახლეს და როცა ვინმე თქვენს შეცვლას ცდილობს. ალბათ, ამის გამო ფიქრობენ გარშემომყოფები, რომ ცოტა ცივსისხლიანი ადამიანი ხართ.


ყვითელი
მდიდარი წარმოსახვის უნარის მქონე, შემოქმედი ადამიანი ხართ. ამავდროულად, გონვრულად და ლოგიკურად აზროვნებაც შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მომენტში. პრაქტიკულიც ხართ და აანალიზებთ ყველაფერს, რაც მცირედით მაინც გირთულებთ ცხოვრებას. ძალიან მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ისე გარემოცვის მიმართ. ამასთანავე, საკუთარი ემოციების კონტროლიც შესანიშნავად გამოგდით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?