№1. თქვენ ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელიც პირველივე დაძახილზე ფეხზე წამოხტება და მზად იქნება თქვენი ემოციების გასაზიარებლად. ის გააფერადებს თქვენს ცხოვრებას, მოგიტანთ ახალ იდეებს და სიურპრიზებს.
№2. თქვენ ამჟამად მეოჯახე ადამიანი გესაჭიროებათ, რომელიც სითბოსა და ზრუნვას არ მოგაკლებთ.
№3. თქვენს სულს შემოქმედებით ადამიანთან ურთიერთობა მოსწყურებია. თქვენ ერთად ივლით კინოებში, თეატრებსა და მუზეუმებში. ერთად მოძებნით აღმაფრენასა და ახალ შთაბეჭდილებებს.
№4. თქვენ ქვეცნობიერად ეძებთ პრაქტიკულ და გაწონასწორებულ ადამიანს, რომელიც საქმიანად დაგიდგებათ გვერდით.
№5. თქვენმა პარტნიორმა ყვავილების წვიმა უნდა დაგაყაროთ, ფანჯარასთან სერენადა გიმღეროთ და პატარა, რომანტიკული სისულელეები ჩაიდინოს. სწორედ ახლა გესაჭიროებათ ზღაპარი ბედნიერი დასასრულით.
№6. თქვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ბიძგი გჭირდებათ. ამიტომაც თქვენი პარტნიორი ამბიციური და მიზანდასახული უნდა იყოს. სწორედ ეს დაგეხმარებათ წინსვლაში.
№7. თქვენ ადამიანი-ენერჯაიზერი გესაჭიროებათ. ის დაგმუხტავთ ახალი საგმირო საქმეებისა და ისეთი მწვერვალების მისაღწევად, რომლებზეც ადრე არცკი გიოცნებიათ.
№8. თქვენ ინტროვერტი ბრძანდებით და ამიტომ გვერდითაც ინტროვენტი გჭირდებათ. თქვენ მასთან ერთად სახლში ჩაიკეტებით და არ მოიწყენთ.
№9. თქვენ გვერდით ინტელექტუალი და ენაწყლიანი მამაკაცი უნდა იყოს. მის გვერდით არ მოიწყენთ, მაშინაც კი, თუ სამსაათიან საცობში მოხვდებით.