1. მუდმივი რომანტიკოსი
კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხართ. იცით, როგორ იცხოვროთ სამყაროსთან ჰარმონიაში. გარშემომყოფებს უყვარხართ და თქვენთან ურთიერთობა უყვართ. თქვენ ხომ საკუთარ სინდისს არასდროს უღალატებთ.
2. „პეწიანად ჩაცმული“ - ეს გამოთქმა თქვენზეა
ყველაზე უხერხულ ვითარებაშიც კი ცდილობთ, კარგად გამოიყურებოდეთ. სამოსი მთლიანად შეესაბამება თქვენს შინაგან “მე“-ს. თქვენ ასევე ცდილობთ, საკუთარი ცხოვრება იდეალურად წარმოაჩინოთ და წარუმატებლობების შესახებ არავის უყვებით.
3. იდუმალი უცნობი
მთელი თქვენი ცხოვრება იდუმალების ბურუსით არის მოცული. არავის შეუძლია თქვენი ბოლომდე გაშიფვრა, მათ შორის ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. ყველაფერზე ხართ წამსვლელი. ყველა საზღვრის დარღვევა შეგიძლიათ.
4. წვეულების დედოფალი
თქვენ კომპლიმენტების გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებთ. ყურადღების ცენტრში ყოფნა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. კრიტიკას ვერ იტანთ. თქვენ ხომ საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული ხართ და არავის შეუძლია საპირისპირო დაგაჯეროთ.
5. ოჯახის კერიის დამცველი
ოჯახი თქვენთვის ყველაფერია. საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვაც შეგიძლიათ. ამ ტესტის მიხედვით თქვენ ძალიან გულღია და კეთილი ადამიანი ბრძანდებით. სრულიად უცნობ ადამიანსაც კი უანგაროდ უწვდით დახმარების ხელს.