№1 ვარსკვლავი
მოვიდა დრო, რათა საკუთარი გონი გამოიყენოთ. თუკი რაიმეს მიღწევა გსურთ, მოიფიქრეთ ყველა დეტალი და შეეცადეთ, უფრო კონკრეტულად წარმოიდგინოთ. აზრი მატერიალურია და როცა თქვენს წარმოსახვაში გამოსახულება საბოლოოდ ფორმირდება, ის დამოუკიდებელ რეალობად იქცევა.
№2 გარდაქმნა
შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახლა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ვიდრე გარეგნულად ჩანს. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ და შედეგზე არ იდარდოთ. უახლოეს ხანში ყველაფერი თავისით მოწესრიგდება და ყველა კმაყოფილი დარჩება. თავი დააღწიეთ ყველა შეზღუდვას და ძველ ემოციებს.
№3 მადლიერება
სამყარო ცოცხალი არსებაა. თუკი რაიმე ითხოვეთ და აგისრულდათ, ნუ დაივიწყებთ მადლობის თქმას. თქვენი დახმარებისთვის გარკვეული ძალები დაიხარჯა. გახსოვდეთ, უმადურობა თქვენს იღბალს დაახშობს, გულითადი მადლობა კი პირიქით - სამყაროს თქვენს სასიკეთოდ შრომის სურვილს გაუგრძელებს.
№4 ოცნება
თქვენი ოცნებების აღსასრულებლად საუკეთესო დროა. მიმოიხედეთ და აღიარეთ: ისე ცხოვრობთ, როგორც გსურთ? თუ არა, მაშინ შეეცადეთ, გაიხსნათ ახალი იდეებისთვის. სთხოვეთ სამყაროს, ახალი მიმართულება დაგისახოთ. შთაგონებას ბუნება მოგანიჭებთ.
№5 ჯადოსნობა
თქვენ გარკვეული ჯადოსნური ძალების ზემოქმედების ქვეშ ხართ. შეგიძლიათ, ეს ძალები როგორც საკუთარი, ისე სხვისი კეთილდღეობისთვის გამოიყენოთ. ამასთანავე, გახსოვდეთ, ყველაზე დიდი ჯადოსნობა თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლეა.