1. რაღაც მნიშვნელოვნის ზღურბლზე დგახართ, თუმცა დროდადრო ის აუხდენლად მიგაჩნიათ. თქვენ შეუპოვარი და თანაც კრეატიული ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც სურს, წარმატებული გახდეს. თუკი ძალიან ეცდებით, წლის ბოლომდე ეს სახლი თქვენი გახდება! ამას გარდა, პატივისცემასაც მიიღებთ, რომელსაც აშკარად იმსახურებთ. პოზიტივი თქვენი მეორე სახელია!
2. ცხოვრება არცთუ იდეალურია, მაგრამ არც ისეთი საშინელი, როგორც ადამიანთა უმრავლესობას წარმოუდგენია. თქვენ კარგი სამსახური გაქვთ, მოხერხებული ბინა და ნორმალური ოჯახი. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ბრძანდებით და აცნობიერებთ, რომ ბევრ ადამიანზე უკეთესად ცხოვრობთ, თუმცა ზოგჯერ უფრო მეტი გსურთ.
3. ყველანაირად ცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. მზის სხივი თქვენი საუკეთესო მეგობარია, ის თქვენს დღეს ამშვენებს. თქვენ შინაური ცხოველები მოგწონთ. სავარაუდოდ, საკუთარი საქმის კეთება თავად გიყვართ და სხვას არ ქირაობთ. ცხოვრებაზე პოზიტიური შეხედულება გაქვთ და ადამიანები თქვენ გვერდით თავს კარგად გრძნობენ.
4. მოგწონთ მარტოობა. ღრმად მოაზროვნე ბრძანდებით და საზოგადოებრივ საქმიანობას განმარტოებას არჩევთ. ნივთების საკუთარი ხელით დამზადება გსიამოვნებთ. ცოტათი ეჭვიანი ბრძანდებით, განსაკუთრებით ხელისუფლების მიმართ. თქვენ ყველაფერში უბრალოება გიყვართ!
5. მართალია მძიმე ცხოვრების გზა გაიარეთ, მაგრამ სამაგიეროდ შეგიძლიათ, ამით იამაყოთ. ყველა გაჭირვების მიუხედავად, პოზიტიური განწყობა მაინც გაქვთ. ახლობლები გაფასებენ, როგორც სასიამოვნო, თბილ და მეგობრულ ადამიანს. თქვენი სიბრძნით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, თითქოს 100 ცხოვრება გალიეთ. თქვენ ბედნიერებისთვის მატერიალური კეთილდღეობა არ გჭირდებათ.
6. ფიქრობთ, რომ ყველაზე საუკეთესოს იმსახურებთ და ნაკლებზე თანახმა არ ხართ. თავი პრინცად/პრინცესად მიგაჩნიათ და გსურთ, ხალხიც ასე აღგიქვამდეთ. თქვენ ერთი პრობლემა გაქვთ - ხელფასი ერთ კვირაში გითავდებათ, ამიტომაც უფრო ეკონომიურად იცხოვრეთ. მაგრამ არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ერთ დღესაც მდიდარი და ცნობილი გაიღვიძებთ.