866
ცხოვრებაში რაღაც მატერიალურს დაკარგავთ. შესაძლოა, თქვენი უძრავი ქონებიდან რაღაც გაყიდოთ. თუკი რამეს გაყიდვა ანდა დაკარგვა არ გსურთ, მაშინ თქვენი აზრები სხვა მხარეს უნდა მიმართოთ. მაგრამ თუ რაღაც ქონების გაყიდვა მაინც გაქვთ გადაწყვეტილი, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი სურვილი მალე და წარმატებით ასრულდება.
452
თქვენ მიერ შესრულებული მძიმე სამუშაო ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ და თქვენი ცხოვრება შეიცვლება. გჯეროდეთ ყველა პროექტი წარმატებული იქნება და ყველა მიზანს მიაღწევთ!
129
გჯეროდეთ თქვენი უნარებისა და ტალანტების და ცხოვრებას მშვენივრად გაატარებთ! გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული თქვენი მიზნების განხორციელება! ყოველდღიურად თქვენი სულიერი ინტერესების შესაბამისად იმოქმედეთ.
777
ანგელოზები ტაშს გიკრავენ! ყურადღება მიაქციეთ თქვენს საქმიანობას და სურვილები აგისრულდებათ! ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, ამის გამო ცხოვრებაში უამრავ სასწაულს უნდა ელოდოთ!