თუკი ამეთვისტო აირჩიეთ:
ამეთვისტო აუმჯობესებს ინტუიციას, ასუფთავებს თქვენს აურას.
თქვენი ანგელოზის შეტყობინება: თქვენს კონტროლს გარეთ მყოფი ადამიანებისგან მიღებულ სტრესს თქვენი ენერგიის დაშრეტის უფლებას აძლევთ. თქვენ ამას ფიზიკურად, შინაგანად და გონებრივად გრძნობთ. დახარჯეთ დრო, გაერთეთ და გაასუფთავეთ თქვენი ენერგია.
თუკი საფირონი აირჩიეთ:
საფირონი აძლიერებს თქვენს გონებას.
თქვენი ანგელოზის შეტყობინება: თქვენ სწავლის სტადიაში იმყოფებით. ყველაფერს, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, თავისი მიზეზი აქვს - ნუ ღელავთ, ამ მიზეზს საჭირო დროს გაიგებთ. ბევრს ნიღაბი ჩამოეხსნება და ნამდვილი სახე გამოუჩნდება. ამის გამო თქვენს ცხოვრებაში ზოგი ურთიერთობა შეწყდება, მაგრამ ეს მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. ყველაფერი თავის ადგილას დადგება, მაგრამ ამისთვის მაგარი შენჯღრევის გადატანა მოგიწევთ.
თუკი ლალი აირჩიეთ
ლალი შინაგან ძალას გმატებთ და ემოციურ ზეწოლას ამსუბუქებს...
თქვენი ანგელოზის შეტყობინება: ყურადღება მიაქციეთ იმ ნიშნებს, რომლებსაც სამყარო გიგზავნით. ეს შეიძლება იყოს ბუმბული თქვენს გზაზე, ლამაზი სიმღერა რადიოში, რომელიც თქვენს შინაგან მდგომარეობას რეალურად ეხამება, ან ძველი მეგობრისგან ზარი, რომელიც წარსულს გაგახსენებთ და სასარგებლო რჩევას მოგცემთ. ბოლო დროს ბევრ საკითხში გჭირდებათ რჩევა, და აი, ისიც! ეს შეტყობინებები თქვენ სწორი მიმართულების შერჩევაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, ყურადღებით იყავით, რათა არ გამოგრჩეთ მინიშნებები. მიჰყევით მათ.