1. ცვლილებების ზღურბლზე დგახართ. მალე ის საკითხი, რომელსაც თქვენი გონება აქვს დაპყრობილი, აღარ შეგაწუხებთ.
2. მცდარ გზაზე დგახართ. ნუ უსმენთ გარემოცვას და გააკეთეთ ის, რასაც გული გკარნახობთ და სასურველს იპოვით.
3. თქვენი ღელვა და ნერვიულობა ფუჭია. ყველაფერი კარგად დასრულდება.
4. სულ მალე სასიამოვნო სიახლე ან სიურპრიზი გელით. ეს თქვენს პრობლემას მოაგვარებს.
5. დაღლილად გამოიყურებით. სწორად დაისახეთ პრიორიტეტები და პირველ რიგში საკუთარ თავზე იფიქრეთ. ასე ბედნიერებისკენ მიმავალ გზას დაადგებით.
6. თქვენი მიზნები წარმატებით დასრულდება.
7. წვრილმანების გამოდევნებით იღბალს კარგავთ. უკუაგდეთ ეჭვები და გულისთქმას მისდიეთ.
8. გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ითხოვდით.
9. ახლა ჩანაფიქრის ასრულებაზე უარი უნდა თქვათ. ცოტა დაიცადეთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
10. მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდება. უფრო მეტს მიიღებთ, ვიდრე წარმოგედგინათ.
11. შიშები მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით. მოვლენები ნებაზე მიუშვით და ნუ იდარდებთ, ყველაფერი გამოგივათ.
12. ბედის ვარსკვლავი გზას გინათებთ. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.
13. დიდი ენერგია დახარჯეთ და ახლა ჯილდო გელოდებათ.
14. მცირედი ძალისხმევა დაგჭირდებათ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბედს იპოვით. უფრო გულადი იყავით.
15. სამწუხაროდ, რასაც ითხოვთ, ამჟამად მიუღწეველია. მაგრამ ნუ ინაღვლებთ: კიდევ გექნებათ შანსი, ბედს ეწიოთ.
16. ხელებს ნუ ჩამოუშვებთ. მიზნის მისაღწევად სულ მცირედი დაგრჩათ.